ორშაბათი, სექტემბერი 30, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedქართული ღვინო ამერიკის შეერთებულ შტატებში, გაყიდვებით უპრეცედენტო ნიშნულს აღწევს

ქართული ღვინო ამერიკის შეერთებულ შტატებში, გაყიდვებით უპრეცედენტო ნიშნულს აღწევს

„ქართული ღვინო სრულყოფილია, ამერიკის შეერთებულ შტატებში  იზრდება  ქარვისფერი ღვინის მოხმარება“ 

ქართული ღვინო წარადგინეს „Colangelo  &Partners” ორგანიზებით, საქართველოში ამერიკელი ღვინის პროფესიონალების ტუზე. ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Colangelo  &Partners” ვიცეპრეზიდენტი ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის 12-კაციანი ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ წარმოდგენილი.

ღვინით ვაჭრობის სფეროს  და „Colangelo&Partners”-ის წარმომადგენლები. აშშ წარმოადგენს ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს, სადაც, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, აქტიური მარკეტინგული კამპანია ხორციელდება.  ამერიკელი ღვინის პროფესიონალების ვიზიტები წარმოადგენს აღნიშნული კამპანიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას. ვიზიტების ფარგლებში, სტუმრები ადგილზე ეცნობიან ქართულ ღვინოებს, მის ისტორიას და კულტურას. ტურის ფარგლებში, ღვინის პროფესიონალები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს კახეთსა და ქართლში ესტუმრნენ, სადაც  ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიას გაეცნენ,  ადგილზე დააგემოვნეს როგორც კლასიკური, ასევე ტრადიციული მეთოდით დამზადებული ქართული ღვინოები. „ამერიკის შეერთებულ შტატებში  იზრდება  ქარვისფერი ღვინის მოხმარება და რესტორნების  ღვინის მენიუს ჩამონათვალში უფრო და უფრო მეტად გვხვდება. შეიძლება ითქვას, რომ ქართული ღვინო სრულყოფილია და ის საუკეთესოა სხვადასხვა განსხვავებული ტიპის  სამზარეულოსთვის.

მე ვფიქრობ, რომ  რესტორნის სომელიეები, ღვინის სააგენტოების ხელმძღვანელები, სასტუმროების საკვებისა და სასმელების ოპერატორები უნდა ჩამოვიდნენ საქართველოში ამ ხარისხის მრავალფეროვნების სანახავად და შეიტანონ ის თავიანთ ქვეყნებში ღვინის კატეგორიის  გასაზრდელად“, – აღნიშნა  „Colangelo & Partners”-ის ვიცეპრეზიდენტმა პოლ იანონმა (Paul Yanon). ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობის ფარგლებში, „Colangelo & Partners“ აშშ-ში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას 2022 წლიდან ახორციელებს. „Colangelo & Partners“ ერთ-ერთი უმსხვილესი მარკეტინგული კომპანიაა, რომელიც  ამერიკის ბაზარზე 15 წელზე მეტია ოპერირებს. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და მხარდაჭერით, აშშ-ში განხორციელებულმა მომხმარებელზე ორიენტირებულმა სარეკლამო კამპანიამ და  ისეთ მედია საშუალებებთან თანამშრომლობამ, როგორიც არის CBS და CNN, წარმატებულად იმუშავა და შედეგად, 2023 წლის მეოთხე კვარტალში და 2024 წლის განვლილი პერიოდში ქართული ღვინის გაყიდვების უპრეცენდენტო ზრდა დაფიქსირდა. მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 900 ათას ლიტრამდე ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 66%-ით აღემატება.

კითხვის გაგრძელება

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
გიორგი ფხაკაძე
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
გემრიელი ჩაის მიმართულებები ევრაზიასა და ინდონეზიაში

გემრიელი ჩაის მიმართულებები ევრაზიასა და ინდონეზიაში

30 September, 2024
A new COVID-19 variant, XEC, has spread across 27 countries, including the US, infecting more than 600 people.

A new COVID-19 variant, XEC, has spread across 27 countries, including the US, infecting more than 600 people.

სექტემბერი 30, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 30 სექტემბერი

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 30 სექტემბერი

30 სექტემბერი 2024
3 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ ბრტყელი გადახურვის შემთხვევაში

3 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ ბრტყელი გადახურვის შემთხვევაში

სექტემბერი 30, 2024
ერთი რჩევა ყველასათვის: ნუ გადააგდებთ ხმელ პურს, ის ხომ უძვირფასესი პროდუქტია

ერთი რჩევა ყველასათვის: ნუ გადააგდებთ ხმელ პურს, ის ხომ უძვირფასესი პროდუქტია

სექტემბერი 30, 2024
ახალი კვლევის მიხედვით, მეთანით დაბინძურება სწრაფად იზრდება – მეცნიერები საფრთხეზე საუბრობენ

ახალი კვლევის მიხედვით, მეთანით დაბინძურება სწრაფად იზრდება – მეცნიერები საფრთხეზე საუბრობენ

30 სექტემბერი 2024
კლდეში ნაკვეთი სარკინეთის მამათა მონასტერი – ულამაზესი და სტრატეგიული მნიშვნელობის ადგილი

კლდეში ნაკვეთი სარკინეთის მამათა მონასტერი – ულამაზესი და სტრატეგიული მნიშვნელობის ადგილი

სექტემბერი 30, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ჰოლივუდური სკანდალი

ჰოლივუდური სკანდალი

სექტემბერი 28, 2024
რა უნდა იცოდეთ საზღვრის გადაკვეთა – გადმოკვეთის ცნობის შესახებ

რა უნდა იცოდეთ საზღვრის გადაკვეთა – გადმოკვეთის ცნობის შესახებ

30 სექტემბერი 2024
თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე გადაადგილება შეიზღუდება

თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე გადაადგილება შეიზღუდება

სექტემბერი 30, 2024
რა არის სტარტაპი და როგორ ვმართოთ ის წარმატებით

რა არის სტარტაპი და როგორ ვმართოთ ის წარმატებით

სექტემბერი 19, 2024
რატომ არ მიფრინავენ ბეღურები თბილ ქვეყნებში

რატომ არ მიფრინავენ ბეღურები თბილ ქვეყნებში

სექტემბერი 30, 2024
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები