ნარინჯისფერი სტაფილო შავ სტაფილოზე მეტად გავცელებულია, თუმცა ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს შავი სტაფილოს მნიშვნელობა და მისი სასარგებლო თვისებები.
მოცემულ სტატიაში წარმოგიდგენთ 5 მიზეზს თუ რატომ უნდა მიირთვათ შავი სტაფილო:
1. სავსეა საკვები ნივთიერებებით
შავი სტაფილო მდიდარია აუცილებელი საკვები ნივთიერებებით, ვიტამიმებით A და K, კალიუმითდა ანტიოქსიდანტებით, როგორიცაა ანთოციანინები. იგი ზოგადად ჯანმრთელობისთვისაა სასარგებლო, ორგანიზმს ეხმარება ძლიერი იმუნური სისტემის შენარჩუნებაში.
შავ სტაფილოში შემავალი ბეტა კაროტინი ორგანიზმში A ვიტამინად გარდაიქმნება, რაც კარგი მხედველობის შენარჩუნებას უწყობს ხელს.იგი ასევე იცავს ასაკობრივი მაკულარული დეგენერაციისა და კატარაქტისგან.
შავი სტაფილო დიაბეტისთვის შესაფერისი ბოსტნეულია. მას აქვს დაბალი გლიკემიური ინდექსი, რაც იმას ნიშნავს, რომ მაღალგლიკემიურ საკვებთან შედარებით, სისხლში შაქრის დონის უფრო ნელ და თანდათანობით მატებას იწვევს.
შავ სტაფილოში არსებულ ანთოციანინებს ანთების საწინააღმდეგო თვისებები გააჩნიათ, რაც მთელ სხეულს ანთების შემცირებაში ეხმარება. ამას გარდა, იგი ხელს უწყობს ისეთი ქრონიკული დაავადებების რისკის შემცირებას, როგორიცაა გულის დაავადება, ართრიტი და კიბოს გარკვეული ტიპები.
#drpkhakadze #gochadze #shenisupra
მასალის გამოყენების პირობები