სამშაბათი, აპრილი 1, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგი„TV პირველი“, ბოდიში მოიხადეთ – გიორგი ფხაკაძე რასაც ამბობს, იმაზე პასუხს აგებს“-გიორგი...

„TV პირველი“, ბოდიში მოიხადეთ – გიორგი ფხაკაძე რასაც ამბობს, იმაზე პასუხს აგებს“-გიორგი ფხაკაძე

23/04/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე ტელეკომპანია ტვ „პირველს“ მიმართავს:

„ტელეკომპანია TV პირველს“ მივმართავ – მინდა გამოვეხმაურო წუხანდელ გადაცემას, სადაც ექიმი ზურაბ გურულიც ჰყავდათ მიწვეული. „ტვ პირველი“, რამე დაგიშავეთ? ყველას პატივს გცემთ, გპასუხობთ. რატომ ატრიალებთ უკუღმა ჩემს სიტყვებს?

ისე გამოიყვანეთ, თითქოს მე ვთქვი, – კოვიდვაქცინის გაკეთების შემდეგ სპერმის ხარისხი ფუჭდება, მე ეს არ მითქვამს!

ტვ პირველის წამყვანებს მივმართავ: – ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ როცა პრეტენზია გაქვთ, ძლიერი ტელევიზია ხართ და მართლა ძალიან დიდ პატივს ვცემ თქვენს ტელევიზიას, როცა რაიმე კითხვა გაქვთ, შემეკითხეთ და გაგცემთ პასუხს;
ბატონ გურულთან არაფერი პრობლემა არა მაქვს. არასწორად ჰკითხეს, არასწორად მიაწოდეს ჩემი ნათქვამი, შეცდომაში შეიყვანეს, არასწორი მიმართულებით წაიყვანეს საუბარი. ძალიან მეწყინა, პირდაპირ გეტყვით!
ჩემი ინფორმაცია იყო ძალიან კონკრეტული. სხვათა შორის, ეს არ არის ახალი ინფორმაცია, ჯერ კიდევ 6 თვის წინ ჩატარდა ეს კვლევები, ჩემს ფეისბუქ გვერდზე მიდევს ეს სტატიები (სამეცნიეროც და პოლულარულ ჟურნალებში დაბეჭდილებიც) – კვლევები ჩატარდა ინდოეთში, ჩინეთში, ტაილანდში. რატომ? იმიტომ, რომ იქ არის ბევრი განაყოფიერების კლინიკები, მათ დაიწყეს პირველმა კვლევები.
გეუბნებით – ჩატარებულია კვლევები, ვინც გადაიტანა კოვიდი, არა აქვს მნიშვნელობა, მძიმედ თუ მსუბუქად, აღმოჩნდა, რომ გარკვეულ პროცენტში (სხვადასხვა კვლევების მიხედვით სხვადასხვა პროცენტი), აღმოჩნდა სპერმის სხვადასხვა ტიპის პრობლემები, სხვადასხვა ტიპის დაავადებები, არ ვიხმარ სამეცნიერო ტერმინებს. გამრავლების საკითხში იყო გარკვეული ტიპის პრობლემები კოვიდინფექციის გადატანის შემდეგ!

გიორგი ფხაკაძე რასაც ამბობს, იმაზე პასუხს აგებს. ეს არის დაფუძნებული შემდეგზე, ვარ ბევრი სამეცნიერო ჟურნალის სარედაქციო საბჭოს წევრი და აქედან გამომდინარე მაქვს წვდომა ძალიან ბევრ ინფორმაციასთან, რომელიც ჯერ არ არის დაბეჭდილი. ფხაკაძის ამ ნათქვამის უკან დგას დაახლოებით 30 საჯარო სტატია, 50-მდე კვლევა, რომელიც საჯარო არ არის, კიდევ დამატებითი ინფორმაციები და ამ ყველაფრის ანალიზზეა დაფუძნებული, რასაც ვამბობ!
ცნობისათვის, სხვათა შორის, სექსოლოგიის კონფერენცია პირველად რომ ჩატარდა ინდოეთში, ძალიან დიდი ხნის წინ, იმის ერთ-ერთი დამფუძნებელიც ვარ.
ამ სპერმაზე ინფორმაციაც თვეების წინ მქონდა, ამ კვლევების საფუძველზე. პანიკა რომ არ ამეტეხა, ხუმრობაგარევით ვთქვი. მე არ მითქვამს, რომ ვაქცინა თუ გაიკეთეთ, რაიმე მოხდება ამ კუთხით. კოვიდგადატანილების გარკვეულ პროცენტში სპერმის ხაიოსხის კუთხით გარკვეული პრობლემების არსებობაზე ვთქვი ესაა მარტივად
ვინც გაიკეთა ვაქცინაცია, მათი რეპროდუქტოლოგიურ უნარებზე (მამაკაცებში) კვლევები ჯერ არ არის ჩატარებული. ვაქცინაციის შემდეგ სპერმის ხარისხზე კვლევა არ არსებობს და როგორ ვიტყვი.
„ტვ პიტრველი“, ბოდიში მოიხადეთ, თუ შეგეშალათ,- კარგი, გავიგებ! პატივს გცემთ, მაგრამ როცა რაღაცას ლაპარაკობთ, გადაამოწმეთ, როცა არა ხართ დარწმუნებული, დამირეკეთ და მკითხეთ. არავის ვეუბნები უარს?!“




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
საუკეთესო დრო მონტენეგროში სამოგზაუროდ

საუკეთესო დრო მონტენეგროში სამოგზაუროდ

31 March, 2025
ტყვია, როგორც გლობალური პრობლემა

ტყვია, როგორც გლობალური პრობლემა

მარტი 31, 2025
რამდენ ლარად იყიდით ხვალ დოლარს და ევროს

რამდენ ლარად იყიდით ხვალ დოლარს და ევროს

31 მარტი 2025
სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

მარტი 31, 2025
რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან?

რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან?

მარტი 31, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

მარტი 31, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რუსკა მაყაშვილის ახალი სახლი და ახალი ცხოვრება

რუსკა მაყაშვილის ახალი სახლი და ახალი ცხოვრება

მარტი 31, 2025
ტურუსტული ადგილები სიდნეიში, რომლებიც იქ ყოფნისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ

ტურუსტული ადგილები სიდნეიში, რომლებიც იქ ყოფნისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ

31 მარტი 2025
ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

მარტი 31, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები