რამდენჯერ გსმენიათ, რომ რძე არც ისე აუცილებელია დაბალანსებული და მრავალფეროვანი კვებისათვის? ეს მითია, რადგან რძე მდიდარია ცილებით და სასარგებლგოს ჯანმრთელობისთვის.
ევროკავშირი და რძის პროფესიონალთაშორისი ორგანიზაცია (INLAC) რამდენიმე წელია აწარმოებენ პროექტს, რომელიც რეკომენდაციას უწევს რძის ბუნებრივი პროტეინის დღეში მინიმუმ სამჯერ მიღებას, თუ გსურთ დაბალანსებული და მრავალფეროვანი კვება. ამგვარად, მიზანმიმართულია რძის, როგორც შეუცვლელი საკვების არსებობის აღდგენა ცხოვრების ყველა ეტაპზე, ბავშვობიდან ხანდაზმულებამდე.
შეცდომები და მითები ბუნებრივი რძის ცილის შესახებ
არსებობს ცრუ მითები ბუნებრივი რძის პროტეინის შესახებ. ერთ-ერთი მათგანი არის, რომ რძის მოხმარება მხოლოდ ბავშვობაშია საჭირო, რაც ყალბია. რძე და რძის პროდუქტები უზრუნველყოფს მთლიანი კალციუმის დაახლოებით 70%-ს და სწორედ ეს წვლილია აუცილებელია ზრდასრულ ასაკში და განსაკუთრებით სიბერეში.
კიდევ ერთი გავრცელებული მითი არის ის, რომ რძის ცილის მოხმარება ზრდის ქოლესტერინის დონეს. ესკატეგორიულად ცრუა. კვლევა, რომელიც ჩატარდა ოცზე მეტ ქვეყანაში, ათასობით ადამიანთან ერთად და გამოქვეყნდა ჟურნალ “The Lancet”-ის მიერ (სექტემბერი, 2018), ნათქვამია, რომ დღეში სამი პორცია რძის პროდუქტის მიღებამ შეიძლება შეამციროს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები 14%-მდე და სიკვდილიანობა 23%-მდე.
რძის პროდუქტები შეიცავს ძალიან მაღალი ბიოლოგიური ხარისხის ბუნებრივ ცილას, რძის მიკროელემენტების მაღალი სიმკვრივით (მინერალების მაღალი შემცველობა ან წყაროები, როგორიცაა კალციუმი, ფოსფორი, იოდი; ვიტამინების გარდა, როგორიცაა B2 და B12). გარდა ამისა, რძეში საკვები ნივთიერებების შემადგენლობა და განაწილება ხელს უწყობს ზოგიერთი მათგანის შეწოვას და ასევე არეგულირებს ნაწლავის მიკრობიოტას.
მასალის გამოყენების პირობები