შენი სუფრაშენი სუფრაშენი სუფრა
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
Search
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
კითხვა: ქართული თაფლის ისტორია
გაზიარება
შეტყობინება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი სუფრაშენი სუფრა
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
Search
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
გაქვთ არსებული ანგარიში? შესვლა
გამოგვყევით
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
სიახლეებისხვა-ამბებიქართული სამზარეულო

ქართული თაფლის ისტორია

ქართული თაფლის ისტორია
მარიამ გოგოლაძე
ავტორი
მარიამ გოგოლაძე
გამოქვეყნებული: ოქტომბერი 14, 2025
გაზიარება
გაზიარება

თაფლის წარმოებას და, ზოგადად, მეფუტკრეობას საქართველოში დიდი ხნის ისტორია აქვს. ისტორიული წყაროების თანახმად, ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნეში კოლხეთის სამეფოში მეფუტკრეობის განვითარებული კულტურა არსებობდა.

არგონავტებისა და ოქროს საწმისის მითის თანახმად მეფე აიეტის სასახლეშიც კი ვხვდებით თაფლის მდინარეების არსებობას.

Contents
  • თაფლის წარმოებას და, ზოგადად, მეფუტკრეობას საქართველოში დიდი ხნის ისტორია აქვს. ისტორიული წყაროების თანახმად, ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნეში კოლხეთის სამეფოში მეფუტკრეობის განვითარებული კულტურა არსებობდა.
    • იხილეთ ასევე

ქართული თაფლის ისტორიული წარსული

შესაძლოა, მალე საქართველო თაფლის სამშობლოდაც აღიარონ. არქეოლოგებმა ბორჯომის მახლობლად 5,5 ათასი წლის წინანდელი თაფლიანი ჭურჭელი აღმოაჩინეს. ის ეგვიპტეში, ტუტანხამონის სამარხში აღმოჩენილ თაფლზე 2 ათასი წლით ძველია. 

ხობის წყლის ხეობა სამეგრელოში ქართული ფუტკრის ჯიშის – მუხურის ფუტკრის სამშობლოა. მსოფლიომ ის ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში გაიცნო, როგორც ყველაზე გრძელხორთუმიანი და პროდუქტიული.  

- Advertisement -
Brand logo: maroon rounded-square emblem with stylized stacked glyphs on the left, followed by bold Georgian script text on the right.Brand logo: maroon rounded-square emblem with stylized stacked glyphs on the left, followed by bold Georgian script text on the right.

ქართული მრავალფეროვანი თაფლი

საქართველო ფლორით მდიდარი ქვეყანაა და აქ თაფლიც მრავალფეროვანი გვაქვს: აკაციისა და ციტრუსის – ცრემლივით წკრიალა, ცაცხვისა და მინდვრის ყვავილების – ქარვისფერი, წაბლის – მუქი და ასევე, სპეციფიკური გემოსიც. ყველა მათგანი სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა.

აჭარული ჯარას თაფლის წარმოების ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. ჯარა ქართული, ტრადიციული სკაა, ხის მორი, რომელშიც ფუტკარი თაფლს აგროვებს. ჯარას თაფლი უნიკალური და მაღალი ხარისხის ორგანული პროდუქტია. დღეს მეფუტკრეობის მსგავსი სახეობა მსოფლიოს მხოლოდ რამდენიმე ადგილასაა შემორჩენილი. ცნობილია მაჭახელას თაფლი – ეკოლოგიურად სუფთა, უგემრიელესი პროდუქტი. 

გამორჩეულია რაჭული, წალკისა და ბედიანის თაფლი, რომელიც ბუნებრივი პირობების, მათ შორის სუფთა მდინარეებისა და ნაკლებად დაბინძურებული ჟანგბადის გამო, განსაკუთრებით გემრიელი და ნატურალურია.

საქართველოში კარგადაა განვითარებული მეფუტკრეობის სამივე სახეობა – ველური, ნახევრად ველური და შინამეფუტკრეობა. საქართველოს ნებისმიერ კუთხეში შეგიძლია იპოვო თაფლი, რომელსაც როგორც საკვებ პროდუქტად, ისე არყის გამოსახდელად, სამკურნალოდ და კოსმეტიკურ საშუალებადაც კი იყენებდნენ და იყენებენ.

- Advertisement -
Blue background with a white rounded-square logo containing mirrored letters, and Georgian text below.Blue background with a white rounded-square logo containing mirrored letters, and Georgian text below.

#drpkhakadze#გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია

READ  დიდი სამზარეულოს ეპოქა დასრულდა -სახლის მშენებლობის ტენდენციები 2024 წელს /ექსპერტების ანალიზი/

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით

ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkim

იხილეთ ასევე

  • ყოველდღიური საჭმელები -ქართული სამზარეულო
  • Როგორ ამოვიცნოთ ნამდვილი ყველი
  • ყველაზე ჯანსაღი, გემრიელი და მარტივად მოსამზადებელი დესერტი ჩიას მარცველებისგან
  • იმპორტირებული ხორბლის ფასი
FacebookTwitter

შენი ქსელი: შენი ექიმი · შენი ამბები

ყურძენი – მისი სასარგებლო და სამკურნალო თვისებები
მოამზადეთ ოქროსფერი ღვეზელი ქათმის ღვიძლით და კარტოფილით
დამიჯერეთ, ასეთი ორიგინალური სალათი საახალწლოდ ყველა სტუმარს აუცილებლად გააოცებს. ნათელი, ნოყიერი და ძალიან გემრიელი კერძი.
სუფრის ეტიკეტი – თუ ამ წესებს გაითვალისწინებთ, ნებისმიერ შეხვედრაზე თავს კომფორტულად იგრძნობთ
სწორი კვება – რჩევები ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად
TAGGED:ბუნებრივი პროდუქტებიგიორგი ფხაკაძეტრადიციული რეცეპტებიქართული სამზარეულო
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ელფოსტა ბეჭდვა
ავტორიმარიამ გოგოლაძე
ჟურნალისტი — რესტორნები და კულინარიული სიახლეები. აშუქებს რესტორნებს, შეფ-მზარეულებს, კვების ინდუსტრიის ამბებსა და ტენდენციებს.
წინა სტატია მოამზადეთ გემრიელი რაჰათ-ლუხუმი სხვადასხვა თხილეულით მოამზადეთ გემრიელი რაჰათ-ლუხუმი სხვადასხვა თხილეულით
შემდეგი სტატია საკონდიტრო მაღაზიები ასეთ გემრიელებს არ აკეთებენ! განსაკუთრებით ლამაზია ეს დესერტი ჭრილში! საკონდიტრო მაღაზიები ასეთ გემრიელებს არ აკეთებენ! განსაკუთრებით ლამაზია ეს დესერტი ჭრილში!
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ქართული სამზარეულო
  • ქართული ღვინო
  • კახეთი — ღვინის მხარე
  • ფესტივალები
shenidasveneba.ge →
შენი სუფრაშენი სუფრა
გამოგვყევით
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?