ხუთშაბათი, მაისი 7, 2026
- Advertisement -
Google search engine
მთავარიUncategorizedგამორჩეული მჟავეული ქართულ გასტრონომიაში

გამორჩეული მჟავეული ქართულ გასტრონომიაში

მრავალსაუკუნოვანი წარსულის მქონე ქართულ სამზარეულოს თუ გადავხედავთ, დავრწმუნდებით, რომ აქ უხვადაა მარილის, წიწაკისა და არომატული სანელებლების გემოები.

ქართველებს გვიყვარს ცხარე და მჟავე კერძები, ისინი ჩვენი კვების რაციონში შეუცვლელია. განსაკუთრებით ეს მწნილებს ეხება.

მწნილი ქართულ გასტრონომიაში

მწნილები ყველა სარიტუალო და საოჯახო სუფრაზე შეგხვდება. ეთნოგრაფიული წყაროებიდან ცნობილია, რომ დიდი ხნის წინათ არსებობდა თიხის ჭურჭელი, რაშიც საქართველოში ხილს თუ ბოსტნეულს ამარილებდნენ, ძმრისა და სხვადასხვა მცენარის დამატებით აგემრიელებდნენ და ზამთრისათვის საკვებად იყენებდნენ. ასეთი ჭურჭელი ხან დერგი იყო, ხან – ქილა და ხან – საგანგებოდ გაკეთებული ქვევრი. საქართველოში იცოდნენ ისიც, რომ თიხის ჭურჭელი საუკეთესოდ ასრულებდა მაცივრის ფუნქციას. ბუნებრივი თიხამიწის წყალობით პროდუქტი მავნე ნივთიერებებისგანაც დაცული იყო, არც ობს იკეთებდა და სასიამოვნო კვებით ღირებულებებსაც დიდხანს და საიმედოდ ინარჩუნებდა.                                  

მწნილების მომზადება თითქოს რთული არ იყო, მაგრამ იყვნენ დიასახლისები, რომლებმაც კარგი მწნილის ჩადების საიდუმლო იცოდნენ და მათი ნახელავი განსაკუთრებული გემოთი გამოირჩეოდა. უნდა ითქვას ისიც, რომ მწნილის ოსტატებად მამაკაცებიც გვევლინებოდნენ. 

მთელი წლის ნაშრომის დაბინავებაში მწნილის მომზადება ცალკე რიტუალი გახლდათ. ოჯახი  ბარაქიანი იყო, თუკი მარანში, ღვინოსთან ერთად, მწნილიც ჰქონდა დამარაგებული. ასეთ ოჯახში დიასახლისი, სანამ სუფრის თადარიგს შეუდგებოდა, სტუმარს პურით, მწნილითა და ღვინით (ან არყით) უმასპინძლდებოდა. ეს ტრადიცია ახლაც გრძელდება. სახელდახელო  მენიუში მწნილი პირველ სამეულშია. ზოგადად კი, მწნილის ასორტის ქართულ სუფრაზე საპატიო ადგილი უჭირავს და მათ შორის ჯონჯოლი უპირველესია.  

რის მწნილს გასინჯავ საქართველოში?

რა თქმა უნდა, ჯონჯოლის მწნილს. მას გაზაფხულის ბოლოს ამზადებენ და ბევრგან, განსაკუთრებით აღმოსავლეთში, მოგართმევენ სუფრაზე – ახალი ქინძით, თხლად დაჭრილი ხახვით, ზეთითა და ძმრით შეზავებულს. იმერეთში ჯონჯოლს გატარებული ნიგვზით, ახალი ქინძით, კამითა და ძმრით შესუნელებულს შემოგთავაზებენ.  

ნამდვილ დელიკატესს – ნივრის მწნილს ბევრი მოყვარული ჰყავს. ნედლი ნივრისგან დამზადებული ეს პროდუქტი ერთ-ერთი მწნილეულია, რომელსაც არანაირი სხვა გემოსა და მწვანილის დამატება არ სჭირდება. თეთრი, ქათქათა და ხრაშუნა ნივრის თავები სასიამოვნო და სასარგებლოა. 

READ  ჯანსაღი ხილის დესერტი

საქართველოში ყველა რესტორნის მენიუშია მჟავის ასორტი – წიწაკა, კიტრი პომიდორი,  კომბოსტო. კომბოსტოს მწნილის ორი სახეობა არსებობს –  ჭარხლით (წითელი) და დაკეპილი (თეთრი), რომელიც, სავარაუდოდ, მეზობელი ქვეყნის სამზარეულოდან შემოვიდა.

მკვახე ან ნახევრად მწიფე პომიდვრის მწნილი (მწვანილისა და ნივრის სატენით) გამორჩეული მწნილია და მას გვიან შემოდგომაზე ამზადებენ. მისი დაგემოვნება, პრასისა და შავი ფხლის მსგავსად, უფრო საოჯახო სუფრებზეა შესაძლებელი. ასევე ბევრი დიასახლისი ამზადებს მწნილის სალათებს და შესუნელებულ მწნილს, რომელიც ვეგეტარიანელებისთვის ნამდვილი აღმოჩენა იქნება.

ბოლო დროს ქართულ სამზარეულოში დელიკატესად  გაჩნდა ბამბუკისა და ჩოიოტას (მექსიკური კიტრი) მწნილები, რომლებიც განსაკუთრებული ტექნოლოგიით მზადდება და  მცენარის მოგროვებასაც ზუსტი დროის შერჩევა სჭირდება. 

მწნილი დღეს სუპერმარკეტებშიც შეიძლება შეგხვდეს, თუმცა ე.წ. გლეხურ მწნილს ყველაზე იოლად ბაზრებში შეიძენ. მწნილის ნაკრები ქართულ სალობიეებსა და რესტორნებში ფხალეულისა და ლობიოს აუცილებელი პარტნიორია. აქ შეიძლება ნახო როგორც ბოსტნეულის, ისე გოგრის, ვაშლის, კომშისა და ნესვის მწნილებიც.

 

წყარო

 

 

 

#drpkhakadze #gochadze  #shenisupra

author avatar
SheniSupra.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.