ორშაბათი, ნოემბერი 25, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიმალახტო, იახნი, ჩირბული - გაგაცნობთ ძველ ქართულ კერძებს, რომლის შესახებაც აქამდე არაფერი...

მალახტო, იახნი, ჩირბული – გაგაცნობთ ძველ ქართულ კერძებს, რომლის შესახებაც აქამდე არაფერი გსმენიათ

ქართული სამზარეულო რომ უნიკალურია, ამას უკვე მსოფლიო გასტრონომიაც აღიარებს. ჩვენი სამზარეულო მდიდარია ტრადიციული ქართული კერძებისა და სასმელების ერთობლიობით, რომლებიც ჩამოყალიბდა საუკუნეების განმავლობაში. მრავალფეროვანი და მდიდარი განსხვავებაა რეგიონულ სამზარეულოებს შორის. აღმოსავლეთ საქართველოში ხორცის, ღვინის, პურეულისა და ცხოველური ცხიმების სიჭარბე შეინიშნება, დასავლეთ საქართველოს სამზარეულო კი ნიგვზითა და წიწაკით შეზავებული საწებლების, მხალეულის და რძის პროდუქტების კერძებით გამოირჩევა.

ქათული სუფრა ბევრის მთქმელია ჩვენს ისტორიაზე, ჩვენს ხალხსა და მათ ევროპულ გემოვნებაზე, თუმცა, სამწუხაროდ, ბევრი ქართული ტრადიციული კერძი დავიწყებას მიეცა და ახალგაზრდა თაობამ არაფერი იცის მის შესახებ, არადა ეს კერძები ნამდვილი გასტრონომიული სასწაული გახლავთ. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მივიწყებული კერძების მხრივ სტატისტიკურად აჭარა იკავებს პირველ ადგილს და სწორედ ძველი აჭარული კერძების რეცეპტებს გთავაზობთ:

მალახტოჭყინტი ლობიო ისრიმის წვენში

ტრადიციულად მალახტოს აჭარაში ისრიმის წვენით მომზადებულ ჭყინტ ლობიოს უწოდებენ. მომჟავო ისრიმის წვენი ლობიოს პიკანტურ გემოს აძლევს. მალახტო ლობიოს ცივად მიირთმევენ. ძალიან უხდება ცხელი მჭადი.

მწვანე ლობიოს ხარშავენ და შემდეგ გატარებულ ან დაბლენდერებულ ნიგოზს, სანელებლებსა და ისრიმის წვენს ამატებენ. ისრიმი მკვახზე ყურძნის წვენისგან დამზადებული საწებელია.

იახნი

იახნი მდიდრულ კერძად მიიჩნევა, ტრადიციულად ქობულეთში ამზადებენ საუკეთესოდ. ეს ხბოს ხორცისგან მომზადებული სადღესასწაულო ცხელი კერძია ნიგვზითა და სანელებლებით.

იახნის მომზადებისას ინგრედიენტების რაოდენობა და დოზები მზარეულის გემოვნებასა და ფანტაზიაზეა დამოკიდებული. კარგად არის თუ არა კერძი მომზადებული, იგრძნობა ფერზე, წვენის სისქესა და გემოზე.

იახნი ძალიან სწრაფად ცივდება და სუფრასთან ერთხელ მიტანილი შეიძლება ხშირად შეცხელდეს.

კერძი განსაკუთრებით გემრიელია მეორე დღეს, გაცხელებული, როცა სანელებლები კარგადაა შერეული წვენს და განსაკუთრებულ არომატს აძლევს მას.

ქაფშიატაღანერი

ეს ძველი ლაზური კერძია. წვრილად დაჭრილ ქაფშიას მწვანილებით ამზადებენ და კატლეტივით წვავენ.

300-400 გრამ დამარილებულ ქაფშიას აცლიან ძვლებს და წვრილად ჭრიან, ამატებენ ასევე წვრილად დაჭრილ 1 კგ. ხახვს, თითო კონა წითელი ჭარხლის ფოთოლს, ქინძს, პრასს, ოხრახუშს, რეჰანს, 4-5 კბილ ნიორს, 2 ცალ კარტოფილს, 4-5 ბულგარულ წიწაკას, 4-5 პომიდორს, 1 ჭიქა მჭადის ფქვილს და სანელებლებს გემოვნებით. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტი ერთად იზილება კარგად ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და იწვება ზეთში კატლეტივით.

ნიგვზიანი გოგრა

ნიგვზიანი გოგრაც ლაზური დესერტია. გოგრის, ტკბილი სიროფის და ნიგვზის ნაზავი რბილ და სასიამოვნო გემოს ქმნის. დესერტი განსაკუთრებით უხდება უშაქრო ჩაისა და ყავას.

ნახევარ კილოგრამ თეთრ, მშრალ გოგრას აცლიან კანს, ჭრიან მომცრო, თანაბარ ოთხკუთხედებად. როცა ცოტათი დააკლდება მოხარშვა, წურავენ. გადააქვთ ფართო ჭურჭელში და ასხამენ მდუღარე, ნიგვზიან სიროფს. ნიგვზიანი სიროფი ცალკე მზადდება: 300 გრამ გატარებულ ნიგოზს აყრიან ჭიქა შაქარს, ასხამენ ჭიქაზე ნაკლებ წყალს და ადუღებენ.

ჩირბული

ჩირბული აჭარული ცხელი კერძია კვერცხით, ნიგვზითა და სანელებლებით. ხმელი ქინძი, ზაფრანა, ოხრახუში, ნიორი, ერბო, ხახვი, პომიდორი, კვერცხი და ნიგოზი – ეს არის ინგრედიენტები, რითაც ჩირბულს ამზადებენ.

კანგაცლილ პომიდორს ამატებენ წვრილად  დაჭრილ და ერბოში მოშუშულ ხახვს.

შუშავენ ერთად ოდნავ შესქელებამდე, ამატებენ წვრილად დაჭრილ ან დაჭყლეტილ ნიორს, გატარებულ ნიგოზს, სანელებლებს, მარილს, პილპილს და ურევენ. კარგად ათუხთუხებულ მასას ამატებენ მთელ-მთელ კვერცხებს. თავდახურულ ჭურჭელში კვერცხი წვენში კარგად უნდა მოიხარშოს. ბოლოს ამატებენ ზაფრანას, რეჰანს და ოხრახუშს. მიირთმევენ ცხლად. ჩირბული განსაკუთრებით უყვართ ბავშვებს, თუმცა დიდებიც არ ამბობენ უარს ამ სწრაფად მოსამზადებელ, ყოველდღიურ კერძზე.

ყაისაფა

ყაისაფა ტრადიციული აჭარული ნუგბარია. თუ ყავასთან ერთად ამ დესერტით გიმასპინძლდებიან აჭარაში, დიდი პატივია. ყაისაფა დელიკატესია. ამზადებენ ქლიავის ჩირით, დამბალი და შერბილებული ხილის ტყლაპით, კარაქითა და ნიგვზით.

ყაისაფა საკმაოდ მსუყე დესერტია და რეკომენდებულია სადილსა და საუზმეს შორის მირთმევა ცხელი ჩაის ან ყავის თანხლებით.

 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
16 საუკეთესო აქტივობა მალიორკაზე, ესპანეთში

16 საუკეთესო აქტივობა მალიორკაზე, ესპანეთში

23 November, 2024
პედიატრიული პაციენტის საექთნო მართვა – სახელმძღვანელო განკუთვნილია პროფესიული და საბაკალავრო პროგრამის ექთნებისათვის

პედიატრიული პაციენტის საექთნო მართვა – სახელმძღვანელო განკუთვნილია პროფესიული და საბაკალავრო პროგრამის ექთნებისათვის

ნოემბერი 23, 2024
დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება

დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება

22 ნოემბერი 2024
საახალწლო თემატიკის ნივთები ინტერიერის სადღესასწაულოდ გასაფორმებლად

საახალწლო თემატიკის ნივთები ინტერიერის სადღესასწაულოდ გასაფორმებლად

ნოემბერი 24, 2024
როცა ღორი უხალისოდ ჭამს – რას უნდა მიაქციოთ ყურადღება

როცა ღორი უხალისოდ ჭამს – რას უნდა მიაქციოთ ყურადღება

ნოემბერი 22, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
მიცუ ციხე-სოფელი – ის ხევსურეთის საიმედო მცველი იყო

მიცუ ციხე-სოფელი – ის ხევსურეთის საიმედო მცველი იყო

ნოემბერი 22, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რა ჩავიცვათ ახალი წლის ყველაზე ჯადოსნურ ღამეს

რა ჩავიცვათ ახალი წლის ყველაზე ჯადოსნურ ღამეს

ნოემბერი 24, 2024
4 ყველაზე სადღესასწაულო მიმართულება ევროპაში შობის აღსანიშნავად

4 ყველაზე სადღესასწაულო მიმართულება ევროპაში შობის აღსანიშნავად

24 ნოემბერი 2024
ტრამვაი და მისი როლი თბილისის ტრანსპორტში

ტრამვაი და მისი როლი თბილისის ტრანსპორტში

ნოემბერი 24, 2024
აშშ-ის მარეგულირებელ ორგანოებს სურთ „გუგლმა“ „ქრომის” ბრაუზერი გაყიდოს

აშშ-ის მარეგულირებელ ორგანოებს სურთ „გუგლმა“ „ქრომის” ბრაუზერი გაყიდოს

ნოემბერი 24, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები