ორშაბათი, ოქტომბერი 28, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorized6 პროდუქტი, რომლითაც თქვენს საგაზაფხულო რაციონს გაამდიდრებთ

6 პროდუქტი, რომლითაც თქვენს საგაზაფხულო რაციონს გაამდიდრებთ

გაზაფხული გამორჩეული დროა – ვაცილებთ ზამთრის სუსხიან ამინდს და იწყება გრძელი, თბილი და ნათელი დღეები. ბუნების გამოცოცხლებასთან ერთად, თითქოს ჩვენი სხეულიც იღვიძებს ზამთრის ჰიბერნაციიდან.

გიზიარებთ გაზაფხულის სეზონური ხილის და ბოსტნეულის ჩამონათვალს, რომელიც ერთდროულად, ძალიან გემრიელი და ვიტამინებით მდიდარია, მათი საკვებ რაციონში ჩართვა კი – ძალიან მარტივი.

 

მარწყვი – მარწყვი ვიტამინებით და ანტიოქსიდანტებით მდიდარი, დაბალკალორიული ხილია. მისი შემადგენლობის დაახლოებით 91% წყალია. მარწყვი განსაკუთრებით მდიდარია C ვიტამინით, კალიუმით, ფოლიუმით და მანგანუმით. იცოდით, რომ 5-7 ცალ მარწყვში დაახლოებით იმდენივე C ვიტამიანია, რამდენიც 1 საშუალო ზომის ფორთოხალში?!

მარწყვში შემავალი ანტიოქსიდანტები და მცენარეული ნაერთები სასარგებლოა როგორც გულის ჯანმრთელობისთვის, ისე – სისხლში შაქრის შემცველობის კონტროლისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მარწყვი საკმაოდ ტკბილია, მისი მიღება დაშვებულია დიაბეტის მქონე ადამიანებისთვისაც, რადგან მას დაბალი გლიკემიური ინდექსი აქვს.

მარწყვს ანთების საწინააღმდეგო და ანტიმიკრობული მოქმედებაც ახასიათებს. კვლევების თანახმად, ძლიერი ანთების საწინააღმდეგო ანტიოქსიდაციური მახასიათებლების გამო, ის სიმსივნის პრევენციისთვისაც კი სასარგებლოა.

სატაცური – სატაცური A, C, K, E ვიტამინებით, ანტიოქსიდანტებით, ფოლიუმით, კალიუმით და უჯრედისით მდიდარი ბოსტნეულია. ანტიოქსიდანტებისა და კალიუმის მაღალი შემცველობის გამო სატაცურს არტერიული წნევის მარეგულირებელი თვისებები გააჩნია. სულ რაღაც 100 გ სატაცური კი – ორსულებისთვის უმნიშვნელოვანესი ელემენტის, ფოლიუმის, დღიური ნორმის 34%-ს შეიცავს.

უჯრედისის მაღალი შემცველობის გამო, სატაცური ხელს უწყობს ისეთი დაავადებების განვითარების რისკის შემცირებას, როგორებიცაა: დიაბეტი, გულის დაავადებები და ჰიპერტენზია. სატაცური განსაკუთრებით მდიდარია არახსნადი უჯრედისით, რომელიც ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის  ნორმალურ ფუნქციონირებას. ამ ბოსტნეულში შემავალი ხსნადი უჯრედისი კი, „კეთილ“ ბაქტერიებს კვებავს.

კიტრი – კიტრი საკმაოდ დაბალკალორიული (95% წყალი), ანტიოქსიდანტებით, ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი ბოსტნეულია. ის შესანიშნავი საშუალებაა ორგანიზმის ჰიდრატაციისა და მავნე ტოქსინების გამოდევნისთვის. სწორედ ამიტომ, კიტრი არაერთი დეტოქს სასმელის შეუცვლელი ინგრედიენტია.

კიტრი სასარგებლოა კანისთვის. მას ანთების საწინააღმდეგო და კანის დამამშვიდებელი ეფექტიც აქვს. ის ებრძვის შეშუპებას, აღიავებს კანის ტონს და ატენიანებს მას.

პომიდორი – არსებობს ძალიან ბევრი ფერის პომიდორი. თუმცა, რაც უფრო წითელია პომიდორი, მით მეტ ანტიოქსიდანტს – ლიკოპენს შეიცავს. ლიკოპენი ძალიან ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც სიმსივნისა და გულის დაავადებების განვითარების რისკს ამცირებს. ის ძირითადად პომიდვრის კანშია კონცენტრირებული და მის წითელ შეფერილობასაც სწორედ ის განაპირობებს.

პომიდორი შეიცავს ოთხივე ძირითადად კაროტინოიდს: ალფა და ბეტა კაროტინებს (ისინი ორგანიზმში A ვიტამინად გარდაიქმნებიან), ლუტეინსა (მნიშვნელოვან როლს თამაშობს მხედველობის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებაში) და ლიკოპენს. გარდა ამისა ის მდიდარია E და C ვიტამინებით.

ერთი საშუალო ზომის პომიდორი C ვიტამინის დღიური ნორმის 28%-ს შეიცავს. პომიდორი ასევე შეიცავს კალიუმს, K1 ვიტამინსა და ფოლიუმს.

ტკბილი წიწაკა – ტკბილი წიწაკა გამოირჩევა იმით, რომ ერთი საშუალო ზომის ტკბილი წიწაკა C ვიტამინის დღიური ნორმის 169%-ს შეიცავს (!), რაც ტკბილ წიწაკას საკვებ პროდუქტებში C ვიტამინის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარ წყაროდ აქცევს. იგი ასევე შეიცავს: B6, B9, K1, E, A ვიტამინებს და კალიუმს. ეს ვიტამინები და მინერალები კი  დადებით გავლენას ახდენს ჩვენს ორგანიზმზე: აუმჯობესებს გულის ჯანმრთელობას,  ხელს უწყობს ერითროციტების ფორმირებას, უზრუნველყოფს ნერვების, კუნთებისა და ძვლების ჯანმრთელობას და მრავალი სხვა.

ტკბილი წიწაკა ძალიან მდიდარია ანტიოქსიდანტებით, განსაკუთრებით – კაროტენოიდებით. სხვადასხვა ფერის წიწაკა სხვადასხვა ანტიოქსიდანტს შეიცავს. ანტიოქსიდანტების სიმდიდრე კი, განაპირობებს იმას, რომ ტკბილ წიწაკას ჩვენი მრავალი ქრონიკული დაავადებისგან დაცვა შეუძლია.

ავოკადო – ავოკადო კვების ექსპერტების მიერ სუპერსაკვებად მიიჩნევა. ის საკმაოდ მაღალკალორიული ხილია და ამ კალორიების დაახლოებით 77% ცხიმებიდან მოდის, თუმცა ეს ცხიმები წარმოადგენს “MUFA”-ს ანუ ჯანსაღ, მონოუჯერ ცხიმს. ავოკადო ერთადერთი ხილია, რომელიც მონოუჯერი ცხიმების ასეთ მნიშვნელოვან რაოდენობას შეიცავს.

გარდა ამისა, ავოკადო 20-მდე დასახელების ვიტამინსა და მინერალს შეიცავს. ის C, E, K, B6, B2 ვიტამინების, ნიაცინის, კალციუმის პანტოთენატის, ფოლიუმის, მაგნიუმის, კალიუმის, ლუტეინის, ბეტა კაროტინის და ომეგა 3 ცხიმების მნიშვნელოვან წყაროა.

როგორც ხედავთ, ზემოთ ჩამოთვლილი ხილი და ბოსტნეული არამხოლოდ გემრიელი, არამედ ძალიან სასარგებლოცაა. სწორად შერჩეული სეზონური საკვების მიღება, დაგეხმარებათ თავი ჯანმრთელად და ენერგიულად იგრძნოთ, მთელი სეზონის განმავლობაში.

 

 


წყარო

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
8 საუკეთესო საუნა ოსლოში

8 საუკეთესო საუნა ოსლოში

27 October, 2024
უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

ოქტომბერი 24, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 25 ოქტომბერი

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 25 ოქტომბერი

25 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

ოქტომბერი 24, 2024
„როდესაც დედა ამერიკაში წავიდა, 7 წლის ვიყავი…ძალიან მიყვარს“ – ანდრია ფუტკარაძე

„როდესაც დედა ამერიკაში წავიდა, 7 წლის ვიყავი…ძალიან მიყვარს“ – ანდრია ფუტკარაძე

26 ოქტომბერი 2024
„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“-  სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“- სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 24, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

ოქტომბერი 25, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები