ყაბაყი უნივერსალური პროდუქტია – მას წვავენ, ხარშავენ, აშრობენ, ამწნილებენ და ზამთრისთვის აკონსერვებენ… მაგრამ შეიძლება თუ არა უმი ყაბაყის ჭამა? დიახ – გვეუბნებიან დიეტოლოგები, მაგრამ ზიანიც და სარგებელიც დამოკიდებულია რაოდენობასა და ორგანიზმის თავისებურებებზე.
შემადგენლობა და კალორიულობა
გოგრის ამ სახეობის საკვებად გამოყენება ევროპაში მხოლოდ მე-18 საუკუნეში დაიწყეს, დღეს კი ის პოპულარული პროდუქტია – მათ შორის, ბავშვთა კვებასა და დიეტურ კვებაში.
ყაბაყის კალორიულობა მინიმალურია: 100 გრ-ზე მხოლოდ 23-27 კალორია მოდის, რადგან პროდუქტის თითქმის 95% წყალი შეადგენს; ცხიმი – 0,32 გ; ცილა – 1,21 გ; ნახშირწყლები – 3,11 გ. ქიმიური შემადგენლობა კი ასეთია:
კალიუმი, მარგანეცი, რკინა, C ვიტამინი, B ჯგუფის ვიტამინები, კაროტინი, ორგანული მჟავები, უჯრედისი 1%.
აღსანიშნავია, რომ ეს ბოსტნეული, საერთოდ, არ შეიცავს ქოლესტერინს და სახამებელს.
ყაბაყის სასარგებლო თვისებები
ყაბაყის სამკურნალო თვისებებს მისი ქიმიური შემადგენლობა განაპირობებს, გთავაზობთ იმ სარგებლის მოკლე ჩამონათვალს, რაც მისი გამოყენებით შეგიძლიათ, მიიღოთ:
- ხელს უწყობს წნევის დაწევას;
- აწესრიგებს სისხლში შაქრის დონეს (ამიტომ სასარგებლოა დიაბეტიანებისთვის);
- ააქტიურებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას;
- აქვს შარდმდენი ეფექტი, რითაც ხელს უწყობს ორგანიზმს დაგროვილი, ჭარბი სითხისგან გათავისუფლებაში;
- ორგანიზმიდან გამოაქვს ტოქსინები და „ცუდი“ ქოლესტერინი, რაც, პარალელურად, ათეროსკლეროზის პროფილაქტიკას წარმოადგენს;
- ყაბაყი სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის;
- დადებით გავლენას ახდენს სისხლის უჯრედების განახლების პროცესზე;
- დამამშვიდებლად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე;
- მამაკაცებში აფერხებს შარდსასქესო სისტემაში სიმსივნეების წარმოქმნას და ამაღლებს ტესტოსტერონის დონეს;
- ყაბაყი ბუნებრივი დამატენიანებელია სახის კანისთვის – აჯანსაღებს კანის ფერს და საიმედოდ იცავს კანს ულტრაიისფერი სხივებისგან.
#drpkhakadze #gochadze #shenisupra
მასალის გამოყენების პირობები