ორშაბათი, აპრილი 21, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedრა სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა ველური ნიორი?

რა სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა ველური ნიორი?

ღანძილი – მას ველურ ნიორსაც უწოდებენ, გაზაფხულზე საჭირო პროდუქტია, რომელიც ორგანიზმს ვიტამინებით ავსებს. ზოგიერთ ქვეყანაში წითელ წიგნშია შესული.

აღსანიშნავია, რომ წითელ წიგნში შესული ყველა ცხოველი და მცენარე იშვიათი წარმომადგენელი არაა. არსებობს რამდენიმე კატეგორია, რომლის მიხედვითაც მათი დაყოფა ხდება: მოწყვლადი, გაქრობის პირას, არასაკმარისად ცნობილი, შეუფასებელი და იშვიათი. ღანძილს შეუფასებლის სტატუსი აქვს, ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ გადაშენების პირასაა.

და მაინც, გირჩევთ ღანძილი სანდო გამყიდველებთან შეიძინოთ, რომელიც არა ტყეში შეგროვებულს, არამედ ნაკვეთზე გაზრდილ მცენარეს ყიდიან. არასწორ ადგილას მოჭრით ადრე თუ გვიან ნებისმიერი სახეობა შეიძლება გაქრეს. ღანძილი შეგიძლიათ თავად გაზარდოთ. თესლს უპრობლემოდ იყიდით. დამატებით, მცენარე მარტივი მოსავლელია.

ღანძილის სარგებელი

ღანძილი გულ–სისხლძარღვთა სისტემაზე და კუჭ–ნაწლავის ტრაქტზე დადებითად მოქმედებს.მცენარეში გვხვდება C, B1, B3, B6, B9, A, E, PP ვიტამინები, რკინა, კალიუმი, კალციუმი, ფთორი, გოგირდი, მანგანუმი, სელენი, სპილენძი, იოდი და თუთია. სწორედ ამიტომ, ძალიან სასარგებლოა მისი მირთმევა გაზაფხულზე, როცა ხშირად ვიტამინების დეფიციტს განვიცდით.

მცენარეს ხალხურ მედიცინაშიც გამოიყენებენ. მაგალითად, ოდესღაც მისი დახმარებით სურავანდს კურნავდნენ. მისგან ნაყენსა და წვენს ამზადებენ. შინაური ნიღბებისთვისაც იყენებენ. ალერგიაზე ტესტი აუცილებლად ჩაიტარეთ.

გარდა ამისა, ღანძილით სხვადასხვა კერძი შეგიძლიათ მოამზადოთ. შეწვით, ჩაშუშეთ, მოხარშეთ, პეროგის ან ღვეზელის შიგთავსად გამოიყენეთ.

წყარო

 

#drpkhakadze #gochadze  #shenisupra

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
READ  „მეგობარმა მომწერა: ესეც შენი წინასწარმეტყველებების სერიიდანო…“- გიორგი ფხაკაძე ვაფრთხილებდა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები