სამშაბათი, აპრილი 22, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიქართული ვაზის ჯიშები, რომლებიც გადაშენების პირასაა და არ გვხვდება ღვინის ბაზარზე

ქართული ვაზის ჯიშები, რომლებიც გადაშენების პირასაა და არ გვხვდება ღვინის ბაზარზე

საქართველო 8000 წლოვანი უწყვეტი მევენახეობის კულტურით გამოირჩევა.

ქართული ვაზის გენოფონდი 525 ადგილობრივ ჯიშს მოიცავს, რომელთა მეცნიერული შესწავლა 1930 წლიდან დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ქართული ღვინის ბაზარზე დიდი მრავალფეროვნებაა, ზოგიერთი უნიკალური ვაზის ჯიში თითქმის გადაშენების პირასაა და ფართო საზოგადოებისთვის უცნობი რჩება.

გადაშენების პირას მყოფი ქართული ვაზის უნიკალური ჯიშები

საქართველოში ვაზის ჯიშები მოთხოვნის მიხედვით კლასიფიცირდა—ზოგი პოპულარული გახდა, ზოგი კი დროთა განმავლობაში დავიწყებას მიეცა. თუმცა, დღეს, ღვინის ბაზრის განვითარებისა და მომხმარებელთა ინტერესი უნიკალური გემოებისადმი საშუალებას გვაძლევს, დავუბრუნდეთ იმ ვაზის ჯიშებს, რომლებიც ფართო წარმოებაში არასდროს მოხვედრილა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ქართლის ვაზის ორი უნიკალური ჯიში—დანახარული და ბუზა. მათგან დამზადებული ღვინო გამოირჩევა განსაკუთრებული არომატით, გემოვნური თვისებებითა და მკვეთრი შეფერილობით.

  • დანახარული  – წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში, რომელიც მცირედ არის გავრცელებული ქართლში.
  • ბუზა (საბუზე, ბუზის ყურძენი, ჭანჭუდოღი) – ასევე წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში, რომლის წარმოშობის ადგილიც ქართლია.

ქართული მემკვიდრეობის დაცვა და ვაზის ჯიშების გადარჩენა

ქართული ვაზის ჯიშები, რომლებიც გადაშენების პირასაა და არ გვხვდება ღვინის ბაზარზე | შენი სუფრა
ანჟელა ღაჭავა

ანჟელა ღაჭავა, მევენახეობა-მეღვინეობის მაგისტრი და სპეციალისტი, აღნიშნავს, რომ ამ უნიკალური ვაზის ჯიშების კვლევა და გადარჩენა მნიშვნელოვანია ქართული მემკვიდრეობის შენარჩუნებისთვის.

მათი განსაკუთრებული არომატული თვისებები ახალ შესაძლებლობებს ქმნის ქართული ღვინის წარმოებაში, რაც უფრო მრავალფეროვანს და კონკურენტუნარიანს გახდის საქართველოს ღვინის ინდუსტრიას.

მიუხედავად იმისა, რომ ვაზის ზოგიერთი უნიკალური ჯიში ღვინის ბაზარზე აღარ გვხვდება, მათი აღდგენა და პოპულარიზაცია შესაძლოა ქართული ღვინის ინდუსტრიის მომავალი გახდეს. ქართველ მეღვინეებს და მევენახეებს აქვთ შესაძლებლობა, განაახლონ და შეინარჩუნონ ეს უნიკალური სახეობები, რაც ქართული კულტურისა და მემკვიდრეობის დაცვას შეუწყობს ხელს.

სტატია მოწოდებულია UNIKO-ს მიერ
ყველა უფლება დაცულია ©️

#drpkhakadze #აქხარისხია

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
READ  „დავფიქრდეთ, მდიდარი ქვეყნები აცრილია, ღარიბები – არა… ვაქცინაციის სიავკარგეზე როცა ვსაუბრობთ“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები