პარასკევი, ივლისი 11, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიფრთხილად! ბავშვების საყვარელ ნუგბარში დამალული საფრთხე

ფრთხილად! ბავშვების საყვარელ ნუგბარში დამალული საფრთხე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩიფსები და კარტოფილი ფრი მსოფლიოში ყველაზე მავნე საკვებად დაასახელა. საწამლავი ნუგბარში

სამწუხაროდ, ჩვენ ირგვლივ უამრავი მშობელია, რომელიც ბავშვს ამ “ნუგბარზე” უარს არ ეუბნება, მეტიც, საკმაოდ ცნობილი სწრაფი კვების ობიექტები სავსეა პატარებით, რომლებსაც კარტოფილის ფრით უმასპინძლდებიან.

რა თქმა უნდა, თქვენი შვილის მენიუ მხოლოდ თქვენი არჩევანია, მაგრამ ზოგჯერ შეცდომა ინფორმაციის ნაკლებობითაც არის გამოწვეული. ამიტომ ვეცდებით, ამ პროდუქტების შესახებ მეტი გიამბოთ, შემდეგ კი თავად გადაწყვიტეთ, ღირს ბავშვისთვის მათი შეთავაზება თუ არა.

ფრთხილად! ბავშვების საყვარელ ნუგბარში დამალული საფრთხე | შენი სუფრა

ჩიფსებსა და კარტოფილის ფრიში პრაქტიკულად არაფერი ნატურალური და სასარგებლო არ არის. ეს მხოლოდ ცხიმებისა და ნახშირწყლების ერთობლიობაა, რომელსაც მარილი, საღებავები და გემოს გამაძლიერებელი ქიმიური საშუალებები ემატება. გარდა ამისა, ჩიფსი ხშირად მზადდება არა მთლიანი კარტოფილით, არამედ კარტოფილის ფხვნილით, რაც კიდევ ერთი მინუსია ამ პროდუქტისთვის. ჩიფსი ძალიან კალორიულია და ხელს უწყობს ჭარბწონიანობას. განსაკუთრებით უნდა მოერიდონ ბავშვები, რადგან ეს პროდუქტი კალორიების მათ დღიურ ნორმას ბევრად აჭარბებს.

ყველაფერთან ერთად, ჩიფსი და ფრი უხარისხო, მრავალჯერ გამოყენებულ ცხიმში იწვება და კანცეროგენულია, რაც სიმსივნის წარმოშობის მიზეზი შეიძლება გახდეს. მარილების დიდი რაოდენობა, რომელიც ჩიფსებთან ერთად ხვდება ბავშვის ორგანიზმში, ძვლების განვითარებას აფერხებს და ბევრ პათოლოგიასაც უწყობს ხელს, არღვევს ნივთიერებათა ცვლას. ხოლო საღებავებსა და არომატიზატორებს არაპროგნოზირებადი რეაქციების გამოწვევა შეუძლიათ.

author avatar
SheniSupra.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  მოამზადეთ უგემრიელესი პუდინგი მოცვითა და თხილით
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები