ორშაბათი, აპრილი 21, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისხვა-ამბებიროგორ მოვიქცეთ როდესაც ბავშვი არ ჭამს

როგორ მოვიქცეთ როდესაც ბავშვი არ ჭამს

ბავშვის ორგანიზმს აქვს უნარი თავად განსაზღვროს, როდის და რამდენი უნდა მიიღოს საკვები. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უფროსებმა ბავშვის მენიუს ყურადღების გარეშე დავტოვოთ 

ბავშვი რომ ჯანმრთელი გაიზარდოს და სწორად გავითარდეს აუცილებელია, უზრუნველვყოთ ბალანსირებული კვება და შევადგინოთ რაციონი, რომელიც ყველა საჭირო კომპონენტს მოიცავს.

თუ ბავშვი სკოლის ბუფეტში სხვადასხვა სასუსნავს ყიდულობს, მცირეა შანსი, რომ სახლში დაბრუნებული მადიანად ისადილებს. თუ სადილის შემდეგ მიირთვა სასუსნავი, ეს აუცილებლად გავლენას მოახდენს ვახშამზე. ამის თავიდან აცილების მიზნით, სასურველია, ნამცხვრები, კანფეტები და ჩიფსები ბავშვის მენიუში იშვიათად იყოს. მათი ადგილი უკეთესია ხილმა ჩაანაცვლოს, რადგან ხილი სწრაფად გადამუშავდება, მოკლე ხნით აძლევს სიმაძღრის შეგრძნებას და გაცილებით სასარგებლოა, ვიდრე ცომეული და ტკბილეული.

კვების პრობლემის მოგვარება გაცილებით ადვილია შედარებით მოზრდილ ბავშვებთან. 7-9 წლისანი სათანადოდ ვერ აფასებენ სასარგებლო პროდუქტებს. მათ სულაც არ მოსწონთ ისპანახი, ყაბაყი, საქონლის ღვიძლი თუ კვერცხის გული. უფროსები იძულებულნი არიან, ანგარიში გაუწიონ პატარების გემოვნებას და შეცვალონ მენიუ – ღვიძლისაგან მოამზადონ პაშტეტი, ყაბაყისა და კომბოსტოსაგან – ოლადები, თევზისგან – კატლეტები.

ვითარება რთულდება, როცა ბავშვი ბიორიტმით ბუების კატეგორიას ეკუთვნის. მისი საჭმლის მომნელებელი სისტემა გვიან “იღვიძებს” და დილით, საუზმის დროს, ბავშვს მადა საერთოდ არ აქვს. ამ შემთხვევაში მას შეიძლება შევთავაზოთ იოგურტი ან ჯემიანი პური.

პატარები ხშირად ამბობენ უარს ფაფაზე. არც ესაა გასაკვირი, მეტადრე – თუ ყოველ დილა-საღამოს ვაჭმევთ. ისღა დაგვრჩენია, მეტი ფანტაზია გამოვიჩინოთ.

როცა ბავშვი მთელი დღე არაფერს ჭამს, ეს საკმაო საფუძველია დასაფიქრებლად და, შესაძლოა, ექიმთან მისასვლელადაც კი. საბედნიეროდ “არაფერს ჭამს” უმეტესად არა რეალობა, არამედ უფროსების აღქმაა. როცა ასეთი ბავშვების დღიურ რაციონს განვიხილავთ, აღმოჩნდება, რომ მათ მიერ მიღებული კალორიების რაოდენობა აღემატება კიდეც ნორმას. ნამცხვარი, კანფეტი, ფუნთუშა, წვენი თუ ლიმონათი – ეს ყველაფერი ენერგიის წყაროა.

READ  ხილის გაყინვის ყველაზე მარტივი და ეფექტური მეთოდი, რომელიც გაგაოცებთ

რატომ არ არის რეკომენდებული ძალდატანება

რასაკვირველია, უფროსებს შესწევთ ძალა, ბავშვებს ჭამა აიძულონ, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს ხელს შეუწყობს საკვებისადმი ნეგატიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას და საბოლოოდ შესაძლოა ნერვულ აშლილობამდე და კვების დარღვევამდეც მიგვიყვანოს.

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები