შენი სუფრაშენი სუფრაშენი სუფრა
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
Search
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
კითხვა: “ეს არის ჩემი საოცნებო საქმე, რომელსაც ხელი მოვკიდე და გაამართლა…” – ინტერვიუ Food ბლოგერ გიორგი კოხრეიძესთან, რომლის იუმორისტული ვლოგები და ოთხფეხა მეგობარი ყველამ შეიყვარა
გაზიარება
შეტყობინება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი სუფრაშენი სუფრა
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
Search
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
გაქვთ არსებული ანგარიში? შესვლა
გამოგვყევით
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
ექსკლუზივისიახლეები

“ეს არის ჩემი საოცნებო საქმე, რომელსაც ხელი მოვკიდე და გაამართლა…” – ინტერვიუ Food ბლოგერ გიორგი კოხრეიძესთან, რომლის იუმორისტული ვლოგები და ოთხფეხა მეგობარი ყველამ შეიყვარა

"ეს არის ჩემი საოცნებო საქმე, რომელსაც ხელი მოვკიდე და გაამართლა...” - ინტერვიუ Food ბლოგერ გიორგი კოხრეიძესთან, რომლის
Logo on a green background: white rounded-square icon with the text 'ag60' inside, plus white Georgian script beneath the icon.
ავტორი
ირინა დათაშვილი
გამოქვეყნებული: ნოემბერი 4, 2025
გაზიარება
გაზიარება
ავტორი: ანი დავიდიანი
სოციალურ ქსელებში პოპულარული, Food ბლოგერი გიორგი კოხრეიძე, ,,შენი სუფრას” მკითხველს თავისი ბლოგის –  ,,მოხრაკული TV-ის” შექმნის, განვითარებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრება. გიორგის ვიდეორეცეპტები იუმორისტული ტონითა და მისი ოთხფეხა მეგობრის – ჯეკას მონაწილეობით, ალბათ, ყველას გამორჩეულად ახსოვს… 🙂
https://shenisupra.ge/wp-content/uploads/2024/05/An98UQqF3jCkk14igvjBYFOwy8TzPRuS7xeNJidQVxlQ9-f1cK0sOeMFzftLlqrFic2oInESLOWEIe-teqZb30.mp4
– გიორგი, რამდენი ხანია, რაც კულინარიულ სფეროში ხართ და რატომ გადაწყვიტეთ Food ბლოგერობა?
– უპირველესად, მადლობა, მივესალმები თქვენს მკითხველს. რაც შეეხება ჩემს ისტორიას,  დასაწყისშივე მქონდა კულინარიის მიმართ ინტერესი. 2017 წელს დავიწყე, როცა პირველი კერძი მოვამზადე. სხვათაშორის, გამომივიდა და რომ გამომივიდა – ზუსტად ამან მომცა მოტივაცია, რომ შემდეგში ამ სფეროში რაღაც გამეკეთებინა.
 
   პირველად დავიწყე საკუთარ ფეისბუქზე ვიდეობის ატვირთვით. რა თქმა უნდა, ამან არ გაამართლა და სამწუხაროდ, ბევრი ნახვა და მოწონება არ ჰქონდა ვიდეოებს, მაგრამ იმ დონეზე მქონდა ეს მოტივაცია შენარჩუნებული, რომ ეს ბოლომდე მივიყვანე და დღემდე ვიღებ ამგვარ ვიდეოებს.
https://shenisupra.ge/wp-content/uploads/2024/05/An807k41flOVk4syC9_YhDpMpnUvETxHWDUBe57cDnxKHfi6xFMmFVZmdHHDxM1up2oMqgoL5FCn5PoU2yP4hDXM.mp4
– მაინც რა იყო მოტივაცია იმისა, რომ Food ბლოგერობა გეცადათ?
– ზოგადად, ყველას ხომ ეკითხებიან ბავშვობაში „რა გინდა გამოხვიდე?“ ზოგი ამბობს პოლიციელი, მეხანძრე, ზოგი ბიზნესზე ოცნებობს და ა.შ. მეც ჩვეულებრივად ოცნება მქონდა, რომ ბლოგერი გავმხდარიყავი, კონკრეტულად Food ბლოგერობაზე არ მქონდა ასე ნაფიქრი, მაგრამ ბლოგერობა და სოციალურ ქსელში აქტიურობა ყოველთვის მაინტერესებდა, ამიტომაც დავიწყე კულინარიით.
შემდეგ მივხვდი, რომ ზოგადად ჩემი კულინარიული და Food ბლოგერული ცხოვრების გაერთიანება მომცემდა დადებით შედეგს, რადგან გამომდიოდა კერძების მომზადება და როგორც Food ბლოგერი კარგად ვართმევდი ამას თავს… 
– რთულია თუ არა ეს საქმიანობა თქვენთვის? რა წინაღობებს ხვდებით?
– სხვათაშორის, იმდენი წინაღობა და იმდენი სირთულე გამოვიარე, ამაზე ერთი წიგნი შემიძლია დავწერო… უარყოფით მხარეებზე Food ბლოგერობის და არა მარტო, ზოგადად, ბლოგერობისაც საქართველოში.
  წინაღობის ძალიან ბევრი ფაქტორია, არის ფსიქოლოგიური, ფინანსური ფაქტორი, არის ზოგადად გარემოს ფაქტორი. ანუ ყველაფერზე არის დამოკიდებული, რამაც შეიძლება შენზე უარყოფითად იმოქმედოს. ყველაზე გავრცელებული, რაც არის და პირდაპირ ვამბობ, რომ თუ თქვენ გაგაჩნიათ კონკრეტული სტილი, ისეთი იმიჯი გაქვთ, რასაც სხვები ვერ ხვდებიან, ეს ადამიანებში იწვევს უმეტესად უარყოფით ემოციებს. ამიტომ ეს ადამიანები, რომლებიც უარყოფითად არიან გაწნყობილნი, ცდილობენ შენც ჩაგითრიონ ამ ემოციურ მახეში, დაგამცირონ და ნეგატიური ემოცია გაგიზიარონ, რა თქმა უნდა, ეს დასაწყისში მოქმდებს. ძალიან ბევრმა Food თუ სხვა მიმდინარეობის ბლოგერმა, დარწმუნებული ვარ, დაანება თავი ამ საქმიანობას იმიტომ რომ, როდესაც ამხელა წნეხი გაქვს, ძალიან რთულია 100, 200, 300 თუ 1000 ადამიანის უარყოფითი ემოციები გადალახო.
    მაგრამ თუ შეძლებ, გაუმკლავდები და ამ ყველაფერს გარდაქმნი რაღაც დადებითად, ეს შემდგომში კარგ შედეგზე აისახება. ამიტომ ყოველთვის ვცდილობდი, რომ პოზიტიურად შემეხედა…
მეორე საკითხია – ფინანსები. თავიდანვე არავის უჩნდება სპონსორები, შენი თავის დამფინანსებელი შენ ხარ. ვახსენე, რომ ფეისბუქით დავიწყე ყველაფერი 2017 წელს, დამატებით, მარკეტინგის კუთხით ვმუშაობდი და არამხოლოდ ჩემს ძალისხმევასა და კრეატივს, არამედ ფინანსებსაც ვახარჯებდი, ერთი სიტყვით კედელს ვურტყამდი ხელს დაახლოებით 3-4 წელი და შემდეგ ამან შედეგი გამოიღო.
– როგორ ფიქრობთ, გადალახეთ ეს წინაღობები?
– კი ბატონო, ახლა ასე თუ ისე შემდგარი Food ბლოგერი ვარ. მყავს ჩემი თბილი, კარგი აუდიტორია, რომელსაც მოვწონვარ, რომელიც ნამდვილად ელოდება ჩემს ვიდეოებს და ახლა უკვე სხვა მოტივაცია მაქვს.
   Food ბლოგერობის და ზოგადად ბლოგერობის ეტაპები იყოფა პასუხისმგებლობების მიხედვით. უპირველესად, შენს თავთან გაქვს პასუხისმგებლობა, შემდეგ როდესაც აუდიტორია გეზრდება, მათთან გაქვს ეს გრძნობა და ეს შენი ჰობი იქცევა სამუშაოდ, რასაც შემდეგ მოჰყვება დაფინანსება და სპონსორები. ამიტომ, ახლა უკვე პასუხსიმგებლობა ჩემი მაყურებლის წინაშეც მაქვს.
– ახლა რა არის თქვენი ყველაზე დიდი მოტივაცია ამ საქმიანობაში?
– ყველაზე დიდი მოტივაცია ჩემი თავის თავისუფლებაა ამ საქმეში. მე ვიცი რა მინდა, რა მსურს და რა მაბედნიერებს. ვიცი, რომ ეს არის ჩემი საოცნებო საქმე, რომელსაც ხელი მოვკიდე და გაამართლა. ეს არის ჩემი ყველაზე დიდი მოტივაცია, რაც მაქვს და ყოველთვის მადლობას ვეუბნები ჩემს თავს, რომ ახლა არ ვზივარ მე ისეთ სამსახურში და არ ვაკეთებ ისეთ საქმეს, რომელზეც ვიფიქრებდი, თუ რატომ ავირჩიე ეს და რატომ არ ვარ სხვა საქმით დაკავებული. კი, შეიძლება ფინანსური კუთხით დღესაც არ იყოს ყველაფერი იდეალურად, მაგრამ ისიც, რომ ამ კუთხით არის შემოსავალი და ეს ჩემი სასიამოვნო საქმე ფინანსურ შემოსავალს მმატებს, ესეც დიდი ბედნიერებაა… მადლიერების გრძნობა მიჩნდება ჩემს თავთან და ჩემი საქმიანობის მიმართ.
– საინტერესოა, როგორია თქვენი ცხოვრება „მოხრაკული TV-ის“ მიღმა?
– ამ ყველაფრის მიღმა უმეტესწილად დაკავებული ვიყავი Target-ით, რაც თვითონ ამ Food ბლოგერობას ეხება, გარდა ამისა მარკეტინგის კუთხით და სოციალური მედიის მარკეტინგით. ზოგადად, დიმპლომი ფინანსური კუთხით მაქვს აღებული, საბანკო-საფინანსო საქმიანობის სპეციალობით. რა თქმა უნდა, მათემატიკური კალკულაციები, ფინანსური სფერო – ეს ყველაფერი მიზიდავდა დასაწყისში, მაგრამ შემდეგ რომ გადავხედე, ვთქვი, რომ ამ საქმიანობას როდესაც მოვკიდებ ხელს, არ ვიქნები ბედნიერი რაღაც კუთხით, რადგან ამოწურვადია და Food ბლოგერობა იმიტომ არის დადებითი, რომ რაღაცას რომ ამოწურავ, შეგიძლია ახალ ეტაპზე გადახვიდე. ამიტომ, ამ ეტაპზე დაკავებული ვარ Food ბლოგერობით.
– თქვენი ვიდეოები გამოირჩევა იუმორისტული გახმოვანებით და  თქვენს ოთხფეხა მეგობარ ჯეკასაც ყველა იცნობს 🙂 ეს ყველაფერი სპონტანურად მოხდა?
– რაც შეეხება ჩემს ვიდეოებს, პირდაპირ გეტყვით. ყველაფერი, რაც ხდება ვიდეოში – გახმოვანება, სასაცილო მომენტები, არაფერი არ მაქვს საერთოდ დაგეგმილი. საერთოდ არაფერს არ ვგეგმავ, მიუხედავად ჩემი მარკეტინგული გამოცდილებისა.
  ვიცი, როგორ დავაინტერესო საზოგადოება და რაზე მეტყველებს ემოციური მარკეტინგი მეტი ნახვებისთვის. რაც შეეხება ჩემს TikTok-ს და ჯეკას, ეს ყველაფერი არის იმპორვიზაციის ნაწილი. TikTok-ი დავიწყე ჯეკას გამო. ერთ დღეს ვიყიდე ჩვეულებრივად პროდუქტები და ვიფიქრე, ჯეკაც ხომ არ გამოვაჩინო ვიდეოში-მეთქი…  მახსოვს ჩემი გაკვირვება და გაოცება, როდესაც ერთ დღეში 250 000 ნახვა დავაგროვე TikTok-ის პირველივე ვიდეოზე. ამან მომცა მოტივაცია, რომ ჯეკასთან ერთად გამეგრძელებინა, რადგან ჯეკა, როგორც თილისმა ისე მყავს…
– თქვენს სამომავლო გეგმებზეც გვესაუბრეთ…
– მაქვს ახლო და შორეული გეგმები. შორეულზე არ ვისაუბრებ, რადგან იმის ალბათობა, რომ ეს მოხდეს არის 50%. ახლო გეგმებიდან კი, ზუსტად ახლა მაქვს გადაწყვეტილი, რომ Youtube-ზე გადავიდე, სხვადასხვა კონტენტები ჩავრთო. შემდეგ დაფინანსების წყაროები მოვიძიო, პლუს სტილი შევიცვალო… ვცდილობ, სხვადასხვა პლატფორმას მოვერგო და მათ აუდიტორიასაც, რადგან ყველა სოციალურ ქსელში სხვადასხვა ტიპაჟის ადამიანია… ახლა მუშაობა მიდის Youtube-თვის შერჩეულ სტილზე. პლუს ამას Youtube-ზე ვერ გადახვალ ტელეფონით, უნდა გქონდეს შესაბამისი აპარატურა, ეს ყველაფერი მობილიზებული მაქვს და შემდგომ უკვე გეგმის განხორციელებაა საჭირო, მეტი არაფერი.

იხილეთ ასევე

  • Ბებიების რეცეპტი – კეფირის ცომი და ქათმის შიგთავსი
  • მარტივი რეცეპტები – დაზოგეთ დრო და ენერგია
  • რესტორანი “საქართველო” – გამორჩეული ევროპული და აზიური სამზარეულოთი
  • არჩილ გამზარდიას თიანეთის ზღაპრულ ბაღზე გიამბობთ
  • Სამკურნალო ჩაის სასარგებლო თვისებები– ჯანმრთელობის ბუნებრივი წყარო
READ  10 ნაბიჯი თქვენი ოცნების საძინებლის შესაქმნელად
Contents
      • ავტორი: ანი დავიდიანი
      • სოციალურ ქსელებში პოპულარული, Food ბლოგერი გიორგი კოხრეიძე, ,,შენი სუფრას” მკითხველს თავისი ბლოგის –  ,,მოხრაკული TV-ის” შექმნის, განვითარებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრება. გიორგის ვიდეორეცეპტები იუმორისტული ტონითა და მისი ოთხფეხა მეგობრის – ჯეკას მონაწილეობით, ალბათ, ყველას გამორჩეულად ახსოვს… 🙂
  • იხილეთ ასევე
FacebookTwitter

შენი ქსელი: შენი ექიმი · შენი ამბები

ცეცხლზე კერძების მომზადება, ძველი ტრადიცია
ჟოლოს სასარგებლო თვისებები
როგორ გახდა საქართველო ღვინის აღიარებული სამშობლო – 8000 წლის ისტორია
ინდოეთი, მექსიკა, სპარსეთი თუ საქართველო – იცი, რომელია საცივის ქვეყანა?
დავიცვათ თუ არა 18 საათიანი დიეტა
TAGGED:food ბლოგერიექსკლუზივიინტერვიუკულინარიაშენი სუფრა
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ელფოსტა ბეჭდვა
Logo on a green background: white rounded-square icon with the text 'ag60' inside, plus white Georgian script beneath the icon.
ავტორიირინა დათაშვილი
მიჰყევით:
მთავარი რედაქტორი — რეცეპტები და ქართული სუფრის ტრადიციები. კულინარიულ თემებზე წერს 2003 წლიდან.
წინა სტატია ნაყინის იმპორტი საქართველოში ნაყინის იმპორტი საქართველოში
შემდეგი სტატია გაგაცნობთ კახური სუფრის თავისებურებებს გაგაცნობთ კახური სუფრის თავისებურებებს
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ქართული სამზარეულო
  • ქართული ღვინო
  • კახეთი — ღვინის მხარე
  • ფესტივალები
shenidasveneba.ge →
შენი სუფრაშენი სუფრა
გამოგვყევით
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?