შაბათი, აპრილი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგივიტამინების ნაკლოვანებით გამოწვეული ჭარბი წონა

ვიტამინების ნაკლოვანებით გამოწვეული ჭარბი წონა

ნუტრიენტების ნაკლებობასა და ჭარბ წონას, ერთი შეხედვით, ერთმანეთთან არაფერი აკავშირებს, მაგრამ ეს ასე არ არის.

ხშირად ჭარბი წონა არა მარტო ჭარბი კალორიების მიღებაზე, არამედ ვიტამინებისა და მინერალების შესაძლო დეფიციტზე ან/და ჰორმონალურ დისბალანსზე მიუთითებს.

გარკვეული ვიტამინების, მინერალებისა და ჰორმონების დეფიციტი იწვევს მეტაბოლურ დარღვევებს, რაც გავლენას ახდენს სხეულის ბუნებრივ უნარზე მართოს წონა.

არსებობს სიმსუქნის შენთხვევაში საკვები ნივთიერებების დეფიციტის თეორია, რისი მიხედვითაც საკვები ნივთიერებების დეფიციტი ხელს უწყობს წონის მატებას, რადგან სხეული გკარნახობთ, რომ გააგრძელოთ ჭამა, სანამ თქვენი ორგანიზმის მოთხოვნილება მიკრონუტრიენტებზე სრულად არ დაკმაყოფილდება და ეს ხდება მაშინაც კი, თუ თქვენ მოიხმართ ძალიან ბევრ კალორიას. ამ თეორიის თანახმად, კვების კორექტირება დაგეხმარებათ წონაში დაკლებაში, მაგრამ არსებობს მრავალი სირთულე (მაგალითად, დეფიციტი შეიძლება გამოწვეული იყოს მალაბსორბციით და არა დიეტური დეფიციტით).

ჭარბ წონასა და საკვებ ნივთიერებების დეფიციტს შორის კავშირის შესწავლისას მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ სხვადასხვა ხარისხის სიმსუქნის მქონე ადამიანებს აქვთ შემდეგი საკვები ნივთიერებების დეფიციტი: ვიტამინები A, D, B1, B12, ფოლიუმის მჟავა, მაგნიუმის მინერალები, რკინა, თუთია, სპილენძი.

D ვიტამინის დეფიციტი

 

ჭარბწონიან ადამიანებში D ვიტამინის დეფიციტი 35%-ით მეტია, ვიდრე ნორმალური წონის ადამიანებში. ეს საშიშია, რადგან D ვიტამინის დეფიციტი არის გულის დაავადების, ძვლის მასის კარგვის, გლუკოზის მეტაბოლიზმის დარღვევის, მეტაბოლური სინდრომის, დიაბეტის და სიმსუქნესთან დაკავშირებული ყველა სხვა სახის ქრონიკული დაავადების რისკის ფაქტორი.

B ვიტამინებისა და რკინის დეფიციტი

 

ჭარბწონიან ადამიანებს ასევე ხშირად აქვთ B ვიტამინების (B1, B12, ფოლიუმის მჟავა) და რკინის დეფიციტი.

 

კვლევებით არ დადგინდა ვიტამინი B-სა და რკინის დეფიციტის გამო წონის მატებას პირდაპირი მექანიზმის არსებობა. თუმცა, მეცნიერები თვკუან, რომ წონის მატება შეიძლება ირიბად გამოწვეული იყოს ანემიით.

ვიტამინების ნაკლოვანებით გამოწვეული ჭარბი წონა | შენი სუფრა

მაგნიუმის დეფიციტი

 

მეცნიერებმა დაადგინეს პირდაპირი კავშირი მაგნიუმის დეფიციტსა და ჭარბ წონას შორის. 7 წლიანი კვლევით, რომელშიც მონაწილეობდა სხვადასხვა წონის 18000 ზრდასრული ადამიანი, დაადგინა, რომ რაც უფრო ჭარბი წონა აქცს ადამიანს, მით მეტი მაგნიუმის დეფიციტი აქვს.

READ  „არც ერთი ვაქცინა არ მუშაობს ახალი შტამების წინააღმდეგ. მილიარდებია ჩაყრილი“- გიორგი ფხაკაძე

სპილენძისა და თუთიის დეფიციტი

 

კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ სპილენძი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცხიმის მეტაბოლიზმში. ამ მიკროელემენტის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმში ცხიმის დაგროვება და წონის მომატება.

 

უნდა გვახსოვდეს, რომ დიეტაში გარკვეული ვიტამინების ან მინერალების უბრალოდ დამატება არ არის ჭარბი წონის პრობლემის გადაწყვეტა და შესაძლოა, ზოგ შემთხვევაში, პრობლემა გაუარესდეს კიდეც. ვინაიდან ჭარბი წონის პრობლემა კომპლექსურია, აუცილებელია წინასწარი გამოკვლევა და ექიმთან კონსულტაცია.

წყარო 

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები