ზღაპარი
ინგრედიენტები
ცომისთვის
6 ც, კვერცხი
300 გრ, შაქარი
4 ს/კ თაფლი
120 გრ. კარაქი
50 გრ. კაკაო
1 ს/კ. ხსნადი ყავა
1 ჩ/კ. სოდა-ძმრით
600 გრ. ფქვილი.
მომზადება
კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ გათეთრებამდე, დაამატეთ თაფლი, კარაქი, კაკაო და უნალექო ყავა. დადგით ორთქლის აბაზანაზე, თან ურიეთ. დაახლოებით 10-15 წუთის შემდეგ ჩაამატეთ სოდა ძმრით, გადმოიღეთ და დაამატეთ ფქვილი (200 გრ-იანი ჭიქა) . ცომი უნდა იყოს არაჟნის სისქის, დასასხმელი. გაყავით ხუთ ნაწილად და გამოაცხვეთ. თუ პატარა ფორმაში გამოაცხობთ, შეგიძლიათ 7 ფირფიტა გამოაცხოთ. ცხვება 180 გრადუსზე.
კ რ ე მ ი:
300 გრ. კარაქი კარგად ავთქვიფეთ, დაუმატეთ მოხარშული რძის კრემი, შემდეგ მოხარშული შესქელებული რძე, 1 კ ხსნადი ყავა.
ზემოდან კრემს მოვაყაროთ გახეხილი შოკოლადი ან მოვასხათ მინანქარი.