ორშაბათი, ნოემბერი 25, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიროგორ ამოვიცნოთ ნამდვილი თაფლი

როგორ ამოვიცნოთ ნამდვილი თაფლი

თაფლი ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი საკვები პროდუქტია.

მისი მაღალი კვებითი ღირებულება და სამკურნალო თვისებები განისაზღვრება არა მარტო ადვილად ასათვისებელი შაქრების დიდი ოდენობით, არამედ ფიზიოლოგიურად სრულფასოვანი მინერალური ნივთიერებების, ფერმენტების, ვიტამინებისა და ანტიმიკრობული ნივთიერებების შემცველობით. ნატურალური თაფლი აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას, ხასიათდება ბაქტერიოციდული, ანთების საწინააღმდეგო და მატონიზირებელი მოქმედებით. აჩქარებს ქსოვილების აღდგენას, აწესრიგებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას, ასტიმულირებს შინაგანი ორგანოებისა და იმუნური სისტემის მუშაობას.

სამწუხაროდ, საკმაოდ ხშირად ბაზარზე ფალსიფიცირებული თაფლი იყიდება. ამიტომ სასარგებლოა ვიცოდეთ ნამდვილი და ფალსიფიცირებული თაფლის გარჩევა. გთავაზობთ რამდენიმე საშუალებას:

გამჭვირვალობა: თაფლის ფერი სხვადასხვა შეიძლება იყოს (ყვავილოვანი თაფლი ღია ყვითელი ფერისაა, ცაცხვისა — ქარვისფერი, იონჯისა თითქმის უფერო, წაბლისა — ყავისფერი). ნამდვილი თაფლი აუცილებლად გამჭვირვალეა, თუკი დაწყებული არა აქვს ჩაშაქრება (თაფლი ჩაშაქრებას აცივებისთანავე იწყებს, ამიტომ ზამთრის თვეებში ნატურალური თაფლიც გაუმჭვირვალე, დაბურული ხდება). თაფლი რომელსაც მინარევები აქვს (შაქარი, სახამებელი ან სხვა) მღვრიეა და, თუ კარგად დავაკვირდებით, შესაძლებელია ნალექის შემჩნევაც.

არომატი: ნამდვილი თაფლი გამოირჩევა მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი არომატით, რომელიც არ უნდა იყოს ძალიან მძაფრი და არც ძალიან სუსტი. შაქრის შემცველ თაფლს არომატი თითქმის არა აქვს

გემო:ნატურალური თაფლი არა მარტო ტკბილია, არამედ მისი სიტკბო ოდნავ წვავს ყელს. შაქრიანი თაფლის გემო ახლოსაა შაქრიანი წყლის გემოსთან.

ამოიღეთ თაფლი კოვზით, თუ იგი ნატურალურია, წარმოქმება გრძელი (10-12 სმ) „ძაფი“, რომელიც დიდხანს არ წყდება და, თუ კოვზს დაატრიალებთ, ზედ დაეხვევა. როდესაც თაფლის ძაფი გაწყდება, ზედაპირზე წარმოიქმნება პატარა ბორცვი, რომელიც ნელ-ნელა გასწორდება;

გახსენით ერთი სუფრის კოვზი თაფლი ერთ ჩაის ჭიქა ცხელ წყალში, ნატურალური თაფლი მთლიანად გაიხსნება და ნალექს არ წარმოქმნის. ხსნარი არ აიმღვრევა თუ მას ცოტაოდენ სპირტს დავუმატებთ;

წაუსვით თაფლის თხელი ფენა ფურცელს ისე, რომ კიდეები თავისუფალი დარჩეს. ფურცელს ცეცხლი წაუკიდეთ. თუ ცეცხლი ჩაქრა, თაფლი ნატურალურია, თუ მთელი ფურცელი დაიწვა, თაფლი ფალსიფიცირულია;

როგორ ამოვიცნოთ ნამდვილი თაფლი

თაფლის წვეთს მოაყარეთ ცოტაოდენი სახამებელი. თუ იგი თეთრ ნაფიფქად დარჩა, თაფლი ნატურალურია;

ჩაის სუსტ და თბილ ნაყენს დაუმატეთ ცოტაოდენი თაფლი, თუ იგი ნატურალურია, ჩაი გამუქდება, მაგრამ ნალექი არ წარმოიქმნება.

თუ ზამთარში ან გაზაფხულზე თხევად, გამჭვირვალე თაფლს გთავაზობენ, დაფიქრდით სანამ ასეთ თაფლს იყიდით. თხევადი თაფლი ზამთარში საკმაოდ დიდი იშვიათობაა, თაფლის ძალიან ცოტა სახეობა (აკაციის, წაბლის), რომლებშიც მაღალია ფრუქტოზის შემცველობა რჩება თხევადი გაზაფხულამდე. ძირითადად, თაფლი ზამთარში ჩაშაქრებას იწყებს და გამჭვირვალობას კარგავს. თუ ზამთარში თაფლს შებურული ფერიც კი არ დაკრავს, ის ან ხელოვნურია, ან შაქრის ვაჟინით ფუტკრების გამოკვებით მიღებული. შესაძლოა თაფლი ნატურალურია, მაგრამ იგი ჩაშაქრდა და გასადნობად გააცხელეს. სასარგებლო თვისებები ასეთ თაფლს აღარა აქვს.

წყარო 

 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
16 საუკეთესო აქტივობა მალიორკაზე, ესპანეთში

16 საუკეთესო აქტივობა მალიორკაზე, ესპანეთში

23 November, 2024
ახალი კვლევა – 6 ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდებში სიმსივნის განვითარებას

ახალი კვლევა – 6 ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდებში სიმსივნის განვითარებას

ნოემბერი 25, 2024
დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება

დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება

22 ნოემბერი 2024
როგორ შევქმნათ საახალწლო გარემო ჩვენს ოჯახში

როგორ შევქმნათ საახალწლო გარემო ჩვენს ოჯახში

ნოემბერი 25, 2024
როცა ღორი უხალისოდ ჭამს – რას უნდა მიაქციოთ ყურადღება

როცა ღორი უხალისოდ ჭამს – რას უნდა მიაქციოთ ყურადღება

ნოემბერი 22, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
მიცუ ციხე-სოფელი – ის ხევსურეთის საიმედო მცველი იყო

მიცუ ციხე-სოფელი – ის ხევსურეთის საიმედო მცველი იყო

ნოემბერი 22, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რა ჩავიცვათ ახალი წლის ყველაზე ჯადოსნურ ღამეს

რა ჩავიცვათ ახალი წლის ყველაზე ჯადოსნურ ღამეს

ნოემბერი 24, 2024
პიზის კოშკის საიდუმლო: როგორ ინარჩუნებს დახრილობას საუკუნეების განმავლობაში?

პიზის კოშკის საიდუმლო: როგორ ინარჩუნებს დახრილობას საუკუნეების განმავლობაში?

25 ნოემბერი 2024
ანრი ჯოხაძის კონცერტი 12 დეკემბერს ფილარმონიაში გაიმართება

ანრი ჯოხაძის კონცერტი 12 დეკემბერს ფილარმონიაში გაიმართება

ნოემბერი 25, 2024
რაჯდება ტექნოლოგიური გიგანტების CEO-ების დაცვა

რაჯდება ტექნოლოგიური გიგანტების CEO-ების დაცვა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები