ყავის ექსპორტი იზრდება

0
35
#post_seo_title

გლობალური ყავის ექსპორტი 2023/24 მარკეტინგულ სეზონზე, რომელიც წინა წლის ოქტომბრიდან წლევანდელი სექტემბერის პერიოდს მოიცავს, 11,7%-ით გაიზარდა და 137,27 მლნ ტომარა შეადგინა. ერთი ტომრის წონა 60 კგ-ია.

ყავის ექსპორტი, უფრო კონკრეტულად  მოუხალავი ყავის გადაზიდვები 11,8%-ით, 123,75 მლნ ტომრამდე გაიზარდა.

მაკრორეგიონებს შორის ყავის უმსხვილესი ექსპორტიორის პოზიციას სამხრეთ ამერიკა ინარჩუნებს, რომელმაც 2023/24 წლიურ სეზონზე მიწოდება 30,7%-ით, 66,13 მლნ ტომრამდე გაზარდა.

კერძოდ, ყავის რეკორდული გადაზიდვის მაჩვენებელი ბრაზილიაში დაფიქსირდა, რამაც 49,03 მლნ ტომარა შეადგინა.

თუმცა აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების ყავის გაყიდვები დასრულებულ სეზონზე 6,7%-ით, 40,62 მლნ ტომრამდე შემცირდა, მაშინ, როცა აფრიკის მიწოდება, პირიქით, 17,3%-ით, 16,02 მლნ ტომრამდე გაიზარდა.

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ