ღუმელში გამომცხვარი ყველიანი ფირფიტები

0
15
#post_seo_title

ხდება ხოლმე, რომ მაცივარი ცარიელია პროდუქტებისგან და გაქვს მხოლოდ ყველის მცირე რაოდენობა. მარკეტში გასვლასაც ვერ ახერხებ. ეგ არაფერია. მწირი ინგრედიენტებით შეგიძლია მოამზადო უგემრიელესი და უნოყიერესი ყველიანი ფირფიტები, რომლითაც მთელ ოჯახს დაანაყრებ. ეს არის პიცის ერთგვარი მარტივი ალტერნატივა.

ინგრედიენტები

  • 300 გ ფქვილი
  • 150 გ მაგარი ყველი
  • ორი ს. კ. შაქარი
  • ერთი ცალი კვერცხი
  • 250 მლ წყალი
  • ნახევარი ჩ. კ. საფუარი
  • ნახევარი ჩ. კ. მარილი
  • ორი ს. კ. ზეთი
  • სეზამის მარცვლები გემოვნებით

მომზადება

  1. ღრმა თასში შეურიე ფქვილი, შაქარი, მარილი, საფუარი და თბილი წყალი. მოზილე ცომი.

ღუმელში გამომცხვარი ყველიანი ფირფიტები

  1. დაამატე ზეთი და კვლავ მოზილე. შემდეგ დააფარე საკვები პარკი და დატოვე ასე ნახევარი საათით.

ღუმელში გამომცხვარი ყველიანი ფირფიტები

  1. ამოსული ცომი გაყავი 4 ნაწილად და თითოეული მათგანი მოაგუნდავე. შემდეგ დაიწყე მათი გაბრტყელება ფქვილიან ზედაპირზე.

ღუმელში გამომცხვარი ყველიანი ფირფიტები

  1. გაბრტყელებული ფირფიტები გადაიტანე საცხობ ფორმაზე, წაუსვი გათქვეფილი კვერცხი და მოაყარე გახეხილი ყველი. სურვილის შემთხვევაში კი – სეზამის მარცვლები და ყაყაჩოს თესლიც შეგიძლია მოაფრქვიო.

ღუმელში გამომცხვარი ყველიანი ფირფიტები

  1. გამოაცხე 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 20 წუთის მანძილზე. გადააფარე ჩაისტილო და ასე გააციე.

ეს მსუყე და გემრიელი ღვეზელი უცებ იჭმევა, ამიტომ სჯობს თავიდანვე ორმაგი დოზა მოამზადოთ.

გაუზიარეთ რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!

მასალის გამოყენების პირობები