შენი სუფრაშენი სუფრაშენი სუფრა
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
Search
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
კითხვა: უნიკალური თუშური გუდის ყველი
გაზიარება
შეტყობინება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი სუფრაშენი სუფრა
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
Search
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
გაქვთ არსებული ანგარიში? შესვლა
გამოგვყევით
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
სიახლეებიქართული სამზარეულოჯანსაღი კვება

უნიკალური თუშური გუდის ყველი

უნიკალური თუშური გუდის ყველი
ანა ჭელიძე
ავტორი
ანა ჭელიძე
გამოქვეყნებული: სექტემბერი 20, 2025
გაზიარება
გაზიარება

გუდის ყველი საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაშია შეტანილი. ის თავისი უნიკალური გემოთი და დამზადების უძველესი ტექნოლოგიით ქართულ ყველეულში ერთ-ერთი გამორჩეულია. გუდის ყველი უხსოვარი დროიდან საქართველოს მთიანეთში – თუშეთში კეთდება.

„თუშური გუდის“ წარმოება

„თუშური გუდა“ ცხვრის, ძროხისა და ცხვრის შერეული, ნედლი, მოუხდელი რძისგან დამზადებული ყველია, რომელიც ცხვრის ტყავის გუდაში მწიფდება. 

თუშები მეყველეს „კოდის დედას“ ან „სარქალას“ ეძახიან. გუდის ყველი კი მხოლოდ ზაფხულში მზადდება, მას შემდეგ, რაც ცხვარში „დოლი“ – ბატკნების მოგება დასრულდება. 

- Advertisement -
Brand logo: maroon rounded-square emblem with stylized stacked glyphs on the left, followed by bold Georgian script text on the right.Brand logo: maroon rounded-square emblem with stylized stacked glyphs on the left, followed by bold Georgian script text on the right.

ცხვრის ცხიმმოუხდელ რძეს სპეციალურ ბადეში ფილტრავენ, რომელშიც სამკურნალო ბალახებია ჩაფენილი. შემდეგ შემადედებელ კვეთს უმატებენ და ნაბადს აფარებენ, რათა სითბო შეინარჩუნოს. 1 საათში ამოურევენ, შედედებულ მასას დაშლიან და ისევ ნაბდით შეფუთავენ. ნახევარი საათის შემდეგ ჭურჭლიდან შრატს ამოწურავენ, ჯერ კიდევ რბილ ყველს დაჭრიან და კარგად გამოსაწურად სპეციალურ ტილოს ტომარაში გამოკრავენ. 2 საათის გასვლის შემდეგ  ყველი უკვე გუდაში გადააქვთ. 

გუდაში 4-5 თავ ყველს ჩადებენ, მათ შორის ფენებად ჩაყრიან მარილს, თავს მოუკრავენ, საყველე ოთახში გაიტანენ და 2 დღე ისევ ნაბადს დააფარებენ. მარილი რომ თანაბრად გაუჯდეს, რამდენიმე დღის განმავლობაში ყველს დღეში რამდენჯერმე აბრუნებენ და ფორმას უცვლიან. ყველი გუდაში 60 დღის განმავლობაში მწიფდება.

გუდის მომზადება ყველისთვის

კარგი ყველის მისაღებად მნიშვნელოვანია გუდის სწორად გამოყვანა. დაკლული ცხვარი ოსტატმა ისე უნდა გაატყავოს, რომ მას გუდის ფორმა შეუნარჩუნოს. ასე გატყავებას თუშები ოთხში ამოღებას – ცხვრის ფეხებიანად გატყავებას ეძახიან. ამის შემდეგ ტყავს ამარილებენ, კეცავენ და სამი დღით ინახავენ, გაშლიან და „სართხამზე“ – ორკაპა ჯოხზე გადაჭიმავენ. 

კვირის თავზე მზეზე გამომშრალ ტყავს წყალში ჩაალბობენ, გაწურავენ და ბეწვს დაახლოებით ერთ სმ-ზე დაუტოვებენ, კისრის ადგილს კანაფის ძაფით შეკრავენ, ჭიპლარის ადგილს – ხარატულს, არყის ხის კოჭაკს გამოაკრავენ და ტყავს ისე აბრუნებენ, რომ ბეწვი შიგნიდან მოექცეს. წყალი რომ  არ გაუვიდეს, პოლოჭიკებზე – ტყავის გახეულ ადგილებზე ხის მრგვალ ნაჭერს ამაგრებენ და კიდევ ერთხელ კარგად რეცხავენ. ამის შემდეგ გუდა მზადაა ყველის თავების ჩასალაგებლად. 

- Advertisement -
Blue background with a white rounded-square logo containing mirrored letters, and Georgian text below.Blue background with a white rounded-square logo containing mirrored letters, and Georgian text below.

თუშური გუდა მთის არაყსა და „დედას პურთან“ საუკეთესო მისაყოლებლად მიიჩნევა.

READ  ბლინები რძით - რეცეპტი, რომელიც ოჯახს აღფრთოვანებას მოუტანს

 

 

წყარო

იხილეთ ასევე

  • რას გულისხმობს სახელწოდება ,,პროდუქტი ფერმიდან”
  • ყველაფერი რაც თაფლის შესახებ უნდა იცოდეთ
  • ჟოლოს სასარგებლო თვისებები
  • ორცხობილა სწორი კვებისთვის

შენი ქსელი: შენი ექიმი · შენი ამბები

7 საკვები წონაში მომატებისთვის
სარმა ქობულეთურად
ლეგენდარული ტკბილეული აღმოსავლური ინგრედიენტებით! უარის თქმა გაგიძნელდებათ!
ეფექტური, ორიგინალური, გემრიელი დესერტი! ვკარგავ მინიმალურ დროს და მთელი საღამო ვისმენ კომპლიმენტებს!
ექსკლუზიური ინტერვიუ food ბლოგერ თამთა სიხარულიძე-ლიპირიდი✨️ Tata’s Culinary-სთან
TAGGED:ტრადიციული პროდუქტებიქართული სამზარეულოყველიშენი სუფრაჯანსაღი კვება
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ელფოსტა ბეჭდვა
ავტორიანა ჭელიძე
ჟურნალისტი — ღვინო, სასმელები და სამზარეულოს დიზაინი. წერს ქართულ ღვინოზე, ყავასა და ჩაიზე, სამზარეულოს ხელსაწყოებსა და აქსესუარებზე.
წინა სტატია 5 საახალწლო კერძი 5 საახალწლო კერძი
შემდეგი სტატია გამოიყურება სადღესასწაულოდ და ისეთი გემრიელია, პირში დნება. გამოიყურება სადღესასწაულოდ და ისეთი გემრიელია, პირში დნება.
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ქართული სამზარეულო
  • ქართული ღვინო
  • კახეთი — ღვინის მხარე
  • ფესტივალები
shenidasveneba.ge →
შენი სუფრაშენი სუფრა
გამოგვყევით
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?