კვირა, აპრილი 20, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიწყალი და ჯანმრთელობა

წყალი და ჯანმრთელობა

წყალს ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

წყალი საკვები რაციონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია. ის მონაწილეობს ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლაში, საჭმლის მონელებაში, თბორეგულაციაში.

წყალზე ორგანიზმის მოთხოვნა სხვადასხვაგვარია. ის დამოკიდებულია რაციონზე, შრომით დატვირთვაზე, კლიმატზე, ჯანმრთელობის მდგომარეობასა და სხვა ფაქტორებზე. მაგალითად, სიცხეში წყალზე მოთხოვნა იმატებს, რაც სხეულიდან მისი აორთქლების გაძლიერებით აიხსნება.

დაახლოებით 1-1,5 ლ წყალს ადამიანი იღებს სხვადასხვა თავისუფალი სითხის (ჩაის, ყავის, წვნიანის) სახით, 1-1,5 ლ-ს – საკვების მეშვეობით, 0,3-0,4 ლიტრს კი, თქვენ წარმოიდგინეთ, თავად ორგანიზმი გამოიმუშავებს ნივთიერებათა ცვლის პროცესში.

ბოსტნეულში, ხილსა და კენკრაში წყლის შემცველობა 85-95%-ს უტოლდება, რძეში – 88%-ს, ყველში – 40-50%-ს, კვერცხში – 74%-ს, თევზში – 75-80%-ს, ხორცში – 60-70%-ს, პურში 40-45%-ს. თუმცა საჭირო ოდენობით მის ცალკე მიღებას ჯანმრთელობისთვის მართლაც დიდი მნიშვნელობა აქვს.

წყურვილის მოსაკლავად წყალი ყლუპობით უნდა ვსვათ 5-10 წუთში ერთხელ და არა ერთბაშად. ისიც უნდა ითქვას, რომ წყალი წყურვილს კლავს არა დალევისთანავე, არამედ მიღებიდან 10-12 წუთის შემდეგ, როცა მას საჭმლის მომნელებელი ტრაქტი შეიწოვს.წყალი და ჯანმრთელობა | შენი სუფრა

თეორიულად, ჭამის დროს წყლის ან რომელიმე სხვა სითხის მიღება უნდა ანელებდეს საჭმლის მონელებას კუჭის წვენის განზავების ხარჯზე, თუმცა უახლესმა კვლევებმა ეს თეორია არ დაადასტურა.

წყალი 

 

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
READ  Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა – მოქმედების მექანიზმი და უკუჩვენებები
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები