სიახლე, რომელიც სეზონის ჰიტად იქცევა. მიირთვით საუზმედ ნოყიერი, სასარგებლო, დაბალკალორიული ბლინები.

0
171
#post_seo_title

თუ გსურთ ნაცნობ რეცეპტებს დაამატოთ რაიმე ახალი, შემოგთავაზებთ ბლინის რეცეპტს, დაბალკალორიულს და ვიტამინებით მდიდარს.

 

სიახლე, რომელიც სეზონის ჰიტად იქცევა. მიირთვით საუზმედ ნოყიერი, სასარგებლო, დაბალკალორიული ბლინები. | შენი სუფრა

თუ ეჭვი გეპარებათ , ღირს თუ არა მისი მომზადება, ჩამოგითვლით მიზეზებს, რომლებიც დაგიმტკიცებთ, რომ ნამდვილად კარგი არჩევანი იქნება.

1.არ წარმოადგენს რთულად მოსამზადებელს, განსაკუთრებით ბლენდერით.

2.ყაბაყის შემადგენლობაში 95% წყალია. ის ითვლება დიეტურ პროდუქტად არა მარტო დაბალკალორიულობის გამო, დიდი ხნით განაყრებთ. მისგან მომზადებული ბლინებიც უცხიმო და ნაკლებკალორიული გამოდის.

3.წარმოუდგენლად გემრიელია! ყაბაყის ბლინები არ არის ბევრად განსხვავებული ჩვეულებრივისგან. ოდნავ ტკბილია, თუმცა  არ აქვს დამატებული შაქარი. ჩემი შვილი ჭამს თაფლით,  მე მიყვარს არაჟნით.

4.ადვილად დააინტრიგებთ სტუმრებს, ვერავინ გამოიცნობს, რომ მის შემადგენლობაში შედის ყაბაყი.

5.ძალიან ნოყიერია და სამართლიანად ითვლება დაბალბიუჯეტურ კერძად, მითუმეტეს ზაფხულში.

6.მისი გემო ძალიან მოსწონთ ბავშვებს. ამიტომ კარგი შესაძლებლობა გაქვთ მიირთვან ბოსტნეული და მასთან ერთად ვიტამინები.

7.ეს სასარგებლო ბლინებია, ასე რომ ჩაიწერეთ რეცეპტი.

თხელი ყაბაყის ბლინები რძით გახდა შესანიშნავი საუზმე ჩემთვის. მე  მათ ყოველ მეორე დღეს ვამზადებ. ეს არის ძალიან გემრიელი, სასარგებლო და მარტივი.

ყაბაყის ბლინები

შემადგენლობა

800 გ ყაბაყი

2 კვერცხი

1 ს/კ. რძე

1-1.5 ჭიქა ფქვილი

ოხრახუში

2 ს/კ. მცენარეული ზეთი

1 ჩ/კ. მარილი

 

მომზადება

გემრიელია მსუბუქად დამწიფებული ყაბაყი. ის არა მარტო გემოთი გამოირჩევა, არამედ ვიტამინების მაღალი შემცველობით. სწორედ ასეთი ნაყოფი შეარჩიეთ ბლინებისთვის.

 

სიახლე, რომელიც სეზონის ჰიტად იქცევა. მიირთვით საუზმედ ნოყიერი, სასარგებლო, დაბალკალორიული ბლინები. | შენი სუფრა

კარგად გარეცხეთ ყაბაყი და ყველაზე წვრილ სახეხზე გახეხეთ, შეგიძლიათ დააბლენდეროთ. პირველ რიგში მისი გემო კარგად იგრძნობა, მეორე ის, რომ ბლინები გამოდის უფრო გლუვი და ერთგვაროვანი.

 

სიახლე, რომელიც სეზონის ჰიტად იქცევა. მიირთვით საუზმედ ნოყიერი, სასარგებლო, დაბალკალორიული ბლინები. | შენი სუფრა

წვრილად დაჭერით მწვანილი, ეს შეიძლება იყოს კამა ან ოხრახუში, თქვენს სურვილზეა დამოკიდებული.

 

სიახლე, რომელიც სეზონის ჰიტად იქცევა. მიირთვით საუზმედ ნოყიერი, სასარგებლო, დაბალკალორიული ბლინები. | შენი სუფრა

ათქვიფეთ კვერცხი ცოტა მარილთან ერთად.

დაამატეთ რძე და აურიეთ.

შემდეგ ჩაყარეთ მასში გაცრილი ფქვილი და თქვიფეთ კარგად, რომ მასა ერთგვაროვანი გახდეს.

დაამატეთ ყაბაყი, კარგად აურიეთ და ჩაყარეთ ბოლოს მწვანილი და დაამატეთ ორი კოვზი ზეთი.

READ  როგორ მოვამზადოთ ცომი სწორად

 

სიახლე, რომელიც სეზონის ჰიტად იქცევა. მიირთვით საუზმედ ნოყიერი, სასარგებლო, დაბალკალორიული ბლინები. | შენი სუფრა

აურიეთ კარგად, რომ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთს შეერიოს.

 

 

 

გაცხელებულ ტაფაზე დაასხით კოვზით ცომი. ცხიმი აღარ არის საჭირო, რადგან ცომში აქვს უკვე.

 

სიახლე, რომელიც სეზონის ჰიტად იქცევა. მიირთვით საუზმედ ნოყიერი, სასარგებლო, დაბალკალორიული ბლინები. | შენი სუფრა

გააწითლეთ ბლინები ორივე მხარეს.

ძალიან გემრიელია ნივრიან არაჟნის სოუსთან ერთად. სქელ არაჟანს დაუმატეთ ნიორი და დაჭრილი კამა და წაუსვით ბლინებს.

სიახლე, რომელიც სეზონის ჰიტად იქცევა. მიირთვით საუზმედ ნოყიერი, სასარგებლო, დაბალკალორიული ბლინები. | შენი სუფრა

author avatar
SheniSupra.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ