ორშაბათი, ივლისი 14, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგირომელია საუზმისთვის ყველაზე შესაფერისი დრო და პროდუქტები

რომელია საუზმისთვის ყველაზე შესაფერისი დრო და პროდუქტები

ალბათ, ბევრი ადამიანი დილას ყველაზე ხშირად ფინჯანი ყავითა და მცირე წახემსებით იწყებს.

ნუტრიციოლოგები განმარტავენ, სინამდვილეში, რა უნდა მივირთვათ საუზმეზე და რომელია ამისთვის ყველაზე კარგი დრო:

როგორც ნუტრიციოლოგები ამბობენ, ოქროს წესია, რომ ადამიანმა საუზმე გაღვიძებიდან 1 საათის შემდეგ მიირთვას. ეს მეტაბოლური პროცესების მოწესრიგებაში დაგეხმარებათ და დღის მეორე ნახევარში გაძლიერებული კვების სურვილს მოგიკლავთ.

თუ გაღვიძებისთანავე, ან მალევე საუზმეს მიირთმევთ, ამან შესაძლოა, დაღლილობა გამოიწვიოს, რაც თქვენს პროდუქტიულობას ხელს შეუშლის.

იდეალური საუზმე ცილებისაგან, მაგალითად კვერცხის, უცხიმო იოგურტის, მცენარეული ცილისაგან იწყება. ის შეიძლება შერწყმული იყოს დაბალი გლიკემიური ინდექსის ნახშირწყლებთან, როგორებიცაა შვრიის ფაფა, წითელი ან ყავისფერი ბრინჯი, წიწიბურა ან კინოა. ვაშლით, ფორთოხლით, ისპანახით, ან კომბოსტოთი დამზადებული სხვადასხვა სმუზი, ჩიას, ან სელის თესლით კარგი ალტერნატივაა.

სპეციალისტები გირჩევენ, რომ დილით გადამუშავებული საკვები, მათ შორის, შეფუთული, ან ახლად გამოწურული ისეთი წვენები, რომლებსაც შაქარი აქვთ დამატებული, არ მიიღოთ.

მარტივი ნახშირწყლების მიღება, როგორებიცაა, ტკბილეული, ცომეული, შოკოლადი, ჯობს თავიდან აირიდოთ. გარდა ამისა, დილით უზმოზე ყავის მიღება რეკომენდებული არ არის. ყავამდე ისაუზმეთ.

#drpkhakadze

#pitskhelauri

წყარო

 

author avatar
SheniSupra.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  გამორჩეული მჟავეული ქართულ გასტრონომიაში
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები