რა დავამატოთ საკატლეტე ფარშს უკეთესი გემოს მისაღებად

0
21
#post_seo_title

ამ საკითხზე ალბათ ყველა დიასახლისს უფიქრია. შეგიძლიათ ჩაატაროთ სხვადასხვა ექსპერიმენტი. თუმცა ჩვენ გთავაზობთ უკვე შემოწმებულ და აღიარებულ ხრიკებს ამ სასიამოვნო პრობლემის მოსაგვარებლად. კატლეტი გამოდის პირდაპირ სარესტორნე სახის – ნაზი კონსისტენციისა და შესანიშნავი გემოს მქონე.

რა დავამატოთ საკატლეტე ფარშს უკეთესი გემოს მისაღებად

რა სჭირდება ფარშს?

  1. ხორცი პირდაპირ ფარშად კი არ უნდა აქციოთ, არამედ უნდა დაკეპოთ – დააქუცმაცოთ ძალიან წვრილ ნაწილებად.
  2. უნდა შეურიოთ ორი სახის ხორცი – ღორის ხორცი + საქონლის ხორცი ან ღორის ხორცი + ქათმის ხორცი. ეს საუკეთესო ვარიანტებია.
  3. არავითარ შემთხვევაში არ დაამარილოთ ფარში, ვინაიდან ის თავის წვენს გამოუშვებს. უბრალოდ დაამატეთ თქვენთვის სასურველი სანელებლები.

რა დავამატოთ საკატლეტე ფარშს უკეთესი გემოს მისაღებად

3. ფარშს ჩაამატეთ ძალიან ცივი მინერალური წყალი – ერთ კგ ფარშზე დაახლოებით 150 მლ.

  1. კარგად აურიეთ და მასა მოათავსეთ პოლიეთილენის პარკში. ფარში დაბეგვეთ. შეგიძლიათ პირდაპირ მაგიდაზეც.

რა დავამატოთ საკატლეტე ფარშს უკეთესი გემოს მისაღებად

  1. ამის შემდეგ ფარში მოათავსეთ მაცივარში 3-5 საათით. გამოიღეთ და დაამატეთ ყველა საჭირო ინგრედიენტი.
  2. კატლეტი შეწვით ტაფაზე ორივე მხრიდან 1,5 წუთის განმავლობაში მაღალ ცეცხლზე. შეგიძლიათ შეწვა დაასრულოთ დაბალ ცეცხლზე ბოლომდე.

რა დავამატოთ საკატლეტე ფარშს უკეთესი გემოს მისაღებად

  1. ალტერნატივის სახით შეგიძლიათ გამოიყენოთ სქელძირიანი ქვაბი, უბრალოდ დადგით ცეცხლზე, დაამატეთ ცხიმი და კატლეტი მოთუშეთ საშუალო ცეცხლზე.

შესაწვავად გამოიყენეთ საფანელიც. ის აუმჯობესებს კატლეტის გემოს.

ეცადეთ გაითვალისწინოთ ჩვენი რჩევები და თქვენ შექმნით კულინარულ შედევრს.

წარმატებებს გისურვებთ!

სტატია გააზიარეთ სოციალური ქსელებით თქვენი მეგობრებისთვისაც.

მასალის გამოყენების პირობები