ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმიმტანისაერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში  გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს

საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში  გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე საქართველოში იმყოფება.

გიორგი ფხაკაძე თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოს ეწვია. შეხვდა კლინიკის ხელმძღვანელობას.

კლინიკები საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის მზადებას იწყებენ.

საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში  გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება მსოფლიოში მოქმედი სტანდარტები დააკმაყოფილოს და საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანოს აღიარება მოიპოვოს.

ამასთან, მიმდინარე წელს სამედიცინო დაწესებულებებმა უკვე უნდა წარადგინონ კონტრაქტი აკრედიტაციის ორგანოსთან. საერთაშორისო ექსპერტების მიერ მოხდება სამედიცინო მომსახურების ხარისხის, კლინიკებში არსებული პროცესებისა და ინფრასტრუქტურის შესაბამისობის დადგენა საერთაშორისო სტანდარტებისგან.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ კლინიკა Innova Medical Center გადის აკრედიტაციას ჩვენთან, აკრედიტაცია კანადასთან.

გიორგი ფხაკაძე მოხარულია, რომ სამედიცინო დაწესებულებები ირჩევენ ხარისხს…

„საერთაშორისო აკრედიტაცია საქართველოში საკმაოდ წარმატებულად ინერგება. კლინიკა არის ხარისხზე ორიენტირებული. ყველაზე მნიშვნელოვანი ხარისხია“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

კანადის საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანომ, “ვივო მედიქალ ჯგუფში” გაერთიანებულ სამედიცინო ცენტრებთან თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა.

2016 წელს სამედიცინო ცენტრების გაერთიანება“Vivo Medical Group” დაფუძნდა, რომელიც აერთიანებს საქართველოს ბაზარზე არსებულ წამყვან მულტრიპროფილურ ცენტრებს: თბილისის ცენტრალური საავადმყოფო, ჟორდანიას კლინიკა, ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი, სამედიცინო ცენტრი ინოვა, ინოვა ინვიტრო.

თბილისის ცენტრალური საავადმყოფო წამყვანი მულტიპროფილური ცენტრია, სადაც თითქმის ყველა ტიპის გადაუდებელი და გეგმიური სამედიცინო მომსახურეობა ტარდება.

კლინიკაში ფუნქციონირებს სასწრაფო გადაუდებელი დახმარების განყოფილება (ემერჯენსი), ამბულატორია მრავალფუნქციური დიაგნოსტიკური ცენტრით, 7 საოპერაციო დარბაზი,რეანიმაცია და სტაციონარი.

კლინიკის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას ქირურგია წარმოადგენს, კლინიკაში არსებული ლაპაროსკოპიული ქირურგიის ცენტრი აღჭურვილია სრულად და დაკომპლექტებულია წამყვანი სპეციალისტებით ,ცენტრში ხორციელდება ყველა სახის და სირთულის ქირურგიული ოპერაციები უახლესი FULL HD ტექნოლოგიებით.

ქირურგიულ ნაწილში ასევე წარმოდგენილია ბარიატრიული ქირურგია (ე.წ გახდომის ოპერაციები) მეტაბოლური ქირურგია (დიაბეტი ტიპი-2-ის ქირურგია), ტრავმატოლოგია, ყბა-სახის ქირურგია,პლასტიკური ქირურგია, პროქტოლოგია.

2014 წლის ნოემბრიდან „თბილისის ცენტრალური საავადმყოფო“- ს ბაზაზე ამოქმედდა თანამედროვე სტანდარტების უახლესი აპარატურით აღჭურვილი ნეიროქირურგიული ცენტრი.

პირველად ამიერკავკასიაში, თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში დაინერგა Medtronic-ს წარმოების ნეირო მონიტორინგის სისტემა, რისი მეშვეობითაც საშუალება გვაქვს ინტრაოპერაციულად ვაწარმოოთ მონიტორინგი,რაც მნივნელოვანია პოსტოპერაციული ტრამვების შესამცირებლად.

თბილისის ცენტრალური საავადმყოფო სრულად არის აღჭურვილი უახლესი ბრენდების მიერ წარმოებული აპარატურით , დიაგნოსტიკურ ნაწილში წარმოდგენილია: მაგნიტურ -რეზონანსული ტომოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, ულტრაბგერითი კვლევები, რენტგენოგრაფია, ენდოსკოპია, ენცეფალოგრაფია.

კლინიკის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს თბილისის ცენტრალური ლაბორატორია რომლის ანალოგი სულ რამდენიმეა ამიერკავკასიაში.

კლინიკა მოიცავს შემდეგ სერვისებს: მიმღები და გადაუდებელი დახმარება, ორთოპედია -ტრავმატოლოგია, ონკოქირურგია, კომპიუტერული ტომოგრაფია, ოტორინოლარინგოლოგია, ენდოკრინოლოგია, ნევროლოგია, ნევროლოგია, ყბა-სახის ქირურგია, გასტროენტეროლოგია, ანესთეზიოლოგია, ბარიატრიული ქირურგია, პროქტოლოგია, თორაკალური ქირურგია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია.

საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.

მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები – ძალიან საინტერესო ინტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
10 რამ რაც იორდანიაში ვიზიტამდე უნდა იცოდეთ

10 რამ რაც იორდანიაში ვიზიტამდე უნდა იცოდეთ

7 February, 2025
ადამიანის სხეულის ძირითადი ბიოლოგიური პარამეტრები

ადამიანის სხეულის ძირითადი ბიოლოგიური პარამეტრები

თებერვალი 10, 2025
BBC: შეძლებენ თუ არა რობოტები მოახდინონ რევოლუცია ონკოქირურგიაში?

BBC: შეძლებენ თუ არა რობოტები მოახდინონ რევოლუცია ონკოქირურგიაში?

10 თებერვალი 2025
როგორ შევღებოთ კედელი სხვადასხვა სტილში – პრაქტიკული რჩევები

როგორ შევღებოთ კედელი სხვადასხვა სტილში – პრაქტიკული რჩევები

თებერვალი 9, 2025
ლიმონის გაყინვა – ბუნებრივი „ჯანმრთელობის ბომბი“ თქვენს სამზარეულოში!

ლიმონის გაყინვა – ბუნებრივი „ჯანმრთელობის ბომბი“ თქვენს სამზარეულოში!

თებერვალი 10, 2025
რეპროდუქტოლოგი სწორი კვების ფორმულას გვიზიარებს

რეპროდუქტოლოგი სწორი კვების ფორმულას გვიზიარებს

23 იანვარი 2025
NASA-ს ასტრონავტმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გადაღებული დედამიწის ყველაზე მაღალი შენობის ფოტო გამოაქვეყნა

NASA-ს ასტრონავტმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გადაღებული დედამიწის ყველაზე მაღალი შენობის ფოტო გამოაქვეყნა

თებერვალი 7, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ბრიჯით ჯონსის დღიური -მალე ახალ ფილმს ვიხილავთ

ბრიჯით ჯონსის დღიური -მალე ახალ ფილმს ვიხილავთ

თებერვალი 10, 2025
ევროპის ყველაზე სუფთა ქალაქები ტურისტებისთვის: საუკეთესო არჩევანი აპარტამენტების დაჯავშნისთვის

ევროპის ყველაზე სუფთა ქალაქები ტურისტებისთვის: საუკეთესო არჩევანი აპარტამენტების დაჯავშნისთვის

9 თებერვალი 2025
რესპუბლიკის მოედანზე ტაქსის  მძღოლებისა და კურიერების აქცია გაიმართა

რესპუბლიკის მოედანზე ტაქსის მძღოლებისა და კურიერების აქცია გაიმართა

თებერვალი 9, 2025
საქართველოს ტურისტული პოტენციალი ნიუ იორკში — ახალი შესაძლებლობები საერთაშორისო ბაზარზე

საქართველოს ტურისტული პოტენციალი ნიუ იორკში — ახალი შესაძლებლობები საერთაშორისო ბაზარზე

თებერვალი 9, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები