სამშაბათი, აპრილი 1, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიიტალიური სამზარეულო - გემოსა და ტემპერამენტის დღესასწაული

იტალიური სამზარეულო – გემოსა და ტემპერამენტის დღესასწაული

იტალიური და ვენეციური კერძები

იტალიური სამზარეულო მთელ მსოფლიოშია ცნობილი. ამაში მთავარი როლი თავად იტალიელებმა ითამაშეს. ისინი უდიდეს ყურადღებას აქცევენ იმას, თუ რას მიირთმევენ. იტალიური სამზარეულოს ყველა კერძი მხოლოდ ახალი პროდუქტებისგან კეთდება. თვითონ ჭამის პროცესი კი იტალიელებისთვის ნამდვილი დღესასწაულია, რომელსაც აჩქარება არ უყვარს. ისინი დიდხანს ტკბებიან ყოველი ლუკმით. იტალიური სამზარეულოს კერძები არა მხოლოდ გემრიელი, არამედ სასარგებლოცაა. მათში საუცხოოდ ერწყმის ერთმანეთს მარცვლელული, ბოსტნეული, ყველი, მწვანილი, ზღვის პროდუქტები და, რათქმა უნდა, ზეითუნის ზეთი. აღსანიშნავია, რომ კულინარიული შედევრების უმრავლესობის მომზადებისას აუცილებელი არაა რეცეპტის მკაცრად დაცვა. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გულსართავის ინგრედიენტები თავისი გემოვნებით გამოიყენოს. შემოგთავაზებთ იტალიური სამზარეულოს ყველაზე პოპულარულ კერძებს მოკლე აღწერითა და ფოტოსურათებით.

პიცა (Pizza) – იტალიის ნაციონალური კერძი. ის მრავალნაირია. ინგრედიენტებია: ფქვილი, პომიდორი, ტომატის პასტა, ყველი (სასურველია მოცარელა), კვერცხი, მაიონეზი, ძეხვი:

 

 

პასტა (Pasta) – იტალიელები მას თითქმის ყოველდღე მიირთმევენ. ინგრედიენტებია: მაკარონი (უმეტესწილად – სპაგეტი), სოუსი, ქათმის ხორცი, სოკო, ზღვის პროდუქტები, ბოსტნეული, ყველი:

 

 

რიზოტო (Risotto) – ბულიონზე მომზადებული ბრინჯის კერძი. მის დასამზადებლად გამოიყენება: ბრინჯი (სასურველია მრგვალი), ზეითუნის ზეთი, ხახვი, ყველი, თეთრი ღვინო, ნიორი, ქათმის ხორცი/ბეკონი:

 

 

ტორტელინი (Tortellini) – იტალიური პელმენი ხორცით, ყველით ან ბოსტნეულით. ინგრედიენტებია: ფქვილი, მორტადელა (მოხარშული ძეხვი ბოლონიიდან), პარმეზანი, კვერცხი, მუსკატის კაკალი:

 

 

ლაზანია (Lasagna) – ერთგვარი ფენოვანი ღვეზელი. არ აგერიოთ გერმანულ ლაზანიაში. მის მოსამზადებლად იყენებენ პარმეზანს, ლორს, მოცარელას, რიკოტს, საქონლის ხორცს:

 

 

მინესტრონე (Minestrone) – იტალიური სუპი. ინგრედიენტებია: სტაფილო, ხახვი, კიტრი, მაკარონი, პომიდორი, წიწაკა, მწვანილი, ყველი პარმეზანი, ბეკონი, ნიორი:

 

 

სალიამი და პროშუტო (Affettati misti) – პარმული ლორი. მოაქვთ სუფრაზე, როგორც საუზმეული ან ხორცის ასორტის შემადგენლობაში სადილის ან ვახშმის წინ. იტალიელებს უყვართ მისი დადება პურის ნატეხებზე ან გრისინიზე (პურის ღერებზე):

READ  როგორ გავშალოთ სუფრა ოფიციალური მიღებისთვის

 

 

ტირამისუ (Tiramisu) – მთელ მსოფლიოში ცნობილი ეს მრავალფენიანი დესერტი 1971 წელს გამოიგონა კონდიტერმა რობერტო ლინგიანოტომ იტალიის ქალაქ ტრევიზოში. მისი ინგრედიენტებია: ყველი მასკარპონე, ყავა (როგორც წესი, ესპრესო), ქათმის კვერცხი, შაქარი და ნამცხვარი სავოიარდი:

 

 

წიწილა პარმინიანი (Chicken Parmigiana) – ინგრედიენტებია: ქათმის ფილე, ზეითუნის ზეთი, როზმარინი, იტალიური ოხრახუში, ტომატის სოუსი, გახეხილი მოცარელა, გახეხილი პარმეზანი, უმარილო ნაღების კარაქი:

 

 

ჯელატო (Gelato) – ნაყინის მსგავსი დესერტი. ინგრედიენტები: რძე, ნაღები, შაქარი, თხილი, ხილი, ყავა, კაკაო, შოკოლადი, ცუკატი, თაფლი, კარამელი, ლიქიორი. გაითვალისწინეთ, რომ სწრაფად დნება და აჯობებს, ჭიქით აიღოთ:

 

 

 

რავიოლი (ravioli) – გარეგნულად პელმენს ჰგავს, მზადდება სხვადასხვა შიგთავსისგან. იტალიურ ლიტერატურაში პირველად XIII საუკუნეში მოიხსენიება. ინგრედიენტებია: ფქვილი, კვერცხი, ზეითუნის ზეთი, ქათმის ფარში (შეიძლება იხვის ხორცი, გოგრა, ხაჭო, ყველი და სოკო, მოცარელა და ა.შ.), ხახვი, ნიორი, ქინძი, მარილი, წიწაკა:

 

 

ჩამოვთვლით კიდევ რამდენიმე კერძს.

 

პანინი (panini) – დახურული ბუტერბროდი ან სენდვიჩი:

 

 

ბრუსკეტა (bruschetta) – ერთგვარი ბუტერბროდი შებრაწულ პურზე :

 

 

პანნა კოტა (panna cotta) – იტალიური დესერტი ნაღებისგან, შაქრისა და ვანილისგან:

 

 

აი, არასრული სია იტალიური კერძებისა, რომლებიც შეგიძლიათ მილანში ყოფნისას გასინჯოთ.

 

ახლა კი ვენეციურ კერძებზე გადავიდეთ:

 

სპაგეტი ალ ნერო (Spaghetti al nero) – სპაგეტი თევზით. ეგზოტიკურ ფერს მელანთევზი ანიჭებს. მათ ნელ ცეცხლზე თუშავენ ხახვისა და ტომატის სოუსში:

 

 

მოეჩე (მოლეჩე) (Moleche) – ახალგაზრდა შემწვარი კიბორჩხალები. ძალიან გემრიელია:

 

 

ფეგატო-ალლა-ვენეციანა (Fegato alla veneziana) – საქონლის (ხბოს) ღვიძლი ხახვით. გასინჯეთ – არ ინანებთ:

 

 

ფრიტოლე (Fritole veneziane) – ცომეული კედარის კაკლით, ნაღების შიგთავსითა და ფორთოხლის ცედრის ცუკატით:

 

 

რიზი-ე-ბიზი (Rizi e bizi) – ეს არის ბრინჯი და ბარდა, ოღონდ არა ბარდის მარცვლები, არამედ ახალი ბარდის პარკი. ემატება ქათმის ბულიონი, პარმეზანი, ზეითუნის ზეთი. უგემრიელესია:

READ  გთავაზობთ რჩევებს მიმზიდველი სამზარეულოს დიზაინის შესაქმნელად

 

 

სარდე ინ საორ (Sarde in saor) – მობრაწულ სარდინს ან ანჩოუსს რამდენიმე დღით ღვინის ძმარში ათავსებენ, შემდეგ კი მარინადს ქიშმიშსა და კედარის მარცვლებს ამატებენ:

 

 

ბიგოლი-ინ-სალსა (Bigoli in salsa) – სპაგეტისგან სისქითა და სიმკვრივით განსხვავდება. სოუსს ანჩოუსისგან, ხახვისა და ფენხელის მარცვლებისგან ამზადებენ:

 

 

სკამპი ალლა ბუზარა (Scampi alla buzara) – ეს არის სპაგეტი კრევეტებითა და ტომატის სოუსით:

 

 

ჩიკეტი (Cicchetti) – ეს არის პურის ნაჭრები სალიამით, ფრიკადელით, სარდინით, მოცარელათი და ა.შ.:

 

 

კარპაჩო (Carpaccio) – ეს კერძი 1950 წელს შეიქმნა. მის დასამზადებლად გამოიყენება თხლად დაჭრილი საქონლის რბილი ხორცი, მაიონეზი, ვუსტერის სოუსი, ლიმონის წვენი, რძე და პილპილი:

 

წყარო

#shenisupra #gochadze #drpkhakadze #sheniinterieri #sheniambebi #foryou

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
საუკეთესო დრო მონტენეგროში სამოგზაუროდ

საუკეთესო დრო მონტენეგროში სამოგზაუროდ

31 March, 2025
ტყვია, როგორც გლობალური პრობლემა

ტყვია, როგორც გლობალური პრობლემა

მარტი 31, 2025
რამდენ ლარად იყიდით ხვალ დოლარს და ევროს

რამდენ ლარად იყიდით ხვალ დოლარს და ევროს

31 მარტი 2025
სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

მარტი 31, 2025
რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან?

რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან?

მარტი 31, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

მარტი 31, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რუსკა მაყაშვილის ახალი სახლი და ახალი ცხოვრება

რუსკა მაყაშვილის ახალი სახლი და ახალი ცხოვრება

მარტი 31, 2025
ტურუსტული ადგილები სიდნეიში, რომლებიც იქ ყოფნისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ

ტურუსტული ადგილები სიდნეიში, რომლებიც იქ ყოფნისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ

31 მარტი 2025
ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

მარტი 31, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები