ხილმა და ბოსტნეულმა სარგებელი რომ მოგვიტანოს, საჭიროა ცოდნა, თუ როგორ შევარჩიოთ. შეიძლება, იდეალური ფორმის და ფერის ხილ-ბოსტნეული ვიყიდოთ, მაგრამ პლასტმასის გემო ჰქონდეს. ან პირიქით – ნაყოფზე შავი წერტილები ნატურალურობის ნიშნად მივიჩნიოთ და ხელში დაავადებული პროდუქტი შეგვრჩეს.
ამიტომ გვინდა, გაგიზიაროთ მოკლე რეკომენდაციები, თუ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ხილის და ბოსტნეულის შეძენისას, რათა მათგან სარგებელი მიიღოთ და არა ზიანი.
მოდით, თანმიმდევრობით მივყვეთ:
- პირველ რიგში, ყოველთვის უმჯობესია, შეარჩიოთ სეზონური პროდუქტი ახლომდებარე რეგიონიდან. როდესაც ხილს და ბოსტნეულს მაღაზიის დახლებამდე გრძელ გზის გავლა არ სჭირდება, აღარც მათი დამუშავებაა აუცილებელი, მაგალითად, დიფენილით, კონსერვანტებით, ცვილით და სხვა ნივთიერებებით, რომლებმაც ტრანსპორტირების განმავლობაში უნდა შეინახოს;
- ყურადღება გაამახვილეთ ისეთ პროდუქტზე, რომელიც შედარებით მსუბუქად არის გაწმენდილი „ჭუჭყისგან“;
- დაინტერესდით, სად არის მოყვანილი ბოსტნეული. თუკი ეს ადგილი საავტომობილო გზის მახლობლად მდებარეობს, მაშინ დაფიქრდით, სანამ ასეთ პროდუქტს შეიძენთ. ასევე მოერიდეთ საავტომობილო გზის გასწვრივ განლაგებულ დახლებზე ხილბოსტნეულის შეძენას;
- ხილი და ბოსტნეული უნდა შეიძინოთ სანქცირებულ სავაჭრო ადგილებში, სადაც კონტროლდება რეალიზებული პროდუქციის ხარისხი და უსაფრთხოება, გამყიდველი იცავს პირადი ჰიგიენის წესებს და მაღაზია აკმაყოფილებს სანიტარიული ნორმებს;
- ეცადეთ, ყოველთვის შეიძინოთ ხეზე ( და არა მოწყვეტის შემდეგ) დამწიფებული ხილი – მასში სრულყოფილად არის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ნუტრიენტები (ასეთი ხილის ამოცნობის ხერხებს ქვემოთ გაგაცნობთ);
- ხილი ბოსტნეულის შეძენისას აუცილებელია, დააკვირდეთ პროდუქტის გარეგნულ მხარეს, სუნს, ფერს, კონსისტენციას და შენახვის პირობებს.
#drpkhakadze #gochadze #shenisupra
მასალის გამოყენების პირობები