სიმინდის ფანტელები, ე.წ. ხლოპიები ყველაზე მარტივად მოსამზადებელი და ბევრი ბავშვისთვის სასურველი საუზმეა. არის თუ არა მიზანშეწონილი მისი ხშირი მიღება, ან საერთოდ შეიძლება თუ არა ბავშვებს ვაჭამოთ.
ასეთი ტიპის მშრალი საუზმე, როგორც წესი, დიდი რაოდენობით შაქარსა და მარილს შეიცავს. სწორედ ამის გამო არ უნდა აჭამოთ ის ბავშვებს, რადგანაც მარილიც და შაქარიც გემოს ბუნებრივი გამაძლიერებელია, რომელიც ენის რეცეპტორებს ააქტიურებს. ეს კი მომავალში შესაძლოა, ძალიან დიდი პრობლემა გახდეს, რადგან ბავშვებს ჯანსაღი საუზმე აღარ მოეწონებათ.
შემადგენლობის გარდა, ენერგეტიკულ ღირებულებასაც აუცილებლად უნდა გავეცნოთ. კალორიულობა მეტ-ნაკლებად ყველას ერთნაირი აქვს. უნდა მივაქციოთ ყურადღება იმას, რომ ცილის შემცველობა ჰქონდეს მეტი და შაქრის შემცველობა ნაკლები და ყველაზე მნიშვნელოვანი – იყოს ბოჭკოვანი ნივთიერებებიც. ბოჭკოვანი ნივთიერებები, გარდა იმისა, რომ ძალიან სასარგებლოა, შაქრის ათვისებას ხელს უშლის. მაგალითად, თუ ბოჭკოვან ნივთიერებებთან ერთად შაქარს ვიღებთ, შაქარი ჩვენი ორგანიზმისათვის გაცილებით ნაკლებად საზიანო ხდება.
აღსანიშნავია რომ კვლევის შედედაგ პროდუქტი არ აღმოჩნდა გენმოდიფიცირებული. ე.წ. ხლოპია არ შეიძლება, ყოველდღიური საუზმის ნაწილი იყოს, მაგრამ კვირაში 1-2-ჯერ საფრთხეს არ წარმოადგენს, მით უფრო, რომ ბავშვები მას რძესთან ერთად მიირთმევენ, რძე კი საჭირო პროდუქტია.