ოთხშაბათი, მარტი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedროგორ გავუმკლავდეთ ემოციურ და სტრესულ ჭამას

როგორ გავუმკლავდეთ ემოციურ და სტრესულ ჭამას

ჩვენ მხოლოდ მაშინ რომ ვჭამდეთ, როცა გვშია (ჰომეოსტაზური კვება), ბევრ პრობლემას მოვაგვარებდით. მაგრამ ხშირად ჩვენ სტრესთან სწრაფი გამკლავების მიზნით ვჭამთ.

როგორ მივხვდეთ  ემოციურად ვჭამთ თუ არა? დაუკვირდით, თუ:
•    ცოტა ხნის წინ ვჭამეთ და მაინც გვშია/ გვესუსნავება;
•    ვჭამთ, რომ დავასაჩუქროთ ჩვენი თავი;
•    10-15 წუთით რომ გადავდოთ ის, რის ჭამასაც ვაპირებთ, აღარ მოგვინდება;
•    შიმშილის გრძნობა უცებ იწყება;
•    გვინდება არაჯანსაღი საჭმელი (სტრესის დროს, როგორც წესი, უფრო შაქრიანი და ცხიმიანი საჭმელი გვინდება);
•    ჭამის შემდეგ დანაშაულის გრძნობა გვიჩნდება;
•    საჭმელი ისე შემოგვეჭამა, ვერც მივხვდით;
მაშინ ეს სტრესული ჭამაა.

მთავარია გავიაზროთ, რომ ჩვენ არაფერ შუაში ვართ,  რომ ემოციური და სტრესული ჭამა ჩვენი ბრალი არ არის. ეს ჩვენი ტვინის მიერ გამომუშავებული სტრესთან დროებით გამკლავების საშუალება და შედარებით მავნე ჩვევაა, და, როგორც ყველა ასეთი ჩვევა, ისიც შეგვიძლია დავძლიოთ და ჩავანაცვლოთ უკეთესით.
ამისათვის სამ ნაბიჯს გთავაზობთ:

1.    პირველ რიგში, უნდა ვეცადოთ მივხვდეთ რა არის ჩვენი ქცევის მაპროვოცირებელი ფაქტორი (ე.წ. Trigger-ის) თუ არ ვიცით პრობლემის არსი, მას ვერც გადავჭრით. რამ განაპირობა ჩვენი ქცევა? თუ ამ კითხვაზე პასუხს გავცემთ და გავიაზრებთ, რომ ახლა კონკრეტული სტრესის დასაძლევად ვჭამთ, ფაქტიურად ნახევარი საქმე გაკეთებულია. 

2.    მას შემდეგ, რაც აშკარად დავინახეთ , რომ ჭამის სურვილი სტრესმა გამოიწვია, უნდა ვეცადოთ, ჭამა სხვა ქმედებით ჩავანაცვლოთ. წარმოიდგინეთ მენიუ სახელად „სტრესთან გამკლავების მეთოდები“. თუ გადავშლით და იქ ერთადერთი მეთოდი ჭამაა, რას ვაკეთებთ? – ვჭამთ! თუ სხვა მეთოდებიც წერია მენიუში, ყოველ ჯერზე აღარ ვჭამთ.შესაბამისად, გააფართოვეთ თქვენი მენიუ და დაუმატეთ ისეთი აქტივობები, როგორიცაა  ბუნებაში გასვლა, სირბილი, სუნთქვითი ვარჯიშები, მუსიკის მოსმენა, ხატვა, მედიტაცია, ძაღლის მოფერება, მეგობრებთან საუბარი ან, თუნდაც, 1-2 ჭიქა წითელი ღვინო და ა.შ. 

3.    თუ სტრესთან გამკლავებისთვის მაინც ჭამა ავირჩიეთ, დავუკვირდეთ შედეგს. შესაძლოა იმ მომენტში ვისიამოვნეთ მაგრამ დავუსვათ ჩვენ თავს ერთი მარტივი კითხვა – „ამით რა მივიღეთ?“ სინანულის გრძნობა, იმედგაცრუება, ენერგიის ნაკლებობა, კუჭნაწლავში სიმძიმის შეგრძნება და ა.შ. ასევე შედეგს თუ პირობითად 24 საათიან ჭრილში დავაკვირდებით უფრო ადვილია დავინახოთ გვნებს თუ არა კონკრეტული ჩვევა. თუ გავაცნობიერებთ, რომ ჩვენმა ჩვევამ არც თუ ისე სასიამოვნო შეგრძნებები დაგვიტოვა, და რეალური პრობლემაც გადაუჭრელი დარჩა, მისი დაძლევაც ბევრად გაგვიმარტივდება. 

 

 

 

წყარო

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
ვალდემოსა, მალიორკა: საუკეთესო აქტივობები

ვალდემოსა, მალიორკა: საუკეთესო აქტივობები

17 March, 2025
თბილისში, ბოცვაძის ქუჩაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობა გაიხსნა

თბილისში, ბოცვაძის ქუჩაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობა გაიხსნა

მარტი 19, 2025
ჩემი ნამდვილი სახელი ია არ არის – მამამ სხვა სახელი დამარქვა… – ია ფარულავას ისტორია

ჩემი ნამდვილი სახელი ია არ არის – მამამ სხვა სახელი დამარქვა… – ია ფარულავას ისტორია

18 მარტი 2025
იცოდით,რომ მელნისფერი ინტერიერში სიმშვიდისა და ელეგანტურობის შეგრძნებას აღძრავს?

იცოდით,რომ მელნისფერი ინტერიერში სიმშვიდისა და ელეგანტურობის შეგრძნებას აღძრავს?

მარტი 19, 2025
“ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, ქარი” – ამინდის გრძელვადიანი პროგნოზი

“ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, ქარი” – ამინდის გრძელვადიანი პროგნოზი

მარტი 18, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
ასტროფოტოგრაფმა პოლარული ციალის ფონზე მთვარის დაბნელების უნიკალური ფოტოები გადაიღო

ასტროფოტოგრაფმა პოლარული ციალის ფონზე მთვარის დაბნელების უნიკალური ფოტოები გადაიღო

მარტი 19, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
კანის დატენიანება აუცილებელი არის თუ არა ორსულობაში? მითები სტრიებზე

კანის დატენიანება აუცილებელი არის თუ არა ორსულობაში? მითები სტრიებზე

მარტი 18, 2025
გერმანიის საელჩო საქართველოში, როდის შეგიძლიათ მიმართოთ-გზამკვლევი თქვენთვის

გერმანიის საელჩო საქართველოში, როდის შეგიძლიათ მიმართოთ-გზამკვლევი თქვენთვის

17 მარტი 2025
მთაწმინდის რაიონში, უკლებას ქ. N6-ში შიდაკვარტალური ეზოს მოწესრიგება დასრულდა

მთაწმინდის რაიონში, უკლებას ქ. N6-ში შიდაკვარტალური ეზოს მოწესრიგება დასრულდა

მარტი 18, 2025
საქართველო დაბალბიუჯეტიანი მოგზაურობის ქვეყნებს შორისაა – როგორია დასვენების დღიური ხარჯი

საქართველო დაბალბიუჯეტიანი მოგზაურობის ქვეყნებს შორისაა – როგორია დასვენების დღიური ხარჯი

მარტი 18, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები