პარასკევი, ივლისი 11, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedმოამზადეთ უგემრიელესი პუდინგი მოცვითა და თხილით

მოამზადეთ უგემრიელესი პუდინგი მოცვითა და თხილით

პუდინგი მოცვითა და ბანანით, მისი გემო და არომატი ისეთივე საუცხოოა, როგორც მისი მომზადების სიმარტივე.

თუ არ გაქვთ თხილი, შეგიძლიათ, გამოიყენოთ კაკალი ან ნუში. მათი დაქუცმაცებით მიიღებთ პუდინგს, რომელიც ძალიან მოუხდება ფუნთუშას.

ინგრედიენტები:

  • 1   ცალი დასაჭრელი თეთრი პური
  • 250   გრამი გაყინული მოცვი
  • 100   გრამი კარაქი
  • 100   გრამი ყავისფერი შაქარი
  • 80   გრამი თხილი/პეკანი
  • 2   ცალი კვერცხის გული
  • 150   მლ/ლ ცხიმიანი ნაღები
  • 1⁄2  ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი

მომზადების მეთოდი:

ნაბიჯი 1

გააცხელეთ ღუმელი 180°-მდე. გაალღვეთ მოცვი. გამლღვალი კარაქი აზილეთ შაქართან და მიღებული მასა წაუსვით საცხობ ფორმას. ფორმაში მოათავსეთ ნახევრად დაჭრილი თხილი/პეკანი და მოცვი, ზემოდან კი მოაყარეთ შაქარი იმდენი, რომ 1 ჩ/კ დაგრჩეთ.

ნაბიჯი 2

დაჭერით პური 1 სმ. სისქის ფენებად (ბულკი ხომ არ გვეცადა?) და მოათავსეთ მოცვზე იმდენი, რომ დაფაროს. კვერცხის გულს დაამატეთ ვანილი, დაასხით ნაღები და ათქვიფეთ. მოასხით ფუნთუშას ვანილისა და ნაღების ნაზავი და მოაყარეთ დარჩენილი შაქარი.

ნაბიჯი 3

გამოაცხვეთ პუდინგი ღუმელში 20-25 წუთით და ბოლოს გადმოაპირქვავეთ ლანგარზე.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია #shenisupra.ge

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით. ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

author avatar
SheniSupra.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი ნახევრადფენოვანი ხაჭაპური
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები