პირშუშხას ფოთლებისგან მომზადებული საწებელა (პასტა).

0
131
#post_seo_title

პირშუშხას ფოთლებს ძირითადად კიტრის მწნილის დაკონსერვებისას იყენებენ. აღმოჩნდა, რომ მისგან შესანიშნავი სოუსის მომზადებაც შეიძლება, რომელსაც ყველაფერში გამოიყენებთ. გემრიელია ხორცთან, თევზთან, სუფებში, სალათებში და უბრალოდ პურზე წასმულიც კი.

ინგრედიენტები

  • 6 ცალი პირშუშხას ფოთოლი
  • ასი გ კამა
  • ასი გ ოხრახუში
  • 150 გ ნიორი
  • 200 გ ნიგოზი
  • ორი ჩ. კ. მარილი
  • ერთი ცალი მწარე წიწაკა
  • 250 გ მწვანე ბულგარული წიწაკა
  • 250 მლ ზეთი

მომზადება

  1. წინასწარ მოამზადე ინგრედიენტები: მწვანილი გარეცხე და შეაშრე. ნიგოზი დააქუცმაცე ბლენდერში.

პირშუშხას ფოთლებისგან მომზადებული საწებელა (პასტა). | შენი სუფრა

  1. მწვანე ბულგარული და მწარე წიწაკები გაასუფთავე თესლისგან, კარგად გარეცხე და დააქუცმაცე ნიორთან ერთად ბლენდერში.

პირშუშხას ფოთლებისგან მომზადებული საწებელა (პასტა). | შენი სუფრა

  1. შემშრალი მწვანილი და პირშუშხას ფოთლები დაჭერი და დააბლენდერე ზეთთან ერთად. უნდა მიიღო პასტისმაგვარი მასა.

პირშუშხას ფოთლებისგან მომზადებული საწებელა (პასტა). | შენი სუფრა

  1. ყველა ინგრედიენტი შეურიე ერთმანეთს, მოაყარე მარილი და კარგად აურიე. გადაიტანე მშრალ მინის ქილებში.

პირშუშხას ფოთლებისგან მომზადებული საწებელა (პასტა). | შენი სუფრა

ვისაც მეტი სიცხარე უყვარს, შეუძლია მწარე წიწაკის დოზა გაზარდოს. ეს შესანიშნავი პასტა მაცივარში ინახება მინის ქილებით ნახევარი წლის მანძილზე.

გემრიელად მიირთვით და ასწავლეთ ეს ორიგინალური რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!

author avatar
SheniSupra.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  ოლივიე კარგად ნაცნობია თქვენთვის, მაგრამ ეს მისი მომზადების განსხვავებული წესია