გემრიელი პეროგი არომატული ჩირით ყველა დიასახლისის ოცნებაა!

0
208
#post_seo_title

პეროგი შავი ქლიავის ჩირით

ინგრედიენტები200 გ ფქვილი, 3 კვერცხი, 100 გ კარაქი, 50 მლ შავი მოცხარის ლიქიორი, 2 ს. კ. რძე, 200 გ ხაჭო, 225 გ შავი ქლიავის ჩირი, 85 გ შაქარი, 30 გ თხილი, 10 გ ვანილი.

მომზადება

ჩირი რამოდენიმე საათით დაალბეთ ლიქიორში. ( შეიძლება გამოიყენოთ არომატული ჩაი ან ტკბილი წვენი).

ათქვიფეთ კარაქი, დაამატეთ ფქვილი, 25 გრ. შაქარი, მოხალული დაფქვილი ნიგოზი, 1 კვერცხის ცილა, დაასხით რძე და მოზილეთ ცომი.

ცომი გაათხელეთ და მრგვალ ფორმაში მოათავსეთ. გვერდები ამოუწიეთ, რომ გულსართი არ გადაიღვაროს.

ხაჭოს დაამატეთ 60 გრ. შაქარი, ვანილი, 2 კვერცხი და ერთი გული და ათქვიფეთ მიქსერით.

ფორმაში მოთავსებულ ცომზე დაალაგეთ შავი ქლიავის ან ნებისმიერი ჩირი და დაასხით ხაჭოს გულსართი.

გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 40-45 წუთი.

 

შეინახეთ შავი ქლიავის პეროგის რეცეპტი და არ დაგავიწყდეთ გაუზიაროთ სხვებსაც.

author avatar
SheniSupra.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  ბანანის და სელის ცილოვანი მაფინის მიქსი

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ