ორშაბათი, ნოემბერი 25, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიგასწავლით "საიდუმლოს", მწვადი რომ გემრიელი და წვნიანი გამოგივიდეთ 🥰

გასწავლით “საიდუმლოს”, მწვადი რომ გემრიელი და წვნიანი გამოგივიდეთ 🥰

  ხუთი პოპულარული რეცეპტი ყველაზე გემრიელი მწვადის შესაწვავად

გაზაფხული მხოლოდ ყვავილებთან და მწვანე ბალახთან როდი ასოცირდება. ამ დროს მეტად პოპულარულია პიკნიკები და ქალაქგარეთ ერთდღიანი გასეირნებები. ნუთუ თქვენ წარმოგიდგენიათ ასეთი გასეირნება და პიკნიკი მწვადის გარეშე? ალბათ არა.

მწვადი რომ გემრიელი და წვნიანი გამოვიდეს, სასურველია ის წინა დღით ჩაბასტურმდეს. ბასტურმის მოზამზადებლად ყველაზე ცნობილი ინგრედიენტებია: ხახვი, ნიორი, , დაფნა, სანელებლები, შავი ან თეთრი ღვინო, რძემჟავა პროდუქტები და სხვა.

გთავაზობთ ხუთი ყველაზე პოპულარული ბასტურმის რეცეპტს, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ სხვადასხვა სახის და ხარისხის ხორცისათვის მათში გარკვეული ცვლილებების შეტანა თქვენც შეგიძლიათ. მაშ ასე ჩართეთ იმპოროვიზაცია, რათა მიაღწიოთ სასურველ შედეგს და თქვენი მეგობრები გააოცოთ თქვენი “შემოქმედებით”.

ბასტურმა ხახვით-ეს ყველაზე გავრცელებული რეცეპტია და გამოდგება ღორის, ცხვრის და ხბოს ხორცის დასაბასტურმებლად.

ინგრედიენტები:

ხორცი-1კგ

ხახვი-500 გრამი

შავი წიწაკა დაფქული-2 ჩაის კოვზი

დაფნის ფოთოლი-3-4 ცალი

კოწახურის მარცვლები- 2-3 სუფრის კოვზი

მომზადება:

ხახბი დაჭერით ალყა-ალყად, დააყარეთ დაჭრილ ხორცს, დაამატეთ დანარჩენი ინგრედიენტები და აურიეთ ხელით კარგად. გააჩერეთ მინიმუმ 6 საათი. შეწვის წინ სასურველია ხახვი ხორცს მოაშოროთ და მხოლოდ მზადყოფნიდან რამოდენიმე წუთით ადრე

დაამატოთ.

 

ბასტურმა ღვინით

ღვინო იდეალური საფუძველია მწვადის მოსამზადებლად. ეს რეცეპტი გამოდგება ღორის და საქონლის ხორცის დასაბასტურმებლად.

ინგრედინეტები:

ხორცი-1.5 კგ

ღვინო(წითელი მშრალი)-ნახევარი ლიტრი

ხახვი-3 ცალი

შავი წიწაკა-1 ჩაის კოვზი

ლიმონის წვენი-1 ლიმონის

შაქარი-1 სუფრის კოვზი

მომზადება:

საერთოდ ამ ბასტურმას წინა დღით ამზადებენ. ხახვი დაჭერითთ ალყა-ალყად და ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ხორცზე. აურიეთ კარგად. გააჩერეთ მინიმუმ 10 საათი.

 

ბასტურმა კეფირით-ეს რეცეპტი იდალურია ყველა სახის ხორცისათვის, მათ შორის ქათმის ბასტურმის მოსამზადებლად

ინგრედიენტები:

ხორცი-1.5 კგ

კეფირი(ცხიმიანობა არაუმეტეს 2, 5 %)-1 ლიტრი

ხახვი-1 ცალი

ხმელი სუნელი- 1 ჩაის კოვზი

შავი წიწაკის მარცვლები-10 ცალი

მომზადება:

ხახვი დაჭერით, დააყარეთ ხორცს, დაამატეთ ყველა ინგრედიენტი კეფირის გარდა, აურიეთ კარგად ხელით და მხოლოდ ამის შემდეგ დაასხით კეფირი. ჭურჭელი კარგად შეანჯღრიეთ, რათა ხორცის ყველა ნაჭერი კარგად მოთავსდეს მარინადში.

გააჩერეთ გრილ ადგილას 2 საათით.

 

ბასტურმა მდოგვით და თაფლით-იდალურია ცხვრის ხორცის მოსამზადებლად, თუმცა ღორის ხორცისათვისაც შეიძლება გამოიყენოთ.

ინგრედინტები:

ხორცი-1, 5 კგ

მდოგვი-1 სუფრის კოვზი

თაფლი-1 სუფრი კოვზი

შავი წიწაკა დაფქული-1 ჩაის კოვზი

ფორთოხლის კანი(სურვილის შენთხვევაში)-1 სუფრის კოვზი

მომზადება:

ყველა ინგრედიენტები აურიეთ და კარგად შეაზილეთ ხორცს. ამ ბასტურმას დაყოვნება არ უნდა, ის კეთდება უშუალოდ ხორცის შეწვის წინ, ამიტომ უმჯობესია გამოიყენოთ ცხვრის ხორცი. საქონლის ან ღორის ხორცის დაბასტურმების შემთხვევაში ის წინასწარ დაბეგვეთ, რომ მწვადი მაგარი არ გამოვიდეს.

 

ბასტურმა პამიდვრით-ეს რეცეპტი შეიძლება გამოიყენოთ ყველა სახის ხორცის და თევზის დასაბასტურმებლადაც კი.

ინგრედინეტები:

ხორცი ან თევზი(ფილე)-1, 5 კგ’

პამიდორი-1 კგ

ხახვი-0, 5 კგ

შავი წიწაკა დაფქული-1 ჩაის კოვზი

ტარხუნა-სურვილისამებრ

მომზადება:

პამიდვრები გავჭრათ შუაზე, ხახვი დავჭრათ რგოლებად, დავამატოთ წიწაკა და აურიოთ კარგად.მოვათავსოთ ხორცი ამ მასაში და გავაჩეროთ 3-4 საათი, თევზისათვის საკმარისია 1 საათიც. ეს ბასტურმა შეიძლება შევწვათ სხვადასხვა ბოსტნეულთან ერთად(ბადრიჯანი, ბულგარული წიწაკა, პამიდორი, ყაბაყი).

ახლა კი რამოდენიმე რჩევა მწვადის მოყვარულებს:

ხორცის დამარილება სასურველია უშუალოდ შეწვის წინ-ასე მწვადი უფრო ნაზი, გემრიელი და წვნიანი გამოვა.

სანელებლები და სუნელები შეიძლება დაამატოთ თქვენი სურვილისამებრ ან თუკი რომელიმეს გემო არ გიზიდავთ, სულაც ამოიღოთ რეცეპტიდან.

გისურვებთ გემრიელ მწვადაობას და სასიამოვნო დასვენებას მეგობრებთან ერთად!

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
16 საუკეთესო აქტივობა მალიორკაზე, ესპანეთში

16 საუკეთესო აქტივობა მალიორკაზე, ესპანეთში

23 November, 2024
პედიატრიული პაციენტის საექთნო მართვა – სახელმძღვანელო განკუთვნილია პროფესიული და საბაკალავრო პროგრამის ექთნებისათვის

პედიატრიული პაციენტის საექთნო მართვა – სახელმძღვანელო განკუთვნილია პროფესიული და საბაკალავრო პროგრამის ექთნებისათვის

ნოემბერი 23, 2024
დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება

დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება

22 ნოემბერი 2024
საახალწლო თემატიკის ნივთები ინტერიერის სადღესასწაულოდ გასაფორმებლად

საახალწლო თემატიკის ნივთები ინტერიერის სადღესასწაულოდ გასაფორმებლად

ნოემბერი 24, 2024
როცა ღორი უხალისოდ ჭამს – რას უნდა მიაქციოთ ყურადღება

როცა ღორი უხალისოდ ჭამს – რას უნდა მიაქციოთ ყურადღება

ნოემბერი 22, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
მიცუ ციხე-სოფელი – ის ხევსურეთის საიმედო მცველი იყო

მიცუ ციხე-სოფელი – ის ხევსურეთის საიმედო მცველი იყო

ნოემბერი 22, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რა ჩავიცვათ ახალი წლის ყველაზე ჯადოსნურ ღამეს

რა ჩავიცვათ ახალი წლის ყველაზე ჯადოსნურ ღამეს

ნოემბერი 24, 2024
რომის პანთეონი: არქიტექტურის შედევრი და საუკუნეების საიდუმლო

რომის პანთეონი: არქიტექტურის შედევრი და საუკუნეების საიდუმლო

25 ნოემბერი 2024
ტრამვაი და მისი როლი თბილისის ტრანსპორტში

ტრამვაი და მისი როლი თბილისის ტრანსპორტში

ნოემბერი 24, 2024
აშშ-ის მარეგულირებელ ორგანოებს სურთ „გუგლმა“ „ქრომის” ბრაუზერი გაყიდოს

აშშ-ის მარეგულირებელ ორგანოებს სურთ „გუგლმა“ „ქრომის” ბრაუზერი გაყიდოს

ნოემბერი 24, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები