შენი სუფრაშენი სუფრაშენი სუფრა
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
Search
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
კითხვა: გამომცხვარი ლავაშით მომზადებული სამი საუკეთესო კერძი
გაზიარება
შეტყობინება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი სუფრაშენი სუფრა
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
Search
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
გაქვთ არსებული ანგარიში? შესვლა
გამოგვყევით
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
რეცეპტი

გამომცხვარი ლავაშით მომზადებული სამი საუკეთესო კერძი

გამომცხვარი ლავაშით მომზადებული სამი საუკეთესო კერძი
#post_seo_title
მარიამ გოგოლაძე
ავტორი
მარიამ გოგოლაძე
გამოქვეყნებული: დეკემბერი 2, 2025
გაზიარება
გაზიარება

სახლში მომზადებული გამომცხვარი კერძები ყველაზე უფერულ დღესაც კი ხალისს სძენს. თუმცა თვითონ ცხობის პროცესი, საფუარიან ცომთან ურთიერთობა ბევრს ეზარება. ასეთ დროს თხელი სომხური ლავაშით შეგიძლიათ ჩანაცვლება 

ლავაშით ჩანაცვლება ცომის სწორედ რომ მისწრებაა. მისგან ჩიფსებსა და ნაპოლეონსაც კი ამზადებენ.

ლავაშით მომზადებული გამომცხვარი კერძები

გამომცხვარი სომხური ლავაში სამზარეულოს მაგიდაზე

სოკოსა და ყველის ღვეზელი

ეს არის ბერძნული სპანაკოპიტას მსგავსი ღვეზელი, რომელიც უთხელესი ცომის -ფილოსგან მზადდება. ჩვენი ვარიანტი გაცილებით იოლია.

ინგრედიენტები

  • 3 ცალი ლავაში
  • ნახევარი კგ სოკო
  • ერთი თავი ხახვი
  • 200 გ მაგარი ყველი
  • 150 მლ კეფირი
  • ორი ცალი კვერცხი
  • ზეთი საჭიროების მიხედვით
  • მარილი და შავი დაფქული პილპლი გემოვნებით

მომზადება

  1. ხახვი დაჭერი წვრილად და მოშუშე ზეთში ნახევრად. დაამატე დაჭრილი სოკო და შუშე 15 წუთი, სანამ სითხე არ ამოორთქლდება. მოაყარე მარილი და პილპილი.

სოკოსა და ყველის ღვეზელი ლავაშით საცხობ ფორმაზე

  1. ლავაშის ერთი ფურცელი გაშალე. მასზე მოათავსე სოკოს მესამედი და ასევე გახეხილი ყველის მესამედი. გადაახვიე არამჭიდრო რულეტის სახით.
  2. ცალკე ათქვიფე კვერცხი და კეფირი კარგად.
  3. სამივე ლავაშის რულეტი მოათავსე საცხობ ფორმაზე სპირალისებურად და მოასხი კეფირისა და კვერცხის ნარევი. შედგი 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში ნახევარი საათით.

ლავაშის რულეტი სოკოთი და ყველით გაშლილი

ტაფაზე მომზადებული ლავაშის პიცა

ეს რეცეპტი ნამდვილი აღმოჩენაა მათთვის, ვინც დროის ფასი იცის. სულ რაღაც ნახევარ საათში მთელი ოჯახის სამყოფი პიცა მზად იქნება!

ინგრედიენტები

  • ორი ცალი სომხური ლავაში
  • ორი ცალი დამარინადებული კიტრი
  • 3 კბილი ნიორი
  • 3 ს. კ. ცხიმიანი არაჟანი
  • ათი ნაჭერი სალიამი
  • ერთი ცალი ბულგარული წიწაკა
  • ორი ცალი პომიდორი
  • ორასი გ მოცარელა
  • ზეთი საჭიროების მიხედვით
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

  1. თუ მრგვალი ლავაში არ გაქვს, ამოჭერი ორი ბრტყელი ლავაშისგან ორი წრე.
  2. ტაფა გააცხელე , დაასხი ცოტა ზეთი და ერთი ლავაში მოათავსე მასზე.
  3. ამ ლავაშს მოაყარე ნახევარი გახეხილი ყველი. მოათავსე ზემოდან მეორე ლავაშის ფურცელი, წაუსვი სოუსი და გადაანაწილე ყველა დაჭრილი ინგრედიენტი. ზემოდან მოაყარე დარჩენილი გახეხილი ყველი.
  4. ტაფას დაახურე თავზე და გამოაცხე საშუალო ცეცხლზე 20 წუთის განმავლობაში.
READ  ბოსტნეულის სალათის რეცეპტი, ზამთრისთვის შესანახად მოინიშნეთ რეცეპტი

ლავაშის პიცა ტაფაზე მოცარელასა და ბოსტნეულით

ლავაშისგან მომზადებული ვაშლის შტრუდელი

სომხური ლავაშისგან არა მხოლოდ ნოყიერი კერძები მზადდება, არამედ გემრიელი დესერტებიც. ერთ-ერთი ასეთია ვაშლის შტრუდელი.

ინგრედიენტები

  • 3-4 ცალი ტკბილ-მჟავე ვაშლი
  • 50 გ შავი ქლიავი
  • 5 ს. კ. ყავისფერი შაქარი
  • ერთი ს. კ. ლიმონის წვენი
  • ნახევარი ჩ. კ. დარიჩინი
  • 40 გ კარაქი
  • 50 გ ქიშმიში
  • ერთი ჩ. კ. ლიმონის ცედრა
  • 50 გ მოხლილი თხილი
  • 200 მლ სქელი არაჟანი
  • ორი ცალი კვერცხი
  • ორი გ ვანილი
  • ორი ცალი ლავაში

მომზადება

ვაშლის შტრუდელი ლავაშისგან ოქროსფერი გამომცხვარი

  1. ვაშლი დაჭერი და შეწვი კარაქში ნახევრად. მოაპკურე ლიმონის წვენი. დაამატე ქლიავი, შაქარი, თხილი და დარიჩინი. შუშე 5 წუთი და გადმოდგი ცეცხლიდან. დაამატე ქიშმიში, ლიმონის ცედრა და კარგად აურიე. შიგთავსი მზად არის!
  2. კვერცხი ათქვიფე არაჟანთან და ვანილთან ერთად. წაუსვი ერთ-ერთ ლავაშს. დაადე ზემოდან მეორე და მასაც წაუსვი არაჟნის ნარევი. მოათავსე შიგთავსის ნაწილი და დაიწყე რულეტივით გადახვევა, თან ამატე შიგთავსი.
  3. გადაიტანე შტრუდელი საცხობ ფორმაზე, წაუსვი დარჩენილი არაჟნის მასა და გამოაცხე წინასწარ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში ნახევარი საათის მანძილზე. ზედაპირი ოქროსფერი უნდა გახდეს.

ლავაშის შტრუდელის ნაჭერი ვაშლისა და ქიშმიშით

სცადეთ შემოთავაზებული რეცეპტებიდან თუნდაც ერთის მიხედვით მომზადება და ნახავთ, ცომთან დაკავშირებულ რამდენ დავიდარაბას აირიდებთ თავიდან.

გაუზიარეთ ეს გემრიელი და მოსახერხებელი რეცეპტები თქვენს მეგობრებსაც!

#drpkhakadze #pitskhelauri

#აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

იხილეთ ასევე

  • Ხაჭოს ღვეზელი, ალუბლითა და ნიგვზით
  • დარჩენილი ლავაშის გადაგდებას ნუ იჩქარებთ! ასეთი აჩმა განსაკუთრებით ყველის გემოს მოყვარულებს მოეწონებათ!
  • დიეტური ხაჭოს კვერები
  • სალათი “ჩერკასი”-ხშირად ვამზადებ და უკვე ზეპირად ვიცი, ჩანიშნულიც კი არ მაქვს რეცეპტების წიგნში!
  • განსხვავებული გემოს ტოპ-5 რეცეპტი წვეულებების და არდადეგების დროს!

შენი ქსელი: შენი ექიმი · შენი ამბები

Contents
  • სახლში მომზადებული გამომცხვარი კერძები ყველაზე უფერულ დღესაც კი ხალისს სძენს. თუმცა თვითონ ცხობის პროცესი, საფუარიან ცომთან ურთიერთობა ბევრს ეზარება. ასეთ დროს თხელი სომხური ლავაშით შეგიძლიათ ჩანაცვლება 
    • იხილეთ ასევე
READ  დაიწყეთ დღე გემრიელი და ნოყიერი საუზმით!
მოამზადეთ ცივი ჩაი ხილით
სალათი “პატარძალი” – რეცეპტი
ნამცხვარი “ყარაყუმი”.
ორთქლზე მომზადებული თაფლაკვერები
ჯემი, შედედებული რძე ან მოხარშული კრემი – შესანიშნავად შეავსებს დესერტს. რატომ უნდა გადაახვიოთ ჯერ კიდევ ცხელი რულეტი!
TAGGED:დესერტიმარტივი რეცეპტებიპიცარეცეპტიღვეზელი
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ელფოსტა ბეჭდვა
ავტორიმარიამ გოგოლაძე
ჟურნალისტი — რესტორნები და კულინარიული სიახლეები. აშუქებს რესტორნებს, შეფ-მზარეულებს, კვების ინდუსტრიის ამბებსა და ტენდენციებს.
წინა სტატია ორსართულიანი საწოლი მერხით - კრეატიული იდეა ბავშვის ოთახისთვის ორსართულიანი საწოლი მერხით – კრეატიული იდეა ბავშვის ოთახისთვის
შემდეგი სტატია დიეტური და არომატული შეჭამანდი, რომელიც დადებითად მოქმედებს თქვენს განწყობაზეც. დიეტური და არომატული შეჭამანდი, რომელიც დადებითად მოქმედებს თქვენს განწყობაზეც.

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ქართული სამზარეულო
  • ქართული ღვინო
  • კახეთი — ღვინის მხარე
  • ფესტივალები
shenidasveneba.ge →
შენი სუფრაშენი სუფრა
გამოგვყევით
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?