შენი სუფრაშენი სუფრაშენი სუფრა
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
Search
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
კითხვა: 5 საახალწლო კერძი
გაზიარება
შეტყობინება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი სუფრაშენი სუფრა
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
Search
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
გაქვთ არსებული ანგარიში? შესვლა
გამოგვყევით
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
რეცეპტი

5 საახალწლო კერძი

5 საახალწლო კერძი
#post_seo_title
მარიამ გოგოლაძე
ავტორი
მარიამ გოგოლაძე
გამოქვეყნებული: სექტემბერი 20, 2025
გაზიარება
გაზიარება

5 საახალწლო კერძი – “წასახემსებელი კერძები სადღესასწაულო სუფრაზე სულაც არაა მთავარი” – ამით ვატყუებთ საკუთარ თავს ყოველ ჯერზე, როცა სტუმრების მისაღებად ვემზადებით. ვფიქრობთ უფრო მნიშნელოვანია მოვიფიქროთ ცხელი კერძი და გარნირი, დესერტის მომზადება უკვე წინა საღამოდან დავიწყოთ, ასევე მთავარია ვიყიდოთ ღვინო…. ამიტომაც წასახემსებელი საშუალებები სიის ბოლოში იკავებენ ადგილს.

საახალწლო წასახემსებელი კერძები მორთულ სუფრაზე

მაგრამ, დაიმახსოვრეთ, რომ მენიუს ეს ნაწილი მნიშვნელოვანია. სუფრა ღარიბულად, ხოლო კერძების სია დაუფიქრებლად გამოიყურება, როცა წასახემსებელი არაა. ყველაზე მარტივი და სწრაფი ვარიანტი ბუტერბროდებია. მაგრამ, თუ სერიოზულად გსურთ თავის დაჭერა, მოამზადეთ ეს კერძები:

ფურშეტის სალათი

ფურშეტის სალათი ქათმით და შამპინიონით ფორმებში

უკვე გადაწყვიტეთ სალათა საახალწლოდ? ხშირად ეს ნამდვილი პრობლემაა. ხორცის, გარნირის და დესერტის შემთხვევაში საქმე მარტივადაა, სალათას კი ჩიხში შევყავართ. მაგრამ ამ რეცეპტის შემხედვარე, ზუსტად გეცოდინებათ რა მოამზადოთ.

ინგრედიენტები

  • 150გ ქათმის ფილე
  • 150 გ სტაფილო კორეულად
  • 300 გ სოკო შამპინიონი
  • 100 გ მაიონეზი
  • 3 ს.კ. მზესუმზირის ზეთი
  • მარილი, პილპილი გემოვნებით

ფურშეტის სალათის ინგრედიენტები - ქათამი, სოკო, სტაფილო

მომზადების ხერხი

  1. შეწვით ფილე. დატოვეთ გასაცივებლად. შემდეგ დაჭერით ხორცი კუბიკებად.
  2. გარეცხეთ შამპინიონები. დაჭერით და შეწვით მზესუმზირის ზეთში.
  3. აურიეთ ყველა ინგრედიენტი. მოკაზმეთ სუნელებითა და მაიონეზით.
  4. სალათი სპეციალურ ფორმებში ჩასვით.

ამ სალათს გამოიყენებთ როგორც ფურშეტისთვის, ისე ერთ თეფშე მოსათავსებლად დიდი სუფრისთვის.

კრაბის ჯოხები შიგთავსით

მზა ფურშეტის სალათი სუფრაზე

ახალი წელი კრაბის სალათის გარეშე დღესასწაული არაა. ამ პოპულარული პროდუქტის მიქსს უამრავ რამესთან აკეთებენ. ყველაფერი გემრიელი და ორიგინალურია. ამჯერად წარმოგიდგენთ არა სალათას, არამედ წასახემსებელ საშუალებას.

ინგრედიენტი

  • 200 გ კრაბის ჯოხები
  • 3–4 კვერცხი
  • 100 გ მაგარი ყველი
  • 3 კბილი ნიორი
  • 1 კამა
  • 100 გ მაიონეზი
  • მარილი პილპილი გემოვნებით

კრაბის ჯოხები შიგთავსით და კვერცხით მორთული

მომზადების ხერხი

  1. მოხარშეთ კვერცხი. გააცალკევეთ გული და ცილა.
  2. დაჭყლიტეთ ნიორი.
  3. დაკეპეთ კამა და  დაჭერით ყველი.
  4. კვერცხის გულის გარდა ყველა ეს ინგრედიენტი აურიეთ. დაამატეთ მაიონეზი, მარილი, პილპილი.
  5. გადმოატრიელეთ კრაბის ჯოხები.  მიღებული მასა შიგთავსად მოათავსეთ, დახურეთ ისე რომ მთლიანად შიგნით დარჩეს.
  6. დაამატეთ მაიონეზი ორივე მხრიდან. მორთეთ კვერცხის გულით.
READ  ყველაზე საყვარელი და სასურველი დესერტი. მშვენიერია, რომ თქვენ არ მოგიწევთ ფირფიტების გამოცხობა!

კერძი ყველას მოეწონება!

შამპინიონები ქათმით

კრაბის ჯოხების რეცეპტის ინგრედიენტები

როგორც კრაბის ჯოხები, სოკოც დიდიხანია რაც სადღესასწაულო მენიუს პოპულარული კერძი გახდა. მისგან აკეთებენ პუდინგებს, რულეტებსა და სალათებს. თუ უფრო მეტ შამპინიონს გამოვიყენებთ, მათი შევსება ხორცის შეგთავსითა და ყველითაც შეიძლება.

ინგრედიენტები

  • 500 გ ქათმის ფილე
  • 60 გ ფეტა
  • 1 ს.კ. ხორბლის ფქვილი
  • 10 დიდი შამპინიონი
  • 100 გ მოცარელა
  • 4 ს.კ. არაჟანი
  • მწვანილი
  • ქ ს.კ. მზესუმზირის ზეთი
  • მარილი, პილპილი გემოვნებით

შამპინიონები ქათმით და ყველით შევსებული

მოზმადების ხერხი

  1. გარეცხეთ სოკო. გააშრეთ ქაღალდის ხელსახოცით. მოაჭერით ფეხები.
  2. აიღეთ გამოსაცხობი ფორმა. ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი. გადაიტანეთ მასზე სოკოს ქუდები.
  3. დაკეპეთ ფილე. შეწვით მზესუმზირის ზეთში.
  4. დაჭერით შამპინიონის ფეხები. ტაფაზე ქათამთან ერთად მოათავსეთ. 5 წუთი წვით.
  5. აურიეთ არაჟანი და ფქვილი. დაამატეთ საკმაზები. დაასხით ტაფაზე ქათამთან ერთად და 10 წუთი წვით. გადმოიღეთ და აცალეთ გაციება.
  6. მიკროტალღური ღუმელი 180 °С-ზე გააცხელეთ.
  7. ფეტა ტაფაზე მოათავსეთ. ყველს ოხრახუში შეურიეთ.
  8. ამ მასით სოკოს ქუდები შეავსეთ. თითოეულ მათგანს დაამატეთ მოცარელა.
  9. ღუმელში 15 წთ გამოაცხვეთ.

მსგავსი წასახემსებელი საშუალება არასდროს დაგრჩებათ მეორე დღისთვის.

თევზის წასახემსებელი

შამპინიონების ქუდები შიგთავსით გამოსაცხობად მზად

სანამ თქვენი ნაცნობები ძვირადღირებულ წითელ თევზს ყიდულობენ, გთავაზობთ წასახემსებელი კერძი სარდინისგან გააკეთოთ.

ინგრედიენტები

  • 250 გ სარდინის კონსერვი
  • 50 გ მწვანე ხახვი
  • 1 სტაფილო
  • 1 მჟავე ვაშლი
  • 1 კონა მწვანილი
  • 3 პომიდორი
  • 100 გ მაიონეზი
  • მარილი, პილპილი გემოვნებით

გამომცხვარი შამპინიონები მოცარელით

მოზმადების ხერხი

  1. დაჭერით სტაფილო. გაასუფთავეთ მჟავე ვაშლი კურკებისგან, გათალეთ და დაჭერით.
  2. თევზის ფილე ძვლებისგან გაანთავისუფლეთ.
  3. დააქუცმაცეთ ხახვი და მწვანილი.
  4. აურიეთ ერთმანეთს ყველა ინგრედიენტი. მორთეთ მარილით, პილპილით და მაიონეზით.
  5. დაჭერით პომიდორი მრგვლად და წვრილად. მოათავსეთ თეფშზე.
  6. პომიდორის ნაჭრებზე მოათავსეთ თევზის მასა.

1 პორციის დაგემოვნების შემდეგ, მეორე აუცილებლად მოგინდებათ.

ქათმის რულეტი ბოსტნეულით

სარდინის წასახემსებელი კერძი პომიდვრით და ხახვით

ასეთი მარტივი წასახემსებელი საშუალება შესაძლოა მენიუს მთავარი კერძი გახდეს, თუ გარკვეულ ცვლილებეს შეიტანთ. სტანდარტული სოკოს მასის მაგივრად გამოიყენეთ ომლეტი ბოსტნეულით.

ინგრედიენტები

  • 400 გ ქათმის ფილე
  • 3 კვერცხი
  • 1 ბულგარული წიწაკა
  • 150 გ სოკო
  • 2 პომიდორი
  • 1 კონა მწვანილი
  • 1 ს.კ. მაიონეზი
  • 2 ს.კ. მზესუმზირის ზეთი
  • მარილი, პილპილი გემოვნებით
READ  რეცეპტი აზერბაიჯანიდან ჩამოვიტანე. ყველა სამზარეულო კარგია, მაგრამ აზერბაიჯანული სამზარეულო ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში.

თევზის კონსერვის კერძის ინგრედიენტები

მოზმადების ხერხი

  1. ქათმის ფილის გასწვრივ გააკეთეთ განაჭერი, მაგრამ არა ბოლომდე. მოამზადეთ. არ დაგავიწყდეთ სუნელების დამატება.
  2. გატეხეთ კვერცხი მაიონეზთან ერთად.
  3. გარეცხეთ და დაჭერით ბულგარული წიწაკა. დააქუცმაცეთ სოკო და პომიდორი. დაჭერით მწვანილი. ბოსტნეული კვერცხის მასაში მოათავსეთ.
  4. შეწვით ომლეტი ზეთში.
  5. მოათავსეთ ომლეტი ფილეზე.
  6. ამოატრიალეთ რულეტი. შეფუთეთ საკვებისთვის განკუთვნილ გამჭვირვალე სახვევში
  7. აადუღეთ წყალი. რულეტი მასში მოათავსეთ და ნელთბილ ცეცხლზე 40 წუთი ხარშეთ.
  8. დასრულების შემდე 1 საათით მაცივარში შედგით. მოხსენით პარკი და მიიტანეთ სუფრაზე.

შეგიძლიათ რულეტი ნაჭრებად დაჭრათ, მორთოთ სალათის ფურცლებით.. მარტივი, გემრიელი, ხელმისაწვდომი – საყვარელი წასახემსებელი საშუალება.

დაე, ყოველ წელს ახალი წელი სხვადასხვანაირი იყოს. არ შეწყვიტოთ სტუმრების გაოცება იდეალური კერძებით. გაუმხილეთ იდეები მეგობრებს.

იხილეთ ასევე

  • ქართული სალათა პომიდორითა და თხილით
  • კავკასიური სამზარეულოს ერთ-ერთი მარტივი კერძის რეცეპტი! სწრაფად მზადდება, უგემრიელესია და ყველა კმაყოფილია!
  • ამ რეცეპტს ოქროს ფასი აქვს. პომიდორი “პოლონურად” ყველას უყვარს ჩემს ოჯახში.
  • გამომცხვარი ლავაშით მომზადებული სამი საუკეთესო კერძი
Contents
  • ფურშეტის სალათი
  • კრაბის ჯოხები შიგთავსით
  • შამპინიონები ქათმით
  • თევზის წასახემსებელი
  • ქათმის რულეტი ბოსტნეულით
    • იხილეთ ასევე
FacebookTwitter

შენი ქსელი: შენი ექიმი · შენი ამბები

სტაფილოს ჯანსაღი ხემსი shenisupra.ge -სგან
მარინადი ღორის ხორცისთვის
ბებიამ მომცა ეს რეცეპტი. ის ამბობს, რომ გერმანიაში მხოლოდ ასეთ გემრიელობას აცხობდნენ!
თუ კვერცხს ენდროთი ღებავთ, ეს რჩევები უნდა გაითვალისწინოთ ✨️
პურის არომატული ალტერნატივა. განსაკუთრებით გემრიელია არაჟანთან ერთად.
TAGGED:კერძებირეცეპტისაახალწლო კერძებისალათიწასახემსებელი
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ელფოსტა ბეჭდვა
ავტორიმარიამ გოგოლაძე
ჟურნალისტი — რესტორნები და კულინარიული სიახლეები. აშუქებს რესტორნებს, შეფ-მზარეულებს, კვების ინდუსტრიის ამბებსა და ტენდენციებს.
წინა სტატია გამორჩეული ქართული ღვინო - საფერავი გამორჩეული ქართული ღვინო – საფერავი
შემდეგი სტატია უნიკალური თუშური გუდის ყველი უნიკალური თუშური გუდის ყველი

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ქართული სამზარეულო
  • ქართული ღვინო
  • კახეთი — ღვინის მხარე
  • ფესტივალები
shenidasveneba.ge →
შენი სუფრაშენი სუფრა
გამოგვყევით
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?