ორშაბათი, ივნისი 9, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგირა საკვები არ უნდა მიიღონ ალერგიულმა ბავშვებმა

რა საკვები არ უნდა მიიღონ ალერგიულმა ბავშვებმა

ამქვეყნად უამრავი ხალხია, ვისაც ამა თუ იმ საკვებზე უარის თქმა უწევს. მიზეზი მარტივი და გავრცელებულია – კვებითი ალერგია.

განსაკუთრებით მწვავედ დგას ეს პრობლემა ბავშვებთან, რომლებთანაც არ ჭრის დამაჯერებელი ახსნა-განმარტება, რატომ არ შეიძლება მიირთვან საყვარელი ნუგბარი. ალერგიული დაავადებების რიცხვი, სამწუხაროდ, წლიდან წლამდე იმატებს და ახლო მომავალში კიდევ უფრო ძლიერი მატებაა მოსალოდნელი. დღესდღეობით მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 30%-ს აქვს ალერგიული დაავადება. საკუთრივ კვებითი ალერგიის მაჩვენებელიც მაღალია – ავადობა მთელ მსოფლიოში 200-250 მლნ-ს აღწევს.

ადამიანის ორგანიზმი ტოლერანტულია კვებითი ალერგენების მიმართ, მაგრამ თუ ტოლერანტობა დაირღვა, იმუნური სისტემა საკვების ცილას უცხო ნივთიერებად აღიქვამს და პრაქტიკულად უვნებელ პროდუქტთან ბრძოლას იწყებს.

საკვების მიმართ ალერგიული რეაქციები მოსახლეობის დაახლოებით მეხუთედს აღენიშნება.

მამაკაცებთან ამ პრობლემას ორჯერ უფრო ხშირად ვაწყდებით. მცირეწლოვან ბავშვებთან კვებითი ალერგიის მაჩვენებელი 7-8%-ს უტოლდება და უმეტესად (ათიდან 8 შემთხვევაში) წლამდე იჩენს თავს.

გენეტიკური განწყობის შემთხვევაში რისკი იმატებს: თუ მხოლოდ დედა ან მხოლოდ მამაა ალერგიული – 35%-ამდე, თუ ორივე – 60-65%-მდე.

საკვებისმიერი ალერგიული რეაქციები შესაძლოა განპირობებული იყოს მისი კომპონენტების ტოქსიკური ზემოქმედებით.

ასეთი კომპონენტებია, მაგალითად, ჰისტამინი, რომელსაც შეიცავს ზოგიერთი სახეობის თევზი, კოფეინი და თეობრომინი, რომლებიც მატონიზებელი სასმელების შემადგენლობაში შედის.

ალერგიული რეაქცია შესაძლოა გამოიწვიოს ნებისმიერმა პროდუქტმა. სხვადასხვა ასაკში სხვადასხვა პროდუქტია აქტუალური. ყველაზე ხშირად ვაწყდებით ალერგიულ რეაქციებს ძროხის რძეზე, კვერცხზე, თევზზე, არაქისზე, თხილზე, სოიაზე, მარცვლოვნებზე, ზღვის პროდუქტებზე.

რა საკვები არ უნდა მიიღონ ალერგიულმა ბავშვებმა | შენი სუფრა

ალერგიული რეაქცია შესაძლოა ხილსა და ბოსტნეულზეც განვითარდეს, თუმცა მათი კლინიკური გამოვლენა ნაკლებად მწვავეა. რასაც ვერ ვიტყვით რძის პროდუქტების ალერგიაზე. აქ შესაძლოა, ანაფილაქსურ შოკამდეც კი მივიდეს საქმე.

კვებითი ალერგიის დროს, განსაკუთრებით – ბავშვებთან, სასურველია კვების დღიურის შემოღება, რომელშიც უნდა აღინუსხოს პაციენტის მიერ მიღებული ყველა პროდუქტი და ყველა ალერგიული რეაქცია თარიღისა და დროის ზუსტი მითითებით, მერე კი დაკვირვებითა და გამორიცხვის მეთოდით გამოვლინდეს “დამნაშავე” ალერგენი. ამის შემდეგ ალერგენულ საკვებს რაციონიდან ვიღებთ.

READ  დიდი სიამოვნებით ჩამოვალ საქართველოში და ვიმუშავებ 1 ლარად, ოღონდ ერთი პირობით… – გიორგი ფხაკაძე

წყარო

 

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები