საუზმეზე ოლადების მომზადება კარგი გადაწყვეტილებაა. ხშირად უბრალო იდეები ყველაზე სწორია. არომატისთვის ოლადებს დაუმატეთ ლიმონის ცედრა. საფუარი გახსენით წინასწარ თბილ წყალში და ისე შეურიეთ ფქვილს.
საფუარიანი ოლადების რეცეპტი
შემადგენლობა
ხორბლის ფქვილი 200 გრ
რძე 140 მლ
საფუარი 3.5 გ
კვერცხი 1 ც.
შაქარი 3 ს/კ
მარილი 0.5 ჩ/კ.
ლიმონის ცედრა 1 ს/კ.
მზესუმზირის ზეთი 4ს/კ
მომზადება
კვერცხი და შაქარი ავთქვიფოთ, დავამატოთ თბილი რძე და საფუარი, ზეთი, მარილი, ლიმონის ცედრა. მოვზილოთ ცომი და გავაჩეროთ თბილ ადგილას ასაფუებლად. როცა ცომი ამოვა ცხელ ზეთში ჩავასხათ თითო-თითო კოვზი და გამოვაცხოთ საშუალო ცეცხლზე ორივე მხარეს. გემო გასაოცარია! მიირთვით ოლადები ჯემთან ან მურაბასთან ერთად, ერთი ფინჯანი რძე შეგმატებთ დამატებით ენერგიას და სრულყოფილს გახდის თქვენს საუზმეს.