ფუნთუშა კრემით

0
23
#post_seo_title

 

Mediko Jikia-ს ფოტო.

მასალა
500 გ. რძე
50 გ. კარაქი
1 სუფრის კოვზი დროჟი
2 კვერცხი.
ცოტა მარილი
2 სუფრის კოვზი შაქრის ფხვნილი
2 სუფრის კოვზი ზეთი
ფქვილი რასაც შეიზელს.

კრემი
ავადუღოთ 0,5 ლიტრი წყალი. ცალკე ჯამში 0,5 ჭ. პესოკი და 0,5 ჭ. ფქვილი ავურიოთ და ცოტა წყალი დავასხათ, შემდეგ ნელ-ნელა ჩავასხათ მდუღარეში და ვურიოთ. ნელ ცეცხლზე მივშუშოთ, სანამ ფქვილის გემო არ გაქრება. დავუმატოთ ვანილი.

ცომის მომზადება
თბილ რძეში გავხსნათ საფუარი, შემდეგ ავურიოთ კარგად ათქვეფილი კვერცხი. შერბილებული კარაქი. მარილი, ზეთი, პესოკი. ფქვილი შევაზილოთ ისე რომ მივიღოთ ფაფუკი ცომი. ხელზე უნდა გვეკრობოდეს. დავაცადოთ გაფუება.
ამოვიღოთ პატარა გუნდები. გავაბრტყელოთ ხელით. დავადოთ კრემი. მოვახვიოთ,მივცეთ პონჩიკის ფორმა. შემდეგ შევწვათ ზეთში.მოვაყაროთ პუდრი
ერთი პორციიდან გამოდის საშუალო ზომის 32-35 პონჩიკი. მიირთვით გემრიელად

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ