ნაყინის იმპორტი -იხილეთ სტატისტიკა
ნაყინის იმპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა, 2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ 5.033 მლნ დოლარის ღირებულების ნაყინი იყიდა, რაც 15 წლის რეკორდული მაჩვენებელია. 2009 წელს ქვეყანაში 838.5 ათასი დოლარის ცივი ნუგბარი შემოვიდა.
გარდა 2009 წლისა, ნაყინის იმპორტი გაზრდილია 2023 წლის იანვარ-ივლისთან შედარებითაც. კერძოდ, შარშან საქართველოში 3.840 მლნ დოლარის პროდუქტის იმპორტი განხორციელდა.
რაც შეეხება იმპორტიორ ქვეყნებს, 2024 წლის შვიდ თვეში ყველაზე დიდი რაოდენობით ნაყინი თურქეთიდან შემოვიდა, მეორე ადგილზეა – უკრაინა, ხუთეულში შედიან – საფრანგეთი, რუსეთი და სომხეთი.
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
მასალის გამოყენების პირობები