ამ კერძის მოსამზადებლად შეგიძლიათ ნებისმიერი სახის ხორცის გამოყენება, ეს იქნება საქონლის, ფრინველის თუ ღორის. იგივე ითქმის ბოსტნეულზე: აიღეთ ყველაფერი, რაც სახლში მოგეპოვებათ. ვინაიდან ახლა ყაბაყის სეზონია, ისარგებლეთ ამით და გამოიყენეთ ეს ნეიტრალური გემოს ბოსტნეული, რომელსაც ყველა სახის ინგრედიენტი უხდება.
ინგრედიენტები
- ნახევარი კგ ხორცი
- ერთი ცალი სტაფილო
- ერთი ცალი ყაბაყი
- 3 თავი ხახვი
- 150 მლ წყალი
- ზეთი საჭიროების მიხედვით
- მარილი და შავი დაფქული პილპილი გემოვნებით
მომზადება
- ხორცი გარეცხე და დაჭერი საპორციე ნაჭრებად. შეწვი საშუალო ცეცხლზე ოქროსფერის მიღებამდე. ამისთვის დაგჭირდება 7 წუთი.
2. ტაფაში ჩაასხი წყალი და შუშე ხორცი თავდახურულში.
3. ხახვი და სტაფილო გაფცქვენი, გარეცხე და დაჭერი რგოლებად.
4. ბოსტნეული დაამატე ხორცს, შეაზავე მარილით და პილპილით და გააგრძელე შუშვა ათი წუთით.
5. ყაბაყი დაჭერი კუბებად და დაამატე ხორცის მასას. შუშე კვლავ ათი წუთი.
ეს არის ნამდვილი საზაფხულო კერძი, ვინაიდან ცივი სახით ის კიდევ უფრო გემრიელია. თუ გსურს მეტი ნოყიერება, ხორციან რაგუს დაამატე კარტოფილი. ამისათვის ის ნახევრად მოხარშე და შემდეგ ჩაყარე ბოსტნეულთან ერთად მოსაშუშად.
გემრიელად მიირთვი და გაუზიარე რეცეპტი მეგობრებსაც!