უგემრიელესი და უფაფუკესი ნამცხვარი

0
22
#post_seo_title

იდეალი თუ ზღაპარი?

ინგრედიენტები

5ც კვერცხი

2 ჩ.ჭ.(200გრიანი) შაქარი

4ს.კ თაფლი

100გრ კარაქი ან მარგარინი

2ს.კ კონიაკი

1ს.კ ხსნადი ყავა(გრანულები არა)

3ს.კ კაკაო

2ჩ.კ სოდა+ძმარი

ვანილი

3.5 ჩ.ჭ ფქვილი (მასა უნდა იყოს დასასხმელი)

მომზადება

კარგად ათქვეფილ კვერცხს დავამატოთ შაქარი,თაფლი. შემოვდგათ ორთქლის აბაზანაზე, დავამატოთ კარაქი და რომ გადნება 2ჩკ სოდა ძმარში გახსინილი,კაკაო,ყავა და ვანილი, თან ვურიოთ. კარაქი რომ გადნება გადმოვდგათ ორთქლიდან დავამატოთ კონიაკი და სილიკონის ნიჩბით შევურიოთ ფქვილი. მასა უნდა იყოს დასასხმელი. გაყავით სამ თანაბარ ნაწილად-მე 4 ნაწილი პატარა ზომის ზემოდან მოსაყრელად. გამოვაცხოთ კალკადაფენილ ჟარონაზე 180 გრადუსზე. ცხვება 6-7 წთ-ში, ფირფიტები არის ძალიან რბილი და ფაფუკი.

კრემი-2ც მოხარშულ შესქ. რძეს დავამატოთ გათქვეფილი 200გრ კარაქი და ვანილი. ზემოდან თხლად დაჭრილი ნიგოზი და ნაფხვენები მოვაყაროთ.

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ