შენი სუფრაშენი სუფრაშენი სუფრა
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
Search
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
კითხვა: მაწონი საქართველოს “ელჩი” ევროპაში – იცოდით, რომ მისი მომზადება/წარმოება მხოლოდ საქართველოშია შესაძლებელი?
გაზიარება
შეტყობინება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი სუფრაშენი სუფრა
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
Search
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
გაქვთ არსებული ანგარიში? შესვლა
გამოგვყევით
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
კერძებისიახლეებიქართული სამზარეულო

მაწონი საქართველოს “ელჩი” ევროპაში – იცოდით, რომ მისი მომზადება/წარმოება მხოლოდ საქართველოშია შესაძლებელი?

მაწონი საქართველოს "ელჩი" ევროპაში - იცოდით, რომ მისი მომზადება/წარმოება მხოლოდ საქართველოშია შესაძლებელი?
ანა ჭელიძე
ავტორი
ანა ჭელიძე
გამოქვეყნებული: ივლისი 20, 2026
გაზიარება
გაზიარება

ქართული ფილმი „ფესვები“ გინახავთ? მთავარი გმირი – ქართველი ემიგრანტი მარსელის ქუჩებში, ეტლით, მაწვნის ქილებს რომ დაატარებს და ყიდის, ყველა ფრანგი რომ მოხიბლულია ამ უცხო პროდუქტით… სინამდვილეში ეს გულისამაჩუყებელი სანახაობა ნამდვილი ამბავია.

მეტიც, რეალურად, მაწონი არის საქართველოს ერთ-ერთი პირველი არაფორმალური ელჩი ევროპაში, რადგან მაწვნის გავრცელების უცნაური ისტორია პირდაპირ უკავშირდება საფრანგეთში გადასახლებულ პირველ ქართულ ემიგრაციას. გენერალ გიორგი კვინიტაძეს, რომელიც ოჯახთან ერთად პარიზთან ახლოს დაბინავდა, სრულიად უფულოდ დარჩენილმა კი ორიგინალური ხერხი მოიგონა ბებიის რეცეპტით მაწონი შეაყენა, ქილები საკუთარი შვილის სასეირნო ეტლში ჩააწყო და ამ ეგზოტიკური პროდუქტით დატვირთულმა პარიზის ქუჩებში ჩამოიარა. პირველივე დღეს გაყიდულმა ქილებმა მიახვედრა, რომ ეს მისი შემოსავლის წყარო გახდებოდა. ასეც მოხდა.

ფილმში ფრანგი პერსონაჟი ამბობს „საოცარი საჭმელია, განმკურნა, ნახევარი ქილა შევჭამე და გონება გამინათდაო“. ნაწილობრივ, ამ სიტყვებშიც არის სიმართლის მარცვალი. მაწონი არის სამკურნალო თვისებებით გაჯერებული პროდუქტი.

ის გამოირჩევა კვებითი ღირებულებებით. მაწვნის რძემჟავა ჩხირები კარგად მრავლდება ადამიანის ნაწლავებში და ორგანიზმიდან გამოდევნის მიკრობებს. ის აძლიერებს მადას, ხელს უწყობს საკვების შეთვისებას, განსაკუთრებით სასიამოვნოა ზაფხულში, ცივ ტემპერატურაზე მისი მირთმევა.

- Advertisement -
Brand logo: maroon rounded-square emblem with stylized stacked glyphs on the left, followed by bold Georgian script text on the right.Brand logo: maroon rounded-square emblem with stylized stacked glyphs on the left, followed by bold Georgian script text on the right.

სვანეთში მაწონს ყველაზე მეტად თიბვის პერიოდში იყენებენ, რადგან ის ნაკლებად აწყურებს ადამიანს. ხალხური წესით, მაწვნის მიღება რეკომენდებულია ჩვილ ბავშვებშიც, ბებიების თაობიდან არსებობს მოსაზრება, რომ მაწონი ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის სისტემის უკეთ ჩამოყალიბებას.

ბებია ჩნდება „ფესვებშიც“. სანამ ფილმის გმირი მაწვნის გაყიდვას დაიწყებს, მას სწორედ ბებია ახსენდება საქართველოდან, რომელიც სოფლის ბაგაში ზის და ძროხას წველის. ქართველ ხალხთა ყოფა-ცხოვრებაც ისეა მოწყობილი, რომ არც ერთი ტრადიციული ოჯახი არ არსებობს ისეთი, სადაც ერთი ქილა მაწონი მაინც არ შეყენებულა.

უხსოვარი დროიდან მაწონს ამზადებს სრულიად საქართველო. ესაა ქართველი ხალხის ეროვნული რძემჟავა პროდუქტი. განსხვავებულია მხოლოდ მისი სახელის ფორმაცვალებადობა. ქიზიყში მაწონს წველას ეძახიან, სვანეთში – მარწვენს, საინგილოში – წოლას.

READ  როგორ შევარჩიოთ სამზარეულოს ფერი

გენერალ კვინიტაძის ნამდვილი ისტორია, რომელიც ფილმშია გადატანილი, უნიკალური შემთხვევაა, როცა მაწონი ემიგრაციაში წასული გენერლისთვის გადარჩენის ტოლფასი აღმოჩნდა. რეალურად კი გეოგრაფიული აღნიშვნის წესის თანახმად, მაწვნის დასამზადებელი რძის მოპოვება და ამ პროდუქტის მომზადება-წარმოება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზეა შესაძლებელი.

მაწონი მზადდება ნედლი რძისგან. საუკეთესოდ ითვლება კამეჩის მაწონი, თუმცა მისი შეყენება შესაძლებელია ძროხის, ცხვრის და თხის რძისგანაც. „მაწვნის“ დასამზადებლად განკუთვნილი რძის მჟავიანობა არ უნდა იყოს 19°C-ზე მეტი, ხოლო სიმკვრივე 1,030-ზე ნაკლები, კამეჩის რძის შემთხვევაში – 25°C-ზე მეტი, სიმკვრივე – 1,035-ზე ნაკლები. მაწვნის მთავარი კომპონენტია დედო. სწორედ ეს უძველესი ხალხური მეთოდი ქმნის მაწონს უნიკალურ ქართულ პროდუქტად. მაწვნის დედოთი შედედება იმდენად ავთენტური მეთოდია, რომ სხვადასხვა რეგიონის ტრადიციასა თუ ისტორიულ ფაქტებშიც ხშირად შეხვდებით.

- Advertisement -
Blue background with a white rounded-square logo containing mirrored letters, and Georgian text below.Blue background with a white rounded-square logo containing mirrored letters, and Georgian text below.

გეოგრაფიული აღნიშვნა „მაწონი“ რეგისტრირებულია საქპატენტში 2012 წლის 24 იანვარს. დეტალური სპეციფიკაციის გაცნობა შესაძლებელია საქპატენტის ვებგვერდზე: https://www.sakpatenti.gov.ge/ka/state_registry/#
წყარო: საქპატენტი https://www.facebook.com/share/p/3t9v1dtkHKLj6PGF/

იხილეთ ასევე

  • ქართული სუფრის შესახებ ყველაზე გავრცელებული მითები – რეალობა vs ტრადიცია
  • ნამცხვართა შორის “იმპერატორი” რომელია, იცით? 😊✨️
  • მარტივი და უგემრიელესი პასკის ექსკლუზიური რეცეპტი Tatiana’s Kitchen- სგან shenisupra.ge-ს მკითხველს
FacebookTwitter

შენი ქსელი: შენი ექიმი · შენი ამბები

როგორ შევანელოთ დაბერების პროცესი – პროფესორ გიორგი ფხაკაძის რჩევები
მაკარონის უგემრიელესი რეცეპტი, რომელიც სწრაფად და მარტივად დაგანაყრებთ
საკუთარი ხელით განხორციელებული რემონტი და ინტერიერის დიზაინი – დაჩი აბსანძის გამოცდილება
პომიდვრის, ავოკადოსა და ყველის სენდვიჩი – თქვენი ლანჩის მარტივი და ჯანსაღი იდეა
5 სასმელი ორგანიზმის გასაწმენდად – მათი დამზადება მარტივად შეგიძლიათ
TAGGED:მაწონიტრადიციული კერძებიქართული კერძებიქართული სამზარეულოჯანსაღი კვება
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ელფოსტა ბეჭდვა
ავტორიანა ჭელიძე
ჟურნალისტი — ღვინო, სასმელები და სამზარეულოს დიზაინი. წერს ქართულ ღვინოზე, ყავასა და ჩაიზე, სამზარეულოს ხელსაწყოებსა და აქსესუარებზე.
წინა სტატია შეცდომები, რომელსაც ლამინატის დაგების დროს უშვებთ - ეს ვიდეო უნდა ნახოთ შეცდომები, რომელსაც ლამინატის დაგების დროს უშვებთ – ეს ვიდეო უნდა ნახოთ
შემდეგი სტატია ეს ნამდვილად აღაფრთოვანებს ბავშვებს და მოიგებს თქვენს გულს, რადგან ამ ნამცხვრის მომზადება შესაძლებელია რეკორდულ დროში და ეს ნამდვილად აღაფრთოვანებს ბავშვებს და მოიგებს თქვენს გულს, რადგან ამ ნამცხვრის მომზადება შესაძლებელია რეკორდულ დროში და არ საჭიროებს გამოცხობას!
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ქართული სამზარეულო
  • ქართული ღვინო
  • კახეთი — ღვინის მხარე
  • ფესტივალები
shenidasveneba.ge →
შენი სუფრაშენი სუფრა
გამოგვყევით
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?