იმისათვის რომ მწვანილი გამოიყურებოდეს ცოცხლად და შეინარჩუნოს ბუნებრივი თვისებები დიდი ხნის განმავლობაში, საჭიროა რომ შეძენის შემდეგ სახლში მისვლისთანავე მწვანილი გავრეცხოთ ცივ წყალში და მოვაშოროთ მავნე ბაქტერიები და ჭუჭყი. შემდეგ კარგად გავაშროთ საწურის მეშვეობით ან გავშალოთ ჭურჭლის პირსახოცზე, რათა მოვაცილოთ წყლის რაც შეიძლება დიდი რაოდენობა. შემდეგ მწვანილს მოვაშოროთ ღეროების ძირები და გაყვითლებული ან გაუფერულებული ფოთლები ასეთის არსებობის შემთხვევაში. საბოლოო ეტაპზე კი მოვათავსოთ ჰერმეტულად დახურულ ქილაში, რომელშიც დაახლოებით 2 სანტიმეტრის სიმაღლეზე წინასწარ ჩავასხამთ წყალს და შევინახოთ მაცივარში. მეთოდით დამუშავებული მწვანილის შენახვა შესაძლებელია მაქსიმუმ 2-3 კვირის განმავლობაში.
#drpkhakadze #gochadze #shenisupra
მასალის გამოყენების პირობები