ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedმოამზადეთ ვაშლისა და ყველის უგემრიელესი ხვეულა

მოამზადეთ ვაშლისა და ყველის უგემრიელესი ხვეულა

ვაშლისა და ყველის (უმჯობესია, თუ ეს იქნება ინგლისური ყველი ჩედერი) საოცარ ნაზავს მეტად საოცარს ხდის ცოცხალი, ახალი სალათის ფურცლებისა და მცირეოდენი მდოგვის დამატება. გაახვიეთ მიღებული ნაზავი ლავაშის შუაგულში და დატკბით საოცარი, უცხო გემოთი.

იგრედიენტები:

  • 1 ნაჭერი ლავაში, ან ნებისმიერი თქვენთვის სასურველი პური
  • 1 ჩაის კოვზი მდოგვი
  • 1 საშუალო ზომის დაჭრილი ვაშლი
  • ¼ ფინჯანი წვრილად დაჭრილი ყველი (ჩედერი)
  • 1 ფინჯანი სალათის ფურცელი

მომზადების დრო: 15 წთ.

მომზადების მეთოდი:

გაჭერით ლავაში შუაზე და წაუსვით შიგნიდან მდოგვი (მცირე რაოდენობით). მოათავსეთ ვაშლისა და ყველის ნაჭრები ლავაშის გულში და გადაიტანეთ ტოსტერში. გახუხეთ მანამ, სანამ ყველი დნობას არ დაიწყებს და ლავაში არ შეხურდება, ნუ შებრაწავთ. ტოსტერიდან გამოტანის შემდგომ, ფრთხილად ჩააწყვეთ სალათის ფურცლები ლავაშის გულში. თქვენი ტოსტი მზად არის. შეგიძლიათ  გემრიელად მიირთვათ.

 

მკვებავი ერთეული:

კალორიულობა: 354 კალორია.

ცხიმი: 11გრ.

ბოჭკო: 7გრ.

ნახშირწყლები: 51 გრ.

ცილა: 14 გრ.

ფოლიუმის მჟავა: 96 მგ.

ქოლესტერინი: 28 მგ.

შაქარი: 12გრ.

C ვიტამინი: 13 მგ.

კალციუმი: 246 მგ.

რკინა: 3მგ.

ნატრიუმი: 732 მგ.

კალიუმი: 402 მგ.

 

 

 

 

 

#drpkhakadze #gochadze  #shenisupra

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
READ  „მძღოლის მხარეს ფანჯარა უნდა იყოს დაკეტილი“ – ნახეთ, კიდევ რა რჩევებს აძლევს გიორგი ფხაკაძე ტაქსის
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები