შენი სუფრაშენი სუფრაშენი სუფრა
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
Search
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
კითხვა: გასწავლით “საიდუმლოს”, მწვადი რომ გემრიელი და წვნიანი გამოგივიდეთ 🥰
გაზიარება
შეტყობინება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი სუფრაშენი სუფრა
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
Search
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
გაქვთ არსებული ანგარიში? შესვლა
გამოგვყევით
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
კერძებისიახლეებიქართული სამზარეულო

გასწავლით “საიდუმლოს”, მწვადი რომ გემრიელი და წვნიანი გამოგივიდეთ 🥰

გასწავლით "საიდუმლოს", მწვადი რომ გემრიელი და წვნიანი გამოგივიდეთ 🥰
Logo on a green background: white rounded-square icon with the text 'ag60' inside, plus white Georgian script beneath the icon.
ავტორი
ირინა დათაშვილი
გამოქვეყნებული: აგვისტო 4, 2026
გაზიარება
გაზიარება
  ხუთი პოპულარული რეცეპტი ყველაზე გემრიელი მწვადის შესაწვავად

გაზაფხული მხოლოდ ყვავილებთან და მწვანე ბალახთან როდი ასოცირდება. ამ დროს მეტად პოპულარულია პიკნიკები და ქალაქგარეთ ერთდღიანი გასეირნებები. ნუთუ თქვენ წარმოგიდგენიათ ასეთი გასეირნება და პიკნიკი მწვადის გარეშე? ალბათ არა.

გემრიელი მწვადი შამფურებზე

მწვადი რომ გემრიელი და წვნიანი გამოვიდეს, სასურველია ის წინა დღით ჩაბასტურმდეს. ბასტურმის მოზამზადებლად ყველაზე ცნობილი ინგრედიენტებია: ხახვი, ნიორი, , დაფნა, სანელებლები, შავი ან თეთრი ღვინო, რძემჟავა პროდუქტები და სხვა.

გთავაზობთ ხუთი ყველაზე პოპულარული ბასტურმის რეცეპტს, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ სხვადასხვა სახის და ხარისხის ხორცისათვის მათში გარკვეული ცვლილებების შეტანა თქვენც შეგიძლიათ. მაშ ასე ჩართეთ იმპოროვიზაცია, რათა მიაღწიოთ სასურველ შედეგს და თქვენი მეგობრები გააოცოთ თქვენი “შემოქმედებით”.

ბასტურმა ხახვით-ეს ყველაზე გავრცელებული რეცეპტია და გამოდგება ღორის, ცხვრის და ხბოს ხორცის დასაბასტურმებლად.

ხახვიანი ბასტურმა ხორცისთვის

ინგრედიენტები:

ხორცი-1კგ

ხახვი-500 გრამი

შავი წიწაკა დაფქული-2 ჩაის კოვზი

დაფნის ფოთოლი-3-4 ცალი

კოწახურის მარცვლები- 2-3 სუფრის კოვზი

მომზადება:

ხახბი დაჭერით ალყა-ალყად, დააყარეთ დაჭრილ ხორცს, დაამატეთ დანარჩენი ინგრედიენტები და აურიეთ ხელით კარგად. გააჩერეთ მინიმუმ 6 საათი. შეწვის წინ სასურველია ხახვი ხორცს მოაშოროთ და მხოლოდ მზადყოფნიდან რამოდენიმე წუთით ადრე

დაამატოთ.

 

ბასტურმა ღვინით–

ღვინო იდეალური საფუძველია მწვადის მოსამზადებლად. ეს რეცეპტი გამოდგება ღორის და საქონლის ხორცის დასაბასტურმებლად.

მწვადის მარინადი წითელი ღვინით

ინგრედინეტები:

ხორცი-1.5 კგ

ღვინო(წითელი მშრალი)-ნახევარი ლიტრი

ხახვი-3 ცალი

შავი წიწაკა-1 ჩაის კოვზი

ლიმონის წვენი-1 ლიმონის

შაქარი-1 სუფრის კოვზი

მომზადება:

საერთოდ ამ ბასტურმას წინა დღით ამზადებენ. ხახვი დაჭერითთ ალყა-ალყად და ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ხორცზე. აურიეთ კარგად. გააჩერეთ მინიმუმ 10 საათი.

 

ბასტურმა კეფირით-ეს რეცეპტი იდალურია ყველა სახის ხორცისათვის, მათ შორის ქათმის ბასტურმის მოსამზადებლად

კეფირიანი ბასტურმა ჭურჭელში

ინგრედიენტები:

ხორცი-1.5 კგ

კეფირი(ცხიმიანობა არაუმეტეს 2, 5 %)-1 ლიტრი

ხახვი-1 ცალი

ხმელი სუნელი- 1 ჩაის კოვზი

READ  ცხარე ბულიონი ყველაზე ჯიუტი მამაკაცის გულსაც კი მოიგებს. ერთხელ მოუმზადეთ და სამუდამოდ თქვენი იქნება.

შავი წიწაკის მარცვლები-10 ცალი

მომზადება:

ხახვი დაჭერით, დააყარეთ ხორცს, დაამატეთ ყველა ინგრედიენტი კეფირის გარდა, აურიეთ კარგად ხელით და მხოლოდ ამის შემდეგ დაასხით კეფირი. ჭურჭელი კარგად შეანჯღრიეთ, რათა ხორცის ყველა ნაჭერი კარგად მოთავსდეს მარინადში.

გააჩერეთ გრილ ადგილას 2 საათით.

 

ბასტურმა მდოგვით და თაფლით-იდალურია ცხვრის ხორცის მოსამზადებლად, თუმცა ღორის ხორცისათვისაც შეიძლება გამოიყენოთ.

მწვადის ბასტურმა თაფლითა და მდოგვით

ინგრედინტები:

ხორცი-1, 5 კგ

მდოგვი-1 სუფრის კოვზი

თაფლი-1 სუფრი კოვზი

შავი წიწაკა დაფქული-1 ჩაის კოვზი

ფორთოხლის კანი(სურვილის შენთხვევაში)-1 სუფრის კოვზი

მომზადება:

ყველა ინგრედიენტები აურიეთ და კარგად შეაზილეთ ხორცს. ამ ბასტურმას დაყოვნება არ უნდა, ის კეთდება უშუალოდ ხორცის შეწვის წინ, ამიტომ უმჯობესია გამოიყენოთ ცხვრის ხორცი. საქონლის ან ღორის ხორცის დაბასტურმების შემთხვევაში ის წინასწარ დაბეგვეთ, რომ მწვადი მაგარი არ გამოვიდეს.

 

ბასტურმა პამიდვრით-ეს რეცეპტი შეიძლება გამოიყენოთ ყველა სახის ხორცის და თევზის დასაბასტურმებლადაც კი.

პამიდვრიანი მარინადი მწვადისთვის

ინგრედინეტები:

ხორცი ან თევზი(ფილე)-1, 5 კგ’

პამიდორი-1 კგ

ხახვი-0, 5 კგ

შავი წიწაკა დაფქული-1 ჩაის კოვზი

ტარხუნა-სურვილისამებრ

მომზადება:

პამიდვრები გავჭრათ შუაზე, ხახვი დავჭრათ რგოლებად, დავამატოთ წიწაკა და აურიოთ კარგად.მოვათავსოთ ხორცი ამ მასაში და გავაჩეროთ 3-4 საათი, თევზისათვის საკმარისია 1 საათიც. ეს ბასტურმა შეიძლება შევწვათ სხვადასხვა ბოსტნეულთან ერთად(ბადრიჯანი, ბულგარული წიწაკა, პამიდორი, ყაბაყი).

წვნიანი მწვადი მზა პიკნიკისთვის

ახლა კი რამოდენიმე რჩევა მწვადის მოყვარულებს:

ხორცის დამარილება სასურველია უშუალოდ შეწვის წინ-ასე მწვადი უფრო ნაზი, გემრიელი და წვნიანი გამოვა.

სანელებლები და სუნელები შეიძლება დაამატოთ თქვენი სურვილისამებრ ან თუკი რომელიმეს გემო არ გიზიდავთ, სულაც ამოიღოთ რეცეპტიდან.

გისურვებთ გემრიელ მწვადაობას და სასიამოვნო დასვენებას მეგობრებთან ერთად!

წყარო
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #sheniekimi #shenisofeli #shenisupra #sheniambebi #sheniinterieri #shenihoroskopi #sheniganatleba #accreditationge #shenidasveneba #gochadze

იხილეთ ასევე

  • რომელია უკეთესი – ქათმის თეთრი თუ მუქი ხორცი?
  • იტალიური ტრადიციული კერძიდან ქართულ ნიგვზიან ბადრიჯნამდე!
  • ღვიძლისა და კარტოფილის კატლეტი
  • Პელმენის მოხარშვის ხრიკები
  • 100%ით ვეგანური ბურგერი – საოცარი გემო✨️💫
READ  ხალადეცი- საბჭოთა კულინარიის წიგნების ჰიტი.

შენი ქსელი: შენი ექიმი · შენი ამბები

《შატო ატენი》გთავაზობთ ატენურ ცქრიალა ღვინოს და კოტეჯებს, საოცარი ხედით – შენი სუფრა
მოამზადეთ ცივი ჩაი ხილით
როგორ მოვამზადოთ ყველასთვის საყვარელი “მოჩი”
6 შესანიშნავი მარინადი ქათმისთვის – დაივიწყე მაიონეზი!
ნატურალური გეინერი -როგორ მოვამზადოთ სახლის პირობებში
TAGGED:მარინადიმწვადირეცეპტებიქართული სამზარეულოხორცი
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ელფოსტა ბეჭდვა
Logo on a green background: white rounded-square icon with the text 'ag60' inside, plus white Georgian script beneath the icon.
ავტორიირინა დათაშვილი
მიჰყევით:
მთავარი რედაქტორი — რეცეპტები და ქართული სუფრის ტრადიციები. კულინარიულ თემებზე წერს 2003 წლიდან.
წინა სტატია ცომგამოცლილი აჭარული ხაჭაპური ცომგამოცლილი აჭარული ხაჭაპური
შემდეგი სტატია მოვამზადოთ მუხუდო - ვეგეტარიანელების საყვარელი კერძი მოვამზადოთ მუხუდო – ვეგეტარიანელების საყვარელი კერძი
1 კომენტარი
  • გამოხმაურება: რომელია 3 ყველაზე პოპულარული კერძი საახალწლო სუფრაზე

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ქართული სამზარეულო
  • ქართული ღვინო
  • კახეთი — ღვინის მხარე
  • ფესტივალები
shenidasveneba.ge →
შენი სუფრაშენი სუფრა
გამოგვყევით
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?