სიმითი -სეზამის მარცვლებმოყრილი თურქული ბლითები

0
483
#post_seo_title

თურქული სიმითი

ინგრედიენტები700 გრ ფქვილი, 200 გრ რძე, 100 გრ წყალი, 1 ს/კ საფუარი1ჩ/კ მარილი, 3ჩ/კ შაქარი, 

ზემოდან მოსაყრელად

300 გრ სეზამი;

3ს/კ შაქარი და 200 გრ წყალი სიროპის მოსამზადებლად;

მომზადება
შევათბოთ რძე და დავუმატოთ საფუარი, მარილი, შაქარი.საფუარი როცა გაიხსნება ჩავაცრათ ფქვილი, დავასხათ წყალი და მოვზილოთ ცომი. ვადროვოთ ამოსვლა;

მოვხალოთ სეზამი ზეთის გარეშე, როცა გაცივდება შემდეგ გამოვიყენოთ.
3ს/კ შაქარი და 200 გრ წყალი შევათბოთ ისე, რომ შაქარი გაიხსნას ( ფორმა მიცემულ სიმითებს ამოვავლებთ ჯერ სიროპში და შემდეგ სეზამის მარცვლებში).

ცომი როდესაც ამოვა გავყოთ 9 ნაწილად ( სურვილის მიხედვით გაანაწილეთ რაოდენობები), გავაბრტყელოთ სიგრძეზე და დავასვენოთ დაახლოებით ნახევარი საათი.

ცომი გავწელოთ სიგრძეზე და დავახვიოთ, შევუკრათ თავი, მივცეთ მრგვალი ფორმა, ამოვავლოთ სიროპში და შემდგ სეზამის მარცვლებში.

გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში, 220 გრადუსზე, ზედა-ქვედა წვა ჩართული, ცხვება 15 წუთი.

author avatar
SheniSupra.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  შვრიის ჯადოსნური კერძები მოხდენილი ფიგურისთვის.

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ