897
მასალის გამოყენების პირობები
მასალა:
კარტოფილი – 1 კგ.
ფქვილი – 50 გრ
ახალი სოკო – 500 გ
ხახვი – 2 თავი.
მწვანე ხახვი – 100 გრ
ზეთის ხილი- 100 გრ
მზესუმზირის ზეთი
მომზადება:
მოვხარშოთ კარტოფილი მარილიან წყალში და კარგად დავჭყლიტოთ. პიურეში დაამატეთ ფქვილი და კარგად აურიეთ.
გარეცხილი წვრილად დაჭრილი სოკო და დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ მცენარეულ ზეთში. დაამატეთ დაჭრილი ზეთისხილი, მწვანე ხახვი და აურიეთ.
დაასველეთ ცივ წყალში პატარა მარლის ნაჭერი, გაშალეთ სამზარეულოს დაფაზე, განათავსეთ კარტოფილის პიურე, ჩადეთ ჩაის კოვზით შუაში სოკოს გულსართი. მარლის დახმარებით შეკარით მრგვლად და ამოავლეთ ბურთები ფქვილში. შეწვით მცენარეულ ზეთში 5-10 წუთის განმავლობაში.