3 ინგრედიენტი, 30 წუთი და უგემრიელესი ჩიზქეიქი, რომელიც პირში მოხვედრისთანავე დნება!

0
97
#post_seo_title

ეს დესერტი, რომელიც სწრაფად და მარტივად მზადდება, ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენაა. როგორც წესი, ჩვეულებრივი ჩიზქეიქის მოსამზადებლად ბევრი სხვადასხვა ინგრედიენტი გვჭირდება, თანაც საკმაოდ დიდი რაოდენობით. დღევანდელ სტატიაში წარმოდგენილი მარტივი რეცეპტი მხოლოდ 3 უბრალო კომპონენტისგან შედგება. ასე მომზადებული ჩიზქეიქი ძალიან ჰაეროვანი, მოცულობითი და არომატული გამოდის, რომელიც პირში მოხვედრისთანავე დნება. თავად ცადეთ და პირობას გაძლევთ, ამ დესერტს კიდევ არაერთხელ მოამზადებთ.

უგემრიელესი ჩიზქეიქი სწრაფად და მარტივად

ინგრედიენტები:

3 კვერცხი

120 გრამი თეთრი შოკოლადი

120 გრამი მდნარი ყველი

მომზადება:

კვერცხი მოათავსეთ მაცივარში, რათა კარგად გაცივდეს. განაცალკევეთ გული ცილისგან.

 

3 ინგრედიენტი, 30 წუთი და უგემრიელესი ჩიზქეიქი, რომელიც პირში მოხვედრისთანავე დნება! | შენი სუფრა

გააცხელეთ ღუმელი 170 გრადუსამდე.

 

3 ინგრედიენტი, 30 წუთი და უგემრიელესი ჩიზქეიქი, რომელიც პირში მოხვედრისთანავე დნება! | შენი სუფრა

წყლის აბაზანაზე გაადნეთ შოკოლადი.

 

3 ინგრედიენტი, 30 წუთი და უგემრიელესი ჩიზქეიქი, რომელიც პირში მოხვედრისთანავე დნება! | შენი სუფრა

ურიეთ თეთრ შოკოლადს მუდმივად სრულ გადნობამდე.

 

3 ინგრედიენტი, 30 წუთი და უგემრიელესი ჩიზქეიქი, რომელიც პირში მოხვედრისთანავე დნება! | შენი სუფრა

ჩაამატეთ მასში მდნარი ყველი.

 

3 ინგრედიენტი, 30 წუთი და უგემრიელესი ჩიზქეიქი, რომელიც პირში მოხვედრისთანავე დნება! | შენი სუფრა

შოკოლადისა და მდნარი ყველის ნარევში დაამატეთ კვერცხის გულები.

 

3 ინგრედიენტი, 30 წუთი და უგემრიელესი ჩიზქეიქი, რომელიც პირში მოხვედრისთანავე დნება! | შენი სუფრა

ცალკე ჭურჭელში კარგად ათქვიფეთ ცილა და მიღებული ქაფისებრი მასა ჩაამატეთ ნარევში.

 

3 ინგრედიენტი, 30 წუთი და უგემრიელესი ჩიზქეიქი, რომელიც პირში მოხვედრისთანავე დნება! | შენი სუფრა

კარგად გადაურიეთ და მიღებული მასა მოათავსეთ საცხობ ფორმაში, რომელსაც წაუსვავთ მცენარეულ ზეთს.

 

3 ინგრედიენტი, 30 წუთი და უგემრიელესი ჩიზქეიქი, რომელიც პირში მოხვედრისთანავე დნება! | შენი სუფრა

ჩიზქეიქი უფრო მოცულობითი რომ გამოვიდეს, საცხობი ფორმის გარშემო მოასხით დაახლოებით ნახევარი ჭიქა ცხელი წყალი და შემდეგ შედგით ღუმელში გამოსაცხობად. მაღალ ტემპერატურაზე, გამოცხობის პროცესში წყალი დაიწყებს აორთქლებას და შექმნის ტენიან გარემოს, რის შედეგადაც ჩიზქეიქი კიდევ უფრო ჰაეროვანი და მოცულობითი გამოვა.

 

3 ინგრედიენტი, 30 წუთი და უგემრიელესი ჩიზქეიქი, რომელიც პირში მოხვედრისთანავე დნება! | შენი სუფრა

170 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში შედგით დესერტი გამოსაცხობად დაახლოებით 30 წუთით. როდესაც ღუმელს გამორთავთ, დატოვეთ მასში ჩიზქეიქი კიდევ 15 წუთით.

 

3 ინგრედიენტი, 30 წუთი და უგემრიელესი ჩიზქეიქი, რომელიც პირში მოხვედრისთანავე დნება! | შენი სუფრა

მოაყარეთ მას ზემოდან მცირეოდენი შაქრის პუდრი. რეკომენდებულია 1 ღამით დესერტის დატოვება მაცივარში, რათა მისი კონსისტენცია ოდნავ გამკვირვდეს. გემრიელად მიირთვით!

 

3 ინგრედიენტი, 30 წუთი და უგემრიელესი ჩიზქეიქი, რომელიც პირში მოხვედრისთანავე დნება! | შენი სუფრა

ეს უგემრიელესი ჩიზქეიქი პირში მოხვედრისთანავე დნება. აუცილებლად სცადეთ ამ მარტივი რეცეპტითა და ინსტრუქციით ძალიან გემრიელი დესერტის მომზადება და პირობას გაძლევთ, მიღებული შედეგით კმაყოფილი დარჩებით. აუცილებლად გაუზიარეთ რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ