როგორ ვიკვებოთ სწორად – ექსკლუზიური ინტერვიუ კვების ქოუჩთან და Foodbloger სოფია პაპავასთან

0
521
#post_seo_title

მედიაჰოლდინგ “შენის” მორიგი რესპონდენტი კვების ქოუჩი და Food ბლოგერი, 《სოფიას ჯანსაღი კულინარია-Sofia’s Healthy Cooking》 შემქმნელი სოფია პაპავაა…

სოფიას მიზანია ადამიანებს დაეხმაროს მარტივად და ჯანსაღად წონის დაკლებაში. როგორ აკეთებს ამას, ინტერვიუდან შეიტყობთ:

– მოგვიყევით თქვენ შესახებ…

– მე ვარ სოფია პაპავა, 44 წლის. მაქვს სამედიცინო განათლება და ამჟამად ვმუშაობ ათენში, დიეტოლოგიის ცენტრში. პარალელურად, ვარ კვების ქოუჩი და კულინარიული ბლოგის ავტორი. ჩემი მიზანია, დავეხმარო ადამიანებს ჯანსაღი კვების მარტივად და სიამოვნებით დანერგვაში.

როგორ ვიკვებოთ სწორად – ექსკლუზიური ინტერვიუ კვების ქოუჩთან და Foodbloger სოფია პაპავასთან | შენი სუფრა

– როდის გაჩნდა თქვენი ინტერესი კულინარიის მიმართ?

– ბავშვობიდან ვამზადებდი კერძებს და დიდი სიხარულით ვუზიარებდი გარშემომყოფებს. ეს პროცესი ყოველთვის მახარებდა. დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ სწორი კვება ადამიანის კეთილდღეობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, ამიტომ გადავწყვიტე, ეს სფერო საფუძვლიანად შემესწავლა.

როგორ ვიკვებოთ სწორად – ექსკლუზიური ინტერვიუ კვების ქოუჩთან და Foodbloger სოფია პაპავასთან | შენი სუფრა

– საოცარი პროფესიონალიზმით უძღვებით ბლოგს. რა არის თქვენი მთავარი მოტივაცია?

– ჩემი მთავარი მოტივაციაა, ადამიანებს დავეხმარო – თავი უკეთ იგრძნონ, არ დაიტანჯონ მკაცრი დიეტებით და აღმოაჩინონ, რამდენად გემრიელი შეიძლება იყოს ჯანსაღი კვება.

როგორ ვიკვებოთ სწორად – ექსკლუზიური ინტერვიუ კვების ქოუჩთან და Foodbloger სოფია პაპავასთან | შენი სუფრა

– რომელი კერძია თქვენი ფავორიტი?

– ჩემთვის განსაკუთრებულად საყვარელი საკვებია თევზი. ხშირად ვიყენებ მის სხვადასხვა სახეობასა და მომზადების ტექნიკას ჩემი ყოველდღიური მენიუსთვის.

– ყველაზე ხშირად რომელი კერძი მზადდება თქვენს სამზარეულოში?

– ჩემს სამზარეულოში ყველაზე ხშირად მზადდება თევზი და სალათები. ძალიან მომწონს, როდესაც კერძი არა მხოლოდ გემრიელია, არამედ ვიზუალურად მიმზიდველიც.

როგორ ვიკვებოთ სწორად – ექსკლუზიური ინტერვიუ კვების ქოუჩთან და Foodbloger სოფია პაპავასთან | შენი სუფრა

– არსებობს ინგრედიენტი, რომელსაც არასდროს იყენებთ?

– ერთადერთი ინგრედიენტი, რომელსაც არ ვიყენებ, არის შაქარი. ყველა სხვა პროდუქტი ზომიერად მისაღებია, რადგან სწორი ბალანსის დაცვით შესაძლებელია როგორც ჯანსაღი, ისე გემრიელი საკვების შექმნა.

– შეგიძლიათ გაგვიზიაროთ მარტივი და გემრიელი რეცეპტი?

– რა თქმა უნდა! წარმოგიდგენთ შოკოლადის კექსის რეცეპტს:

ინგრედიენტები: 130 გრ შვრიის ფქვილი, 130 გრ რუხი ფქვილი, 130 გრ თეთრი ფქვილი, 70 გრ შავი შაქარი, 1 ჩ.ჭ. ფორთოხლის წვენი, 1 ფორთოხლის ცედრა, 1/2 ჩ.ჭ. ზეთი, 1 ჩ.ჭ. ადუღებული წყალი, 3 ჩ.კ. კაკაო, 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი, მწიკვი მარილი, ვანილი,

მომზადების წესი:

გავცრათ ფქვილი და კაკაო. დავამატოთ შვრიის ფქვილი, ვანილი, გამაფხვიერებელი და მარილი.

ახალგამოწურულ ფორთოხლის წვენში გავხსნათ შაქარი, ფორთოხლის ცედრა, ზეთი და ადუღებული წყალი, შემდეგ დავამატოთ ფქვილის ნარევი და კარგად მოვურიოთ კოვზით.

მიღებული მასა ჩავასხათ ცხიმწასმულ ფორმაში და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.

– რას ურჩევდით დამწყებ ფუდბლოგერებს?

READ  კონიაკის იმპორტი საქართველოში

– იყავით ავთენტურები. ნუ შემოიფარგლებით მხოლოდ რეცეპტებით – მოუყევით თქვენი ისტორიები, გაუზიარეთ გამოცდილება და ყოველთვის ეცადეთ, რომ თქვენი კონტენტი ღირებული იყოს.

როგორ ვიკვებოთ სწორად – ექსკლუზიური ინტერვიუ კვების ქოუჩთან და Foodbloger სოფია პაპავასთან | შენი სუფრა

– რას მოიცავს თქვენი სამომავლო გეგმები?

– ჩემი გეგმები მხოლოდ კვებას არ უკავშირდება. მსურს, დავეხმარო მიუსაფარ ცხოველებს, ასევე, მოხუცთა და ბავშვთა ცენტრებში მცხოვრებ ადამიანებს. მჯერა, რომ ჩემი საქმიანობით კიდევ უფრო დიდ პოზიტიურ ცვლილებებს მივაღწევ.

მადლობა თქვენ, ასეთი თბილი მიღებისთვის! მიხარია, თუ ჩემი გამოცდილება და რჩევები ვინმეს დაეხმარება ჯანსაღი კვების გზაზე.

-თქვენს დეტოქს ჩაიზე გვიანბეთ

– მე შევქმენი უნიკალური დეტოქს ჩაი, რომელიც მთლიანად მცენარეულია და ხელს უწყობს ცხიმების წვას, ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესებასა და მადის შემცირებას. ეს ჩაი შეიძლება მიიღოთ როგორც წონის კლების, ისე ორგანიზმის გაწმენდის მიზნით – მთავარია, სწორად გამოიყენოთ.

თუ გსურთ წონის დაკლება, რეკომენდებულია მისი მიღება ყოველდღიურად, 3-4-ჯერ, მშიერ კუჭზე ან საკვებს შორის.

თუ დეტოქსის მიზნით სვამთ, მაშინ მიიღეთ თვეში 10 დღე, დღეში 2 ჭიქა.

მომზადება ძალიან მარტივია: 1 ჩაის კოვზ ნარევს ადუღებულ წყალს ვასხამ, ვაჩერებ 2-3 წუთი და ვსვამ როგორც ცხელს, ისე ცივს. კიდევ უფრო ძლიერი ეფექტისთვის, შესაძლებელია საღამოს, მშიერ კუჭზე, 800 მლ-ის მიღება.

ჩაი შედგება სამი გასახდომი, სამი შარდმდენი და ოთხი არომატული მცენარისგან, რომლებიც ბუნებრივად წმენდს ორგანიზმს და აუმჯობესებს საერთო მდგომარეობას.

ჩემთვის უმთავრესია, რომ ჩემი დეტოქს ჩაი დაგეხმაროთ უკეთეს თვითგრძნობაში და ჯანსაღი ცხოვრების გზაზე დადგომაში!

– წარმატებებს გისურვებთ! 

ავტორი თაკო ფიცხელაური 

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ