ტკბილეული სცადეთ, თავად მოამზადეთ და გაუზიარეთ სხვებსაც!

0
193
#post_seo_title

ტკბილეული მოამზადეთ თავად!

ტკბილეული ბევრი ჩვენგანის განუყოფელი ნაწილია, ბავშვები კი განსაკუთრებით არიან მისი მოყვარული, თუ სახლში მოამზადებთ ამით მაქსიმალურად შეამცირებთ მავნე პროდუქტების მოხმარებას, გთავაზობთ უგემრიელესი ტკბილეულის რეცეპტს, რომელიც საკონდიტროში ნაყიდს არაფრით ჩამოუვარდება.

მასალა: ნიგოზი 150 გრამი. შაქრის პუდრა 150 გრამი. კვერცხი 1 ცალი, შოკოლადი 150 გრამი. წყალი 2 ს/კ

მომზადება

ნიგოზი გავატაროთ ხორცსაკეპში, დავაყაროთ შაქრის პუდრა და ავურიოთ კვერცხის ცილაში. გავაკეთოთ პატარა ბურთები.

ცხელ წყალში გავხსნათ შოკოლადი, დავდგათ ცეცხლზე და ვადუღოთ, სანამ კარგად არ შესქელდება.

 

გადმოვდგათ ცეცხლიდან, ამოვავლოთ თითოეული ბურთულა შოკოლადში, მაშინვე შაქრის ფხვნილში და დავალაგოთ პერგამენტგადაფარებულ თუნუქის ფურცელზე. შევდგათ დაბალ ცეცხლზე გახურებულ ღუმელში ათი წუთით და გამოვიღოთ. გემრიელად მიირთვით!

author avatar
SheniSupra.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  არომატულ ბულიონში მომზადებული პელმენი

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ